მთავარი / თეგის არქივი: ფაბიო მირეტი

თეგის არქივი: ფაბიო მირეტი

ანდრეა ბარძალი “იუვეზე”, ვლაჰოვიჩზე, ფაჯოლისა და მირეტიზე…

„სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა, როგორც გუნდზე, ისე დუშან ვლაჰოვიჩზე, ფაბიო მირეტისა და ნიკოლო ფაჯოლიზე. „გარდა თამაშისა, მნიშვნელოვანია როგორაა ვლაჰოვიჩი ფიზიკურად. ის კარგი გარანტიაა „იუვესთვის“, დი მარიასთან ერთად, რომელიც ამ ტემპით თამაშს თუ გააგრძელებს, მისი ყოლა ფუფუნებაა. უბრალოდ, საჭიროა სწორად მართვლა. უნდა ითქვას, რომ …

სრულად წაკითხვა »

ფაბიო მირეტის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, მოტეხილობა გამოირიცხა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფაბიო მირეტის სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. 19 წლის ფეხბურთელი J Medical-ში ყავარჯნებით მივიდა, რამაც სერიოზული ტრავმის შიში კიდევ უფრო გაამძაფრა. თუმცა, ფაბიოს მოტეხილობა არ აღენიშნება, რაც კარგი ამბავია: „ფაბიო მირეტის მარცხენა კოჭის დაჭიმვის შემდეგ რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რამაც გამორიცხა მოტეხილობები და ფეხბურთელი დაიწყებს სარეაბილიტაციო პერიოდს“, – ნათქვამია კლუბის …

სრულად წაკითხვა »

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული იტალიელი ფეხბურთელია, ამიტომ მისი მომავალი საინტერესოა. იტალიური მედია წერს, რომ როველას პირადად პეპ გვარდიოლა აკვირდება და ძალიან მოსწონს ნიკოლოს სათამაშო სტილი. ასე რომ, შეიძლება ზაფხულში „მანჩესტერ სიტიმ“ „იუვეს“ წინადადებებით მიმართოს. თავის მხრივ, როველას მომავალში „იუვეში“ …

სრულად წაკითხვა »

ფაბიო მირეტი: “მწვრთნელის და კლუბის ნდობას ვგრძნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი Tuttosport-მა იტალიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა. 19 წლის ნიჭიერმა მოთამაშემ პრიზის მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ეს არის პატარა მიღწევა, რომელიც მიბიძგებს, რომ უფრო მეტი გავაკეთო და მოვუმატო. ძალია აღელვებული ვარ, ამ ჯილდოსთვის ყველას მადლობას ვუხდი. განსაკუთრებით „იუვენტუსს“, რომელიც დღითიდღე გაზრდის საშუალებას მაძლევს. ასევე მინდა მადლობა …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “ახალგაზრდებისთვის “იუვეში” თამაში ტვირთია, მაგრამ ფაჯოლი შესანიშნავია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ DAZN-ის ეთერში „იუვეს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ნიკოლო ფაჯოლიზე, რომელთანაც ერთად ტურინულ გრანდში მას ამხანაგურ მატჩებშიც უთამაშია. „უნდა გვესმოდეს, რომ პატარა ბიჭებსაც ნდობა სჭირდებათ, რომ ითამაშონ და თავი გუნდის ნაწილად იგრძნონ. ასე რომ, როდესაც ხანდახან თავის წარმოსაჩენად მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვს, ეს ადვილი …

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფაბიო მირეტიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. როგორც მან თქვა, „იუვეში“ მოხვედრით ოცნება აუხდა, მაგრამ ახლა მთავარ გუნდში საბოლოოდ დამკვიდრება და ადგილის მოპოვება მის გზის ყველაზე რთული ნაწილია. „იუვენტუსის“ გასახდელში შესვლას გულშემატკივრად შესვლის ეფექტი აქვს. ბავშვობიდან გუნდში ლიდერი ვიყავი, ახალგაზრდულ გუნდში რამდენიმე წელი კაპიტანი ვიყავი, ეს შინაგანად მაქვს. …

სრულად წაკითხვა »

ფაბიო მირეტიმ 21-წლამდე ნაკრებში ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი დაშავდა. იტალიური მედიის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა იტალიის 21-წლამდე ნაკრების ვარჯიშზე მიიღო. ჯერჯერობით, უფრო დეტალური უცნობია და შესაბამისად, რამდენად სერიოზულია დაზიანება. მან ნაკრების შეკრება უკვე დატოვა და კონტინასას ბაზაზე დაბრუნდა. მირეტიმ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსში“ ყველა მატჩი ჩაატარა და ნახევარდაცვაში იშვიათი ნათელი წერტილია. ამდენად, …

სრულად წაკითხვა »

ნიკოლატო: “მირეტი ძალიან ტექნიკურია და ნახევარდაცვაში ყველა ფუნქციის შესრულება შეუძლია”

იტალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ნიკოლატომ ფაბიო მირეტის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მირეტი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია და განსაკუთრებით გამოირჩია ბურთის გაჩერების მისი ხარისხი. „ის ტექნიკურად ძალიან კარგია, შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ნახევარდაცვაში ყველა ფუნქციის შესრულება შეუძლია. ბურთის გაჩერების კუთხით მაღალი ხარისხი აქვს, ყოველთვის სუფთად თამაშობს და მოქმედების განვითარებაზეა ორიენტირებული. …

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “მიხარია, რომ პირველ გუნდში დამაწინაურეს, ეს ოცნების ახდენაა”

ტურინის „იუვენტუსმა“ ფაბიო მირეტი, მატიას სულე და ნიკოლო ფაჯოლი პირველ გუნდში საბოლოოდ დააწინაურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მეორე გუნდში არ დაბრუნდებიან და მთელ სეზონს მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში გაატარებენ. ამასთან დაკავშირებით, „იუვემ“ სამივე ფეხბურთელს, რომელიც აკადემიიდან დააწინაურეს, წარდგენა მედიის წინაშე გაუკეთა და მათ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ფაბიო მირეტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრიმ “სამპდორიასთან” მატჩის შემდეგ საჯაროდ მხოლოდ მირეტი გააკრიტიკა, რომელიც საუკეთესო იყო

„სამპდორიასთან“ უგოლო ფრე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „იუვენტუსის“ რამდენიმე კრიტიკულ წერტილის, რომელიც ჯერ კიდევ გასულ სეზონში ხაზგასმული იყო. პოლ პოგბას, ანხელ დი მარიას და ფედერიკო კიეზას არყოფნა ბევრს იწონის და ეს ფაქტია, მაგრამ არის ტექნიკური შეცდომები, რის გამოც მასიმილიანო ალეგრი მატჩის მიწურულს გაბრაზდა. თუმცა, საკვირველი ისაა, რომ ალეგრი გაუბრაზდა ფეხბურთელს, …

სრულად წაკითხვა »