მთავარი / თეგის არქივი: სერია A (გვერდი 27)

თეგის არქივი: სერია A

“იუვემ” სერია A-ში წაუგებელი სერია შეწყვიტა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია (12 მოგება, 4 ფრე) შეწყვიტა და ეს „დიდ იტალიურ დერბიში“ მოხდა. 2 წლის შემდეგ პირველად ბოლომდე შეივსო „ალიანც სთედიუმი“, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თავის ქომაგებს იმედი გაუცრუვა, რადგან დაუძინებელ მტერთან 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად წააგო შინ და თან სკუდეტოსთვის ბრძოლას საბოლოოდ ჩამოშორდა. ამიერიდან, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მეოთხე ადგილი უნდა გავიმყაროთ, დიბალა “ინტერთან” ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პაულო დიბალა ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც ალექს სანდრო. „ვნახოთ გუნდი როგორ კონდიციაში იქნება. კიელინი კარგადაა, რომელიც მანამდე დაგვიბრუნდა. ბონუჩი სათადარიგო სკამზე იქნება, მაგრამ ის დაბრუნდა. ზაკარიაც გამოჯანმრთელდა, ისევე, როგორც ალექს სანდრო. ალექს სანდრო ძირითადში …

სრულად წაკითხვა »

კარლოს ტევესი “იუვე” – “ინტერის” მატჩს დაესწრება

„იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩს კარლოს ტევესი დაესწრება, რამაც ფანებში დიდი გამოეხმაურება გამოიწვია. არგენტინელმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სახლში ვბრუნდები, „იუვენტუსი“ – „ინტერზე“. ფორცა „იუვე!“ შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი „იუვეში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა და 96 მატჩში 50 გოლი გაიტანა, 19-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სრულად წაკითხვა »

გრავინა: “სუპერლიგა თუ შეიქმნება, “იუვენტუსს” სერია A-დან გავრიცხავთ”

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა „იუვენტუსს“ სერია A-დან გარიცხვით დაემუქრა, თუ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა სუპერლიგას კიდევ ერთხელ შექმნის. მოგეხსენებათ, ანდრეა ანიელი ფლორენტინო პერესთან და ჟოან ლაპორტასთან ერთად სუპერლიგაზე ისევ მუშაობს, რაც როგორც უეფას, ისე იტალიური ფეხბურთის ბოსსაც არ მოსწონს და იტალიურ მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა: „თუ სუპერლიგა რეალობად იქცევა, …

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “როგორც იუვენტინოსთვის, ეს ენით აღუწერელი ემოციაა”

ტურინის „იუვენტუსის“ აკადემიის ფეხბურთელ ფაბიო მირეტის სერია A-ში დებიუტი ჰქონდა. 18 წლის ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ის მინდორზე „სალერნიტანასთან“ თამაშის მიწურულს გამოჩნდა. მას მთავარ გუნდში დებიუტი „მალიოსთან“ ჰქონდა, ამჯერად კი იტალიის ჩემპიონატში მიეცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა და კომენტარი გააკეთა. „სერია A-ში ჩემი დებიუტი, ჩვენს სტადიონზე შედგა, რაც ჩემთვის, როგორც …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “ფანებს უბრალოდ ბოდიში უნდა მოვუხადოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს და ის გააკეთოს, რასაც მწვრთნელი დაავალებს. „როგორც წინა დღეებში ვთქვი, უბრალოდ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ფანებს და ვიმუშავოთ. დღესაც ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა, დაღლილობის ფაქტორი არსებობს. ახლა ვცდილობთ აღვიდგინოთ ის ელემენტები, რომლებიც შემდეგი …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო: “გამარჯვება და ნაკრებში გამოძახება ჩემთვის ორმაგი სიხარულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატია დე შილიომ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ დე შილიო რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში ტრავმირებული ჯოვანი დი ლორენცოს ნაცვლად გამოიძახა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია. „გასახდელში შევედი და ნაკრებში გამოძახების შესახებ მითხრეს. დღევანდელი სუპერმნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ეს კიდევ ერთი გასახარი ამბავია ჩემთვის. „ლიონში“ თამაში …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “არ ვიცი, დიბალა დარჩება თუ არა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მთავარი სამი ქულის მოპოვება იყო. „მატჩი კარგად დავიწყეთ, შეიძლებოდა, ცუდად დაგვეწყო ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ, მაგრამ ეს თავიდან ავირიდეთ. არავინ ელოდა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას, იმედგაცრუება ისევ ჩვენთანაა. მეორე ტაიმში შეგვეძლო მესამე გოლის გატანა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სალერნიტანა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 30-ე ტურში „სალერნიტანა“ პაულო დიბალასა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – პირველ ტაიმში „იუვემ“ მას დასვენების საშუალება მისცა, მეორე ტაიმში ის გუნდს დასჭირდა და ყოველთვის კარგი პასუხი გასცა. დე შილიო 6.5 – შესანიშნავი ჩაწოდება ვლაჰოვიჩზე, კარგად ითამაშა. დე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “ინტერთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და „სალერნიტანას“ უმასპინძლა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჩემპიონატის აუტსაიდერს იოლად მოუგო, მაგრამ როგორც „ვილიარეალთან“, ამ შეხვედრაშიც ტურინული გუნდი მხოლოდ პირველ ტაიმში იყო კარგი, მეორე ნახევარში ბევრი პრობლემა შეექმნა. „იუვე“ მეხუთე წუთზე პაულო დიბალამ დააწინაურა, რომელსაც საგოლე პასი დუშან ვლაჰოვიჩმა გაუკეთა. 29-ე წუთზე …

სრულად წაკითხვა »