ტურინის „იუვენტუსმა“ ლუის სუარესთან შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდა. Sky Sport-ის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და „ბარსელონასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაზე მუშაობს.
„იუვენტუსის“ სურვილია, რომ ურუგვაელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და ერთადერთი დაბრკოლებაც ესაა. ამიტომაც, ახლა სუარესმა „ბარსასთან“ არსებული კონტრაქტი, რომელიც 2021 წლამდეა ძალაში, უნდა გაწყვიტოს.
„ბარსელონაში“ სუარესს განუცხადეს, რომ გუნდში მისი ადგილი არაა და შესაძლოა კონტრაქტის გაწყვეტა უახლოეს დღეებში მოხდეს.
საინტერესოა, რომ „იუვენტუსს“ აქამდე აქცენტი ედინ ჯეკოს ტრანსფერზე ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ბოსნიელის გაშვება „რომამ“ ადვილად არ ისურვა. სუარესს რაც შეეხება, მან „ბარსელონაში“ 2014 წლიდან 283 თამაშში 198 გოლი გაიტანა.
ULTIM’ORA MERCATO
Juventus, vicino l’accordo con Luis Suarez
L’attaccante tratta la risoluzione col Barcellona#SkyCalciomercato #Calciomercato #SkySport #Suarez #Juventus #Barcellona #Calcio #Football pic.twitter.com/t9R6K2QcZx— skysport (@SkySport) September 1, 2020