მთავარი / თეგის არქივი: სერია A (გვერდი 26)

თეგის არქივი: სერია A

პელეგრინი: “მთავარია, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლუკა პელეგრინიმ „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ახლა ის უფრო მოწიფულია და ეს ბუნებრივია, რადგან „იუვენტუსში“ ყოველდღე მუშაობა ზრდაში ეხმარება. „შედეგის მიღწევა მოვახერხეთ, არ მადარდებს, რომ ჩემი გოლი არ ჩათვალეს, არა უშავს. წლის დასაწყისიდან ვმუშაობთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, მოხარული ვარ, გუნდს ვეხმარები. …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ, რომელშიც მან გოლიც გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რთული მატჩი იყო და პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრებამ დიდი როლი ითამაშა. „დღეს ცოტა გაგვიჭირდა, ძალიან მძიმე მატჩი იყო რთულ მოედანზე მით უმეტეს, რომ ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ლამაზი გოლით ვუპასუხეთ. მეორე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მირჩევნია ცუდი თამაშით მოვიგო, ვიდრე კარგი თამაშით წავაგო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებას ჰქონდა და გუნდმა სწორი რეაგირება მოახდინა „ინტერთან“ მარცხზე. „მნიშვნელოვანი მატჩი იყო ჩვენთვის, მხოლოდ გამარჯვებას ჰქონდა მნიშვნელობა და სწორი რეაგირება მოვახდინეთ. „ინტერთან“ მარცხი ფსიქოლოგიურად რთული იყო და დავინახეთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა დასრულდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “კალიარი” ვლაჰოვიჩის გოლით დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 32-ე ტურში სტუმრად „კალიარი“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თამაში ცუდად დაიწყო და მეათე წუთზე ჟოაო პედრომ სარდინიელები დააწინაურა. თუმცა, ეს იყო ერთადერთი დარტყმა ტურინელთა კარში, მატჩის დანარჩენი ნაწილი კი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა. „იუვემ“ მეტოქეს 4 გოლი გაუტანა, თუმცა ორი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მეოთხე ადგილზე დამსახურებულად ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რთული და ცუდი თამაში იქნება. ალეგრის თქმით, ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში იყოს. „ხვალ რთული თამაშია, კალიარიში თამაში ყოველთვის რთულია და მათ ბოლო მატჩი „უდინეზესთან“ დიდი ანგარიშით წააგეს. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ჩემი აზრით ხარისხობრივად ცუდი …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “იუვემ” სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და პარადოქსია, რომ წააგო”

ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს „ინტერის“ წინააღმდეგ ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და უცნაურია, რომ ეს თამაში წააგეს. „ძალიან კარგი „იუვენტუსი“ ვნახე, ისინი დომინირებდნენ, „ინტერი“ მეტოქის ნახევარზეც ვერ გადადიოდა. თუმცა, „იუვემ“ კარში ცოტა დაარტყა და ამას მივყავართ ფეხბურთში მთავარ წესთან: გოლი უნდა გაიტანო. „ინტერმა“ …

სრულად წაკითხვა »

ვეტერანი მსაჯი: “ბასტონიმ ზაკარიაზე წესი საჯარიმოში დაარღვია, პენალტი იყო და არა ჯარიმა”

ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩში მთავარი არბიტრის მასიმილიანო ირატის მუშაობა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მეორე ტაიმის დასაწყისში დენის ზაკარიაზე ალესანდრო ბასტონიმ თამაშის წესი საჯარიმოში დაარღვია და პენალტი უნდა დანიშნულიყო. „53-ე წუთზე ირატიმ ბატონის მხრიდან ზაკარიაზე ჯარიმა დააფიქსირა, მაგრამ გასარკვევი იყო წესი საჯარიმოში დაირღვა თუ მის გარეთ. …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “მსაჯები შედეგებზე გავლენას აშკარად ახდენენ, ლაუტარო უნდა გაეგდოთ”

ფაბრიციო რავანელიმ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი მასიმილიანო ირატი გააკრიტიკა. მისი თქმით, ლაუტარო მარტინესი პირველ ტაიმში წითელ ბარათს იმსახურებდა. „ლაუტარო მსაჯს უნდა გაეძევებინა. მეორე ჯარიმაზე აშკარად დააგვიანა, ყვითელი იყო. ჯერ კიდევ მიკვირს VAR-ს როგორ იყენებენ. თუ მსაჯი არ აფრთხილებს, ვიდეორეფერმა უნდა უთხრას, რომ ყვითელია. ამგვარად შედეგზე გავლენას ახდენენ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 31-ე ტურში მილანის „ინტერთან“ შინ 0:1 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – ჩალჰანოღლუს პენალტზე მისი სასწაული დე ლიხტმა და VAR-მა გაანადგურეს, მეორედ იგივე სასწაული ვეღარ მოახდინა. დანილო 6 – ნორმალური თამაში, კუადრადოს ზურგს უმაგრებდა. დე ლიხტი 5 – დომინირებს, დომინირებს, დომინირებს, მაგრამ სწორედ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ამ გუნდს მომატების პოტენციალი აქვს, “ინტერთან” მხოლოდ გოლი დაგვაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა კარგად ითამაშა და მხოლოდ გოლი დააკლდა. „მსაჯობა? მოდით თავი ავარიდოთ იმას, რაც საჭირო არ არის. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ გუნდის თამაშზე, ბევრი მომენტი შევქმენით, კარისკენ ბევრჯერ დავარტყით, დასანანია, რომ წავაგეთ, რადგან კარგი „იუვენტუსი“ იყო. მომატების …

სრულად წაკითხვა »