მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “არ ვიცი, დიბალა დარჩება თუ არა”

ალეგრი: “არ ვიცი, დიბალა დარჩება თუ არა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მთავარი სამი ქულის მოპოვება იყო.

„მატჩი კარგად დავიწყეთ, შეიძლებოდა, ცუდად დაგვეწყო ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ, მაგრამ ეს თავიდან ავირიდეთ. არავინ ელოდა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას, იმედგაცრუება ისევ ჩვენთანაა. მეორე ტაიმში შეგვეძლო მესამე გოლის გატანა, მაგრამ მთავარი ქულების მოპოვება იყო. ახლა მეორე ადგილთან 4 ქულაში ვართ და ეს კარგი მიღწევაა. სანაკრებო პაუზის შემდეგ კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც დაგვიბრუნდება.

დიბალასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც ყველა მოთამაშესთან, მაგრამ მე ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ. ის აქ პალერმოდან რომ ჩამოვიდა, ბავშვი იყო და ახლა დიდი ფეხბურთელია, მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. დარჩება? არ ვიცი, მის გარდა, დე შილიოს, ბერნარდესკის, კუადრადოს და პერინსაც ეწურებათ კონტრაქტები. ახლა მხოლოდ სეზონზე ვფიქრობთ.

ვლაჰოვიჩმა 90 წუთი ითამაშა? კარგად ითამაშა, ის თავდასხმაში ამოსავალი წერტილია. მოხარული ვარ, რომ გოლი გაიტანა, მან სუფთა თამაშის კუთხით უნდა მოუმატოს. დანილო? ჩემთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მან იცის ფეხბურთის თამაში, ეხმარება მწვრთნელს და თამაშს კარგად კითხულობს. ორივე ფეხით კარგად თამაშობს, როგორც მოკლე, ისე გრძელ პასებში. მოკლედ, ყოველთვის ხელმისაწვდომია.

რონალდუს შემდეგ პერიოდი? სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე სამი დღით ადრე წავიდა, ბევრ ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი და ვფიქრობდი, რომ ვინც მყავდა საკმარისი იქნებოდა, მერე სხვანაირად დავიწყეთ მუშაობა და გუნდმაც კარგად მიპასუხა. სეზონის მნიშვნელოვან მომენტში ვართ, რომელშიც ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა და იტალიის თასის მოგება იქნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 30 ტურის შემდეგ 59 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 აპრილს, „ინტერთან“ შინ გამართავს, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …