მთავარი / სიახლეები / ფაჯოლი როველას შორის ერთ-ერთს გუნდის დატოვება მოუწევს

ფაჯოლი როველას შორის ერთ-ერთს გუნდის დატოვება მოუწევს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღე რჩება და „იუვენტუსში“ ცვლილებები ისევ მოსალოდნელია.

ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი ახალგაზრდა ნახევარმცველებთან მიმართებაში. ფაბიო მირეტი დარჩენის მთავარი კანდიდატია – ის მასიმილიანო ალეგრის მოსწონს და სათამაშო ნომერიც ისეთი აიღო (20), რომ სავარაუდოდ გუნდში დარჩება.

ტურინის დატოვება მოუწევს ნიკოლო როველას ან ნიკოლო ფაჯოლის. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ როველას წასვლა უფრო რეალურია, რადგან „მონცასთან“ იჯარაზე ყველაფერი შეთანხმებულია. თუმცა, რადგან „იუვეს“ ჯერ ლეანდრო პარედესის ტრანსფერი არ დაუხურია, როველა აგვისტოს ბოლომდე გუნდში დარჩება, რადგან რეჯისტას პოზიციაზე ერთადერთი ალტერნატივაა. ფაჯოლიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ პირველ ტურში სათამაშო დრო მას არ მიეცა (მაშინ, როცა ითამაშეს როველამ და მირეტიმ).

ყველაფერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, 31 აგვისტომდე უნდა გაირკვეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …