მთავარი / თეგის არქივი: ფედერიკო კიეზა (გვერდი 11)

თეგის არქივი: ფედერიკო კიეზა

კიეზა: “ყველაზე მეტად სტაბილურობაში მოვუმატე”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. მან ხაზი მიმდინარე სეზონში სტაბილურ თამაშს გაუსვა და ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ კომპონენტში მოუმატა. „რა თქმა უნდა, ცოტათი ყველაფერია: დაწყებული დიდ ფეხბურთელებთან თამაშით, როგორ ვარჯიშობენ ისინი, მათ გვერდით ვარჯიში და რასაც მწვრთნელი მასწავლის და მთხოვს. განსაკუთრებით „იუვეს“ მენტალიტეტი მეხმარება, …

სრულად წაკითხვა »

ოთხი იუვენტინო იტალიის ნაკრებში

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინის უახლოესი სამი მატჩისთვის 38 ფეხბურთელი გამოიძახა და მათ შორის ოთხი „იუვენტუსის“ წევრია. ფედერიკო ბერნარდესკი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო კიეზა „სკუარდა აძურაში“ ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „რომას“ ჰყავს წარმოდგენილი (5), ხოლო მეორე ადგილზე „იუვეა“ 4 ფეხბურთელით. იტალიის ნაკრები 25, 28 …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “ამ თამაშიდან პოზიტიური არაფერი დამრჩა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ „პორტუსთან“ (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს მის გუნდს ორმატჩიან დუელში (მან ჯამში 3 გოლი გაიტანა ორ მატჩში) გასამარჯვებლად არ ეყო. „მადლობა კომპლიმენტებისთვის, მაგრამ ამ თამაშიდან დადებითი არაფერი დამრჩა, გარდა ჩემი პერსონალური თამაშისა. მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდოდა, ჩვენ ეს დავიმსახურეთ, …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “ახლა ჩვენთვის ყველა თამაში ფინალია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ რომის „ლაციოსთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, სეზონის ბოლომდე „იუვესთვის“ ყველა თამაში ფინალია. „შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და ვაჩვენეთ სურვილი და დიდი მონდომება შეცდომის დაშვების შედეგად გაშვებული გოლის შემდეგ. „ვერონასთან“ მცირე დეტალების გამო ქულები დავკარგეთ, ამჯერად მოვიგეთ და შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით დაცვაში …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “ამ შედეგმა ძალიან უნდა გაგვაბრაზოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ (1:1) კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ამ შედეგებმა გუნდი ძალიან უნდა გააბრაზოს და სკუდეტოს მოგების ისევ სჯერათ. „ჩვენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლია, ისინი უნდა გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ „იუვე“ვართ და ეს ალიბი არ უნდა იყოს. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და გავიმარჯვოთ სკუდეტოსთვის, რადგან ჩვენ …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “ჩემი გოლი საპასუხო მატჩში ძალას შეგვმატებს”

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პორტუსთან“ 1:2 წააგო და საპასუხო მატჩის წინ შედარებით ნორმალურ მდგომარეობაში რომ არის, ფედერიკო კიეზას დამსახურებაა, რომელმაც 82-ე წუთზე ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. კიეზამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გოლი გუნდს საპასუხო შეხვედრისთვის ძალას მისცემს. „ამ თამაშის ასახსნელად სიტყვები არ მაქვს, მაგრამ საბედნიეროდ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კიეზა დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ფედერიკო კიეზა დასახელდა. ამის შესახებ „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი იტყობინება. ფედერიკომ იანვარში 7 თამაში ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო, მათ შორის, 4-ჯერ თავი სერია A-ში გამოიჩინა. ფედერიკო კიეზამ „იუვენტუსის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო პირველად მოიგო.   🥁🥁🥁 #MVP of the Month Powered by @officialpes …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “იუვესთვის” მაქსიმუმი უნდა გავაკეთო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „სპალთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა, მაგრამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. „ძალიან გვინდა ამ თასის მოგება, გვინდა, ნებისმიერ ტურნირზე ბოლომდე მივიდეთ. ეს თამში უნდა მოგვეგო და ახლა უკვე „სამპდორიასთან“ მატჩზე ვიფიქრებთ, ხოლო შემდეგ გვაქვს დიდი ნახევარფინალი. დიახ, …

სრულად წაკითხვა »

მაკკენიმ და კიეზამ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ტურინის „იუვენტუსი“ მილანის „ინტერთან“ მატჩისთვის ემზადება. დღეს კონტინასას ბაზაზე მორიგი ვარჯიში გაიმართა. კარგი სიახლეა ვესტონ მაკკენისა და ფედერიკო კიეზას თაობაზე. ორივე ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა და კვირას თამაშს მოახერხებენ. გარდა ამისა, ტურინელები ხუან კუადრადოდასა და ალექს სანდროს ტესტირების პასუხებს ელოდებიან და ის უარყოფითი იქნება, „ინტერთან“ შეხვედრისთვის ანდრეა პირლოს განკარგულებაში …

სრულად წაკითხვა »

კიეზას და მაკკენის ტრავმები სერიოზული არ გამოდგა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს ვესტონ მაკკენისა და ფედერიკო კიეზას J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ, რომელმაც კარგი ამბავი აჩვენა. ამერიკელსა და იტალიელს სერიოზული ტრავმები არ აქვთ და რამდენიმე დღეში ანდრეა პირლოს განკარგულებაში იქნებიან. ჯერჯერობით ზუსტი დრო მაინც უცნობია. „ტესტებმა აჩვენეს, რომ დაზიანებები არ არის. შესაბამისად, მათი მდგომარეობა ყოველდღიურად შეფასდება“, – წერია „იუვეს“ …

სრულად წაკითხვა »