მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 326)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვენტუსის” კალენდარი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. „იუვენტუსი“ სეზონს 20 სექტემბერს ტურინში დაიწყებს, სადაც გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლებს. მეორე და მესამე ტურში ანდრეა პირლოს გუნდს საკმაოდ რთული მატჩები ელოდება, ჯერ „რომას“ ესტუმრება, შემდეგ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. რაც შეეხება მილანურ გუნდებთან მატჩს, მე-16 და მე-18 ტურებში (მეორე წრეში შესაბამისად 36-3 და 37-ე …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” სუარესთან შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსმა“ ლუის სუარესთან შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდა. Sky Sport-ის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და „ბარსელონასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაზე მუშაობს. „იუვენტუსის“ სურვილია, რომ ურუგვაელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და ერთადერთი დაბრკოლებაც ესაა. ამიტომაც, ახლა სუარესმა „ბარსასთან“ არსებული კონტრაქტი, რომელიც 2021 წლამდეა ძალაში, უნდა …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “იუვეში” თამაში ჩემი ოცნებაა”

„სასუოლოს“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის ტურინულ გუნდში თამაში ოცნებაა. „პირლო ჩემი კუმირია და „იუვენტუსთან“ ჩემი სახელის დაკავშირება ჩემთვის ოცნებაა“, – თქვა ლოკატელიმ. შეგახსენებთ, რომ ლოკატელი ამჟამად იტალიის ნაკრებშია გამოძახებული. მისი „იუვენტუსში“ ტრანსფერის შესახებ იტალიური მედია კარგა ხანია აქტიურად წერს.

სრულად წაკითხვა »

სიტუაცია ედინ ჯეკოსა და ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერზე

ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალური თავდამსხმელის ძებნას აგრძელებს, რომელიც გონსალო იგუაინს შეცვლის. ანდრეა პირლოს ფავორიტი ედინ ჯეკოა, მაგრამ ბოსნიელს „რომასთან“ კონტრაქტი აკავშირებს. მთლიანობაში თუ ჯეკოს ტრანსფერი შედგება, „იუვენტუსს“ ორწლიანი კონტრაქტით, ხელფასისა და „რომასთვის“ გადასახდელი კომპენსაციით 42 მილიონი ევრო დაუჯდება. მეორე ვარიანტი ლუის სუარესია, რომელიც ფინანსურად უფრო იაფი გარიგება აღმოჩნდება. ოღონდ ამისთვის საჭიროა, …

სრულად წაკითხვა »

აპოლონი: “სარი ერთ შანსს იმსახურებდა, პირლოს დანიშვნა რისკია”

იტალიის ნაკრებისა და „პარმას“ ყოფილმა მცველმა ლუიჯი აპოლონიმ „იუვენტუსიდან“ მაურიციო სარის დათხოვნისა და ანდრეა პირლოს დანიშვნის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, სარი კიდევ ერთ შანსს იმსახურებდა და „იუვემ“ ძალიან გარისკა. „პირლო გარემოს კარგად იცნობს, „იუვემ“ მიზანმიმართული არჩევანი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება არ აქვს. ჩემთვის ეს სარისკო არჩევანია, რადგან მწვრთნელს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მოიზე კინის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ტურინის „იუვენტუსში“ მოიზე კინის დაბრუნება აქტიურად განიხილება. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას მოლაპარაკებები გრძელდება. რაიოლა მუშაობს, რომ კინი დააბრუნოს კლუბში, სადაც დიდ ფეხბურთში მისი დებიუტი შედგა. „იუვეს“ კი ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელის დაბრუნება თავდაპირველად იჯარის წესით სურს. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს „ბებერმა სინიორამ“ მოიზე ლივერპულის „ევერტონში“ გაყიდა, სადაც მან …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” მზადების მეორე კვირა დაიწყო

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ანდრეა პირლოს „იუვენტუსმა“ ვარჯიშების მეორე კვირა დაიწყო. თუმცა, არასრული შემადგენლობით, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება. დუგლას კოშტამ და პაულო დიბალამ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, ისინი ტრავმებისგან საბოლოოდ ჯერ კიდევ არ განკურნებულან. როდრიგო ბენტანკურმა და აარონ რემზიმ კი გუნდთანერთად ივარჯიშეს. ამასთან, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ შვებულებიდან ტურინში დაბრუნდა მატიას …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ყოფილი ფეხბურთელი: “პირლო მოედანზე ისეთ რამეებს ხედავდა, რაც სხვებს სანატრელი ჰქონდათ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა და ამჟამად „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელმა ანჯელო ოგბონამ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის შესანიშნავი მწვრთნელი გახდება. „პირლოს მიმართ სკეპტიციზმი ლეგიტიმურია, მაგრამ როგორც ყოფილ თანაგუნდელს, შემიძლია ვთქვა, რომ პირლო მოედანზე ხედავდა ისეთ რამეებს, რაც ჩვეულებრივ ფეხბურთელებს სანატრელი ჰქონდათ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შესანიშნავი მწვრთნელი გახდება“, – თქვა …

სრულად წაკითხვა »

პირლო ბერნარდესკის ახალ აპლუაში ხედავს

ტურინის „იუვენტუსში“ ფედერიკო ბერნარდესკის ფეხის მყარად არ აქვს მოკიდებული და იმასაც ამბობდნენ, რომ გუნდის დატოვება მოუწევდა. თუმცა, ახლა სამქე ასე რადიკალურად არ დგას და იტალიელი კიდევ ერთ შანსს მიიღებს. Tuttosport-ი წერს, რომ ანდრეა პირლო მას ახალ როლში განიხილავს. კერძოდ, 3-5-2 სქემაში ფლანგზე (როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ შეუძლია ითამაშოს). ვარჯიშებზე ანდრეამ …

სრულად წაკითხვა »

იგუაინი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს

გონსალო იგუაინის „იუვენტუსიდან“ წასვლა გადაწყვეტილია და ახალი გუნდის ძებნა უწევს. ჯერჯერობით არგენტინელი ტურინში გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ანდრეა პირლომ ერთი კვირის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის გუნდს დატოვებს. გონსალოს კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, რომელიც შეიძლება ვადაზე ადრე გაწყდეს. მისი კარიერა კი შესაძლოა ამერიკაში, კერძოდ, „ინტერ მაიამიში“ გაგრძელდეს. Tyc …

სრულად წაკითხვა »