მთავარი / სიახლეები / სერია A / დელ პიერო: “იუვემ” სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და პარადოქსია, რომ წააგო”

დელ პიერო: “იუვემ” სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და პარადოქსია, რომ წააგო”

ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს „ინტერის“ წინააღმდეგ ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და უცნაურია, რომ ეს თამაში წააგეს.

„ძალიან კარგი „იუვენტუსი“ ვნახე, ისინი დომინირებდნენ, „ინტერი“ მეტოქის ნახევარზეც ვერ გადადიოდა. თუმცა, „იუვემ“ კარში ცოტა დაარტყა და ამას მივყავართ ფეხბურთში მთავარ წესთან: გოლი უნდა გაიტანო. „ინტერმა“ თავი კარგად დაიცვა, მაგრამ ჩემი აზრით, „იუვენტუსმა“ ამ საღამოს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.

პარადოქსია, რომ მათ ისეთი თამაში ისეთ სტილში წააგეს, როგორც ხშირად მოიგეს მიმდინარე სეზონში. სკუდეტოზე პატარა ოცნება არსებობდა, დღეს ის გაქრა და ვფიქრობ, ფეხზე წამოდგომა რთული იქნება“, – თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 აპრილს სტუმრად „კალიარისთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …