იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინის უახლოესი სამი მატჩისთვის 38 ფეხბურთელი გამოიძახა და მათ შორის ოთხი „იუვენტუსის“ წევრია.
ფედერიკო ბერნარდესკი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო კიეზა „სკუარდა აძურაში“ ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „რომას“ ჰყავს წარმოდგენილი (5), ხოლო მეორე ადგილზე „იუვეა“ 4 ფეხბურთელით.
იტალიის ნაკრები 25, 28 და 31 მარტს ჩრდილოეთ ირლანდიის, ბულგარეთისა და ლიეტუვას ნაკრებებს შეხვდება.
მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ჩელსი, ინგლისი), ჯან მარკო ფერარი (სასუოლო), ალესანდრო ფლორენცი (პარი სენ ჟერმენი, საფრანგეთი), მანუელ ლაძარი (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ლეონარდო სპინაცოლა (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ბრაიან კრისტანტე (რომა), მანუელ ლოკატელი (სასუოლო), როლანდო მანდრაგორა (ტორინო), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), მატეო რიჩი (სპეცია), სტეფანო სენსი (ინტერი), რობერტო სორიანო (ბოლონია), მარკო ვერატი (პარი სენ ჟერმენი, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფრანჩესკო კაპუტო (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (რომა), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი, გერმანია), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოიზე კინი (პარი სენ ჟერმენი, საფრანგეთი)
#Nazionale 🇮🇹
Gli #Azzurri convocati dal Ct Roberto #Mancini per le gare di qualificazione alla Coppa del Mondo FIFA #Qatar2022 contro #IrlandadelNord, #Bulgaria e #LituaniaI dettagli 👉🏻 https://t.co/i6gdVT3ZjE#WCQ #WorldCup #VivoAzzurro pic.twitter.com/BgYuFOEtOA
— Nazionale Italiana ⭐️⭐️⭐️⭐️ (@Vivo_Azzurro) March 19, 2021