ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტი ჯოვანი კობოლი ჯილი ფიქრობს, რომ ანდრეა ანიელი გუნდს არ დატოვებს.
მან ისიც თქვა, რომ სუპერლიგის შექმნაზე მუშაობა 2008 წელსაც მიმდინარეობდა, მაგრამ მაშინ უეფამ პროექტზე უარი თქვა.
„ანიელი „იუვედან“ წავა? მე ასე არ ვფიქრობ და არ მჯერა გადატრიალების, მაგრამ ეს ყველაფერი ეხება მფლობელებს და ჯონ ელკანს. ის ისაუბრებს დირექტორთა საბჭოსთან და იმავე მფლობელთა. მან უნდა გასცეს პასუხი და ახსნას ჩეფერინის ბრალდებები (უეფას პრეზიდენტმა ანიელის გველი უწოდა – რედ).
სუპერლიგის ჩავარდნა? ვფიქრობ, რომ არ იქნა გადამოწმებული პროექტის მიზანეშეწონილობა ფეხბურთის მმთართველ ორგანოებთან, რომლებიც არიან უეფა და ფიფა. ამ საკითხზე ჩემს დროსაც საუბრობდნენ, მაგრამ უეფას და ფიფას ავტორიზაციის მიღება ვერ მოხერდა. ეს ხდებოდა 2008 წლის თებერვალში, როდესაც უეფამ სპეციალური დოკუმენტებიც მიიღო. ამიტომ, არმგონია მას შემდეგ წესები შეცვლილიყო და ეს კომუნიკაცია დააკლდა“, – თქვა კობოლი ჯილიმ.