მთავარი / თეგის არქივი: ანდრეა ანიელი (გვერდი 4)

თეგის არქივი: ანდრეა ანიელი

ანიელი: “ჩვენ არ გვეშინია მუქარის, რომელიც უეფასგან ისმის”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ალექსანდერ ჩეფერინის შესახებ ისაუბრა და ისიც თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მონაწილეობა საფრთხის ქვეშ არ დგას. “დრო ყველაფერს გამოასწორებს, მათ შორის ჩემს ურთიერთობას ჩეფერინისთან. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მაქონდა, პატივს ვცემ, როგორც პიროვენბას, მაგრამ როდესაც მუშაობ ბიზნეს სამყაროში, ეს სხვა საკითხია. მე პატივს ვცემ ალექსს, …

სრულად წაკითხვა »

ჩეფერინი: “ანიელი? ეს ადამიანი ჩემთვის აღარ არსებობს”

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ანდრეა ანიელის შესახებ ისაუბრა. როგორც სლოვენიელმა განაცხადა, მისთვის ანიელი აღარ არსებობს. „მეგონა მეგობრები ვიყავით, მაგრამ მატყუარა სახით დამარწმუნა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა და წინა დღეს უკვე მოწერილი ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელი ახალი ტურნირის დასაწყებად. დიდი ეჭვი არასდროს გამჩენია, რადგან როდესაც ადამიანი შენს ოფისში შემოვა და …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ანიელი: “ყველაზე მეტად გული ვან პერსის ჩავარდნილ ტრანსფერზე მწყდება”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ფაბიო პარატიჩის დაემშვიდობა და მასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ანიელიმ პარატიჩის გარდა სუპერლიგის საკითხზეც ისაუბრა. „მადლობას ვუხდი პირლოს და თავის სტაფს, ბარონიოს, ტუდორს, გალიარდის, ბერტელის.  10 წელიწადში პირველ ჩავარდნაზე საუბრობენ სეზონშიც, რომელშიც ჩემპიონთა ლიგაზე გავედით და ორი ტიტული მოვიგეთ, მაშინ გამოდის, რომ სხვებს ყოველწელს ჩავარდნა აქვთ. …

სრულად წაკითხვა »

ტაკონი: “ანიელის და პარატიჩის წასვლის შემთხვევაში, მაროტა დაბრუნდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ კლუბის მენეჯმენტზე და მასში მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა. ვეტერანი კარის დარაჯი ფიქრობს, რომ „იუვეს“ ჯუზეპე მაროტას დაბრუნება სჭირდება, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება, ანდრეა ანიელის და ფაბიო პარატიჩის გუნდიდან წასვლა. „თუ ანიელი წავა, პარატიჩი „რომაში“ გადაინაცვლებს და მაროტა დაბრუნდება. ჩემი აზრით, მაროტა პარატიჩისა და ანიელის …

სრულად წაკითხვა »

ანიელიმ, ლაპო ელკანმა და “იუვემ” “ინტერს” ჩემპიონობა მიულოცეს

ტურინის „იუვენტუსის“ 9-წლიანი ჩემპიონობა, რომელიც 3282 დღე გრძელდებოდა, ოფიციალურად დასრულდა და იტალიის ჩემპიონი „ინტერი“ გახდა. მილანურ გუნდს ჩემპიონობა „იუვემ“, ანდრეა ანიელიმ და ლაპო ელკანმა მიულოცეს. „ინტერს“ ვულოცავთ იტალიის ჩემპიონობას 2020-2021 წლების სეზონში“, – წერია „იუვენტუსის“ სოციალურ ქსელში. „სტივენ, კარგად იმუშავე! ბედნიერი ვარ შენს გამო და ვამაყობ, რომ შენი ერთგული მეტოქე …

სრულად წაკითხვა »

კობოლი ჯილი: “არმგონია ანიელი “იუვედან” წავიდეს, სუპერლიგის შექმნა 2008 წელსაც იგეგმებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტი ჯოვანი კობოლი ჯილი ფიქრობს, რომ ანდრეა ანიელი გუნდს არ დატოვებს. მან ისიც თქვა, რომ სუპერლიგის შექმნაზე მუშაობა 2008 წელსაც მიმდინარეობდა, მაგრამ მაშინ უეფამ პროექტზე უარი თქვა. „ანიელი „იუვედან“ წავა? მე ასე არ ვფიქრობ და არ მჯერა გადატრიალების, მაგრამ ეს ყველაფერი ეხება მფლობელებს და ჯონ ელკანს. ის …

სრულად წაკითხვა »

ბონიეკი: “მირჩევნია ანიელიზე არ ვისაუბრო, თორემ მასზე ათასი რამის თქმა შემიძლია”

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონიეკმა ანდრეა ანიელიზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პოლონელი „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელია, მაგრა კლუბთან და ქომაგებთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს. „მირჩევნია ანიელიზე არ ვისაუბრო, მან „ალიანც სთედიუმიდან“ ჩემი ვარსკლავი აიღო, რომელიც იმის გამო დავიმსახურე, რაც „იუვენტუსში“ გავაკეთე. მე მასზე ათასი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

რუმენიგე: “არ ვიცი ანიელი და ჩეფერინი შერიგდებიან თუ არა”

მიუნხენის „ბაიერნის“ საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ ანდრეა ანიელის შესახებ ისაუბრა. გერმანელის განცხადებით, მასთან დარეკვას არ აპირებს, რადგან ახლა შესაფერისი მომენტი არ არის. მან ანიელისა და ალექსანდერ ჩეფერინის ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი. „არ ვიცი თუ არის შესაძლებელი ანიელისა და ჩეფერინს შორის მშვიდობის დასადგურება. ჩეფერინი ძალიან იმედგაცრუებულია. თუმცა, როგორც ვთქვი, სუპერლიგა 12 გუნდისგან …

სრულად წაკითხვა »

ჟან-მიშელ ოლა: “ანიელიმ მოგვატყუა”

ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ანდრეა ანიელი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისგან თავს მოტყუებულად გრძნობს. „ადამიანისგან იმედგაცრუება დიდია. მე ეს საკითხი უეფას პრეზიდენტთან მონტროში განვიხილე. ვუთხარი, რომ ანიელის კვირას ვურეკავდი და არ მიპასუხა. მასთანძალიან ახლოს ვიყავი, სრულად ვენდობოდი, მინდოდა ეს ამბავი მისგან გამეგო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას არ ვიცნობდით. ვგრძნობ, …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “ახლა მთლიანად “იუვეზე” ვიფიქრებ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა, რომ ახლა გუნდისთვის უფრო მეტი დრო ექნება და მთელ ენერგია „იუვეს“ მოახმარს. „აქ არ ვიტყვი რამდენი კლუბი დამიკავშირდა ბლო 24 საათის განმავლობაში სუპერლიგაში გასაწევრიანებლად. მე არ მინდა სახელების ხსენება, ზოგი რამ კონფიდენციალური უნდა დარჩეს. ისინი შეიძლება იტყუებოდნენ, მაგრამ საკმაო რაოდენობა დამიკავშირდა. ჩვენ ბევრი მუქარა …

სრულად წაკითხვა »