ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ კლუბის მენეჯმენტზე და მასში მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა.
ვეტერანი კარის დარაჯი ფიქრობს, რომ „იუვეს“ ჯუზეპე მაროტას დაბრუნება სჭირდება, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება, ანდრეა ანიელის და ფაბიო პარატიჩის გუნდიდან წასვლა.
„თუ ანიელი წავა, პარატიჩი „რომაში“ გადაინაცვლებს და მაროტა დაბრუნდება. ჩემი აზრით, მაროტა პარატიჩისა და ანიელის გარეშე დაბრუნდება, მასთან ერთად კი ვფიქრობ, “იუვეში“ მარჩელო ლიპიც მივა, ბონიპერტის როლში. მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა ახალი ეპოქის თავიდან დასაწყებად. გვჭირდება გამოცდილი ადმაინები, რომლებიც შეძლებენ „იუვეს“ თავის ადგილზე დაბრუნებას“, – თქვა ტაკონიმ.