მთავარი / სიახლეები / კიეზას და მაკკენის ტრავმები სერიოზული არ გამოდგა

კიეზას და მაკკენის ტრავმები სერიოზული არ გამოდგა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს ვესტონ მაკკენისა და ფედერიკო კიეზას J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ, რომელმაც კარგი ამბავი აჩვენა.

ამერიკელსა და იტალიელს სერიოზული ტრავმები არ აქვთ და რამდენიმე დღეში ანდრეა პირლოს განკარგულებაში იქნებიან. ჯერჯერობით ზუსტი დრო მაინც უცნობია.

„ტესტებმა აჩვენეს, რომ დაზიანებები არ არის. შესაბამისად, მათი მდგომარეობა ყოველდღიურად შეფასდება“, – წერია „იუვეს“ ვებგვერდზე.

მაკკენი „სასუოლოსთან“ მე-19 წუთზე შეცვალეს კუნთის დისკომფორტის გამო და მისი გამოჯანმრთელება რამდენიმე დღის საკითხია. კიეზა პირველი ტაიმის ბოლოს პედრო ობიანგის უხეშობისას დაშავდა, რის გამოც მეტოქე გააძევეს. ფედერიკომ თამაში გააგრძელა და 86-ე წუთამდე მოედანზე იყო. ტესტებმა აჩვენა, რომ სერიოზული არაფერია.

ანდრეა პირლოს იმედი აქვს, რომ ორივე ფეხბურთელი 17 იანვარს, „ინტერთან“ მატჩისთვის მის განკარგულებაში იქნება, თუმცა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აქვე გეტყვით, რომ პაულო დიბალა სამი კვირა იუქმებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …