მთავარი / თეგის არქივი: ფაბიო მირეტი (გვერდი 2)

თეგის არქივი: ფაბიო მირეტი

შეფასება ფაბიო მირეტიზე: “იუვეს” ბნელ თამაშში სინათლე შეიტანა”

ფაბიო მირეტი სამი კვირის წინ გახდა სულ რაღაც 19 წლის, მაგრამ იმ იშვიათ ახალგაზრდებს შორისაა, რომელსაც მასიმილიანო ალეგრი ენდობა. „სამპდორიასთან“ მატჩში მირეტი თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ჩაერთო და „იუვენტუსის“ ბნელ თამაშში სინათლე შეიტანა. სამ წუთში სწორედ მან წამოიწყო შეტევა, რომელიც რაბიოს გოლით დასრულდა და შემდეგ გაუქმდა. ბურთი რინკონს წაართვა, …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლი როველას შორის ერთ-ერთს გუნდის დატოვება მოუწევს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღე რჩება და „იუვენტუსში“ ცვლილებები ისევ მოსალოდნელია. ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი ახალგაზრდა ნახევარმცველებთან მიმართებაში. ფაბიო მირეტი დარჩენის მთავარი კანდიდატია – ის მასიმილიანო ალეგრის მოსწონს და სათამაშო ნომერიც ისეთი აიღო (20), რომ სავარაუდოდ გუნდში დარჩება. ტურინის დატოვება მოუწევს ნიკოლო როველას ან ნიკოლო ფაჯოლის. ამ ეტაპზე ისე ჩანს, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრიმ მირეტი აირჩია, რა ბედი ელით როველასა და ფაჯოლის?

ტურინის „იუვენტუსში“ ნიკოლო ფაჯოლოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ცოტა ხნის წინ მან კონტრაქტი 2026-წლამდე გაახანგრძლივა და ვარაუდობდნენ, რომ გუნდში დარჩებოდა, მაგრამ ბოლო ხანს სიტუაცია შეიცვალა და როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრი მას განათხოვრებას უპირებს. სერია A-ს პირველ ტურში ალეგრიმ ფაბიო მირეტი და ნიკოლო როველა შეცვლაზე ათამაშა, ფაჯოლი კი სკამზე დარჩა. ცნობილია, …

სრულად წაკითხვა »

საერთაშორისო დონის იტალიელი – არივაბენეს მიზანი და შესაძლო ვარიანტები

„ჩემი ოცნებაა გუნდში მყავდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული იტალიელი ფეხბურთელი, როგორებიც, მაგალითად, ტოტი, დელ პიერო, ბუფონი იყვნენ“, – ეს სიტყვები ორი დღის წინანდელ ინტერვიუში „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ თქვა. მისი მესიჯი ნათელია – სურს ისეთი იტალიელი ფეხბურთელის ყოლა, რომელიც გუნდის დროშა იქნება. იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სწორედ არივაბენეს ამ …

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “მინდა, რომ “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე თამაშობს, სადაც დღეს იტალიის ნაკრები ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება. 18 წლის ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან მცირე ინტერვიუში საუბარი ამ თემით დაიწყო, შემდეგ კი „იუვენტუსსა“ და საკუთარ თავზეც ილაპარაკა. „ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე თამაში სასარგებლოა განვითარებისთვის, ეს საერთაშორისო ტურნირია. არასდროს დამიმალავს ამ ტურნირზე თამაშის სურვილი და …

სრულად წაკითხვა »

“ლეჩეს” მირეტის იჯარით გადაბირება სურს

„ლეჩე“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფაბიო მირეტის გადაბირებით დაინტერესდა. რა თქმა უნდა, საუბარია ერთწლიან იჯარაზე. „ჯალოროსი“ სერია A-ში დაბრუნდა და შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს, ამიტომაც, 18 წლის ნახევარმცველის იჯარით დამატება უნდა. იტალიური მედია წერს, რომ ფაბიო მომდევნო სეზონში „იუვეს“ პირველი გუნდის მუდმივი წევრი იქნება და მისი განათხოვრების დაბალი შანსია, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე …

სრულად წაკითხვა »

პოგბა, ლოკატელი და სხვები: როგორი იქნება “იუვეს” ნახევარდაცვა ახალ სეზონში

ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას ტრანსფერი გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადება იქნება. იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, ვინ იქნება პოგბას გვერდით ნახევარდაცვაში? ამ ეტაპზე ერთადერთი დარწმუნებით მხოლოდ მანუელ ლოკატელის დარჩენაა გადაწყვეტილი. იტალიელი და ფრანგი ნახევარმცველები მომდევნო სეზონს „იუვეში“ გაატარებენ. გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ კლუბმა ფაბიო მირეტი შეინარჩუნოს, არც გაანათხოვროს …

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “როგორც “იუვეს” ფანისთვის, აქ თამაში წარმოუდგენელი ემოცია იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნიჭიერმა ფეხბურთელმა ფაბიო მირეტიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის, როგორც „იუვეს“ ქომაგისთვის, მთავარ გუნდში დებიუტი წარმოუდგენელი ემოცია იყო. „21-წლამდე ნაკრებში გამოძახება? მხოლოდ უზომოდ გახარებული ვარ, მწვრთნელი სწავლობს ჩემი თამაშის სტილს და ვარჯიშებზე ძალიან კარგი საწყისი შთაბეჭდილება დამრჩა, ვნახოთ, ვარჯიშებზე რას ვაჩვენებ. …

სრულად წაკითხვა »

პესოტო: “მირეტი ვეტერანივით თამაშობს”

„იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა პესოტომ ფაბიო მირეტიზე ისაუბრა, რომელმაც წინა ტურში „ვენეციასთან“ „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „ძნელია რამდენიმე სიტყვით გამოხატო „იუვეს“ მთელი ახალგაზრდული სექტორის სიხარული. ყოჩაღ ფაბიო, ან ჩიკო, როგორც ჩვენ ვეძახით, ის იმსახურებს მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობას. ვეტერანივით ითამაშა და იმედია, …

სრულად წაკითხვა »

მირეტის მამა: “ჩემს შვილს “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა”

ფაბიო მირეტის მამამ, ლივიო მირეტიმ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. 18 წლის ნიჭიერ ფეხბურთელზე ტურინში დიდ იმედს ამყარებენ და მამამისმა თქვა, რომ მისი შვილის ოცნება „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. „როდესაც ის „იუვენტუსის“ საშობაო წვეულებაზე მიდიოდა, ფეხბურთელებს ავტოგრაფებსა და ფოტოებს კი არ სთხოვდა. მისი სხვა ახალგაზრდა თანაგუნდელები სახლში გაოცებულნი ბრუნდებოდნენ, მისთვის კი …

სრულად წაკითხვა »