მთავარი / სიახლეები / სერია A / დე ლიხტი: “პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

დე ლიხტი: “პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ, რომელშიც მან გოლიც გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რთული მატჩი იყო და პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრებამ დიდი როლი ითამაშა.

„დღეს ცოტა გაგვიჭირდა, ძალიან მძიმე მატჩი იყო რთულ მოედანზე მით უმეტეს, რომ ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ლამაზი გოლით ვუპასუხეთ. მეორე ტაიმში კი კარგად ვითამაშეთ.

კარგი იყო, რომ შესვენებამდე ანგარიში გავათანაბრეთ, შემდეგ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ბოლოს კი ვლაჰოვიჩმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. კუადრადო? კარგი პასი მომცა, ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 32 ტურის შემდეგ 62 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 აპრილს, შინ „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …