მთავარი / სიახლეები / ალეგრიმ “სამპდორიასთან” მატჩის შემდეგ საჯაროდ მხოლოდ მირეტი გააკრიტიკა, რომელიც საუკეთესო იყო

ალეგრიმ “სამპდორიასთან” მატჩის შემდეგ საჯაროდ მხოლოდ მირეტი გააკრიტიკა, რომელიც საუკეთესო იყო

„სამპდორიასთან“ უგოლო ფრე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „იუვენტუსის“ რამდენიმე კრიტიკულ წერტილის, რომელიც ჯერ კიდევ გასულ სეზონში ხაზგასმული იყო. პოლ პოგბას, ანხელ დი მარიას და ფედერიკო კიეზას არყოფნა ბევრს იწონის და ეს ფაქტია, მაგრამ არის ტექნიკური შეცდომები, რის გამოც მასიმილიანო ალეგრი მატჩის მიწურულს გაბრაზდა. თუმცა, საკვირველი ისაა, რომ ალეგრი გაუბრაზდა ფეხბურთელს, რომელმაც „იუვენტუსის“ ბნელ თამაშში ოდნავი სინათლე შეიტანა.

ფაბიო მირეტი, რომელიც ახერხებს ბურთის მოედნის ცენტრში მოპოვებას, როცა ის რინკონს წაართვა და ვლაჰოვიჩს შესანიშნავი პასი გაუკეთა და რაბიომ გოლი გაიტანა. თუმცა ვლაჰოვიჩი თამაშგარეში იყო და ვიდეორეფერმა გოლი გააუქმა. მირეტი თამაშში კარგად ჩაერთო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრიმ თამაშის შემდეგ როგორც Sky Sport-ის, ისე DAZN-ის ეთერში რატომღაც სწორედ ის გააკრიტიკა საჯაროდ და არა მაგალითად, ხუან კუადრადო, ალექს სანდრო, ადრიენ რაბიო ან ვესტონ მაკკენი, რომელთაც მთელი თამაშის განმავლობაში ღირებული არაფერი გაუკეთებიათ.

„ფეხბურთში არის რაღაც, რაც არასდროს უნდა გააკეთო, ეს არის უკან სირბილი, რადგან, როცა ბურთი ჰაერშია, რისკზე მიდიხარ. კუალიარელას საგოლე მომენტის დროს მირეტი უკან გარბოდა, ისევე, როგორც კინი ჩვენი ბოლო მომენტის დროს, როცა ბრემერი მზად იყო დასარტყმელად. გავგიჟდი, როცა დავინახე, რომ მირეტი უკან გარბოდა. ეს არის ის, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა ვასწავლოთ და არა სქემები“, – თქვა ალეგრიმ პირდაპირ ეთერში.

მაქსის ეს შეფასება უცნაურია, როცა მთელი გუნდი საშინლად თამაშობდა და კრიტიკა მხოლოდ მირეტიმ დაიმსახურა, ფეხბურთელმა, რომელმაც მედიის, გულშემატკივრების, ექსპერტებისა და ანალიტიკოსებისგან ტურინელთა მხრიდან ამ თამაშში საუკეთესო შეფასება მიიღო…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …