მთავარი / სიახლეები / სერია A / კიეზა: “ახლა ჩვენთვის ყველა თამაში ფინალია”

კიეზა: “ახლა ჩვენთვის ყველა თამაში ფინალია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ რომის „ლაციოსთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, სეზონის ბოლომდე „იუვესთვის“ ყველა თამაში ფინალია.

„შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და ვაჩვენეთ სურვილი და დიდი მონდომება შეცდომის დაშვების შედეგად გაშვებული გოლის შემდეგ. „ვერონასთან“ მცირე დეტალების გამო ქულები დავკარგეთ, ამჯერად მოვიგეთ და შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით დაცვაში გუნდური მუშაობის წყალობით.

მეორე გოლის დროს ჩემი საგოლე პასი, სირბილი და ბურთის მოპოვება, მთელი გუნდის მუშაობამ გამოიწვია. „ლაციო“ შესანიშნავი გუნდია და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, მაგრამ წინ ყველა თამაში ჩვენთვის დიდი ბრძოლა იქნება. გუნდი შეკრული და მონდომებულია. „ვერონაში“ ფრის შემდეგ, როგორც მწვრთნელმა გვითხრა, ყველა თამაში ფინალია“, – განაცხადა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 52 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო 9 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …