ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. მან ხაზი მიმდინარე სეზონში სტაბილურ თამაშს გაუსვა და ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ კომპონენტში მოუმატა.
„რა თქმა უნდა, ცოტათი ყველაფერია: დაწყებული დიდ ფეხბურთელებთან თამაშით, როგორ ვარჯიშობენ ისინი, მათ გვერდით ვარჯიში და რასაც მწვრთნელი მასწავლის და მთხოვს. განსაკუთრებით „იუვეს“ მენტალიტეტი მეხმარება, ყოველთვის უნდა განვითარდე გამარჯვებისთვის.
ვფიქრობ, ჩემთვის წელს ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობა იყო, რაშიც ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მოვუმატე. ამის შემდეგ შედეგები თავისთავად მოდის.
კრიშტიანუსთან ერთად გოლის აღნიშვნა იმ მომენტის ნაყოფი იყო, თუმცა, ეს უკვე მოხდა ვერონაში, როდესაც მას საგოლე პასი მივეცი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან გადამდებია. ეს არის ლამაზი აღნიშვნა, რომლის გაკეთება გინდა. ფანტასტიკურია მისი კალიბრის ფეხბურთელთან თამაში, რომელმაც ისტორია შეიქმნა და ამ გუნდში ისეთი ფეხბურთელებიც არიან, ვინც იტალიური ფეხბურთის ისტორია შექმნეს. შესანიშნავი გუნდი გვყავს და ბედნიერი ვარ.
მას შემდეგ, რაც გუნდში მოვედი, პირლო ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით ნდობის თვალსაზრისით. მისი მხოლოდ მადლობელი ვარ. ყოველდღე რჩევებს მაძლევს როგორ გავაუმჯობესო ჩემი თამაში დაცვიდა შემტევ ფაზამდე“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, ფედერიკო კიეზას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 10-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.