მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 89)

სერია A

ჯორჯო კიელინის ტრავმაზე…

ჯორჯო კიელინის ტრავმა, რომელიც კიევის „დინამოსთან“ მატჩში მიიღო სერიოზული არ გამოდგა. მას კუნთი აქვს დაზიანებული, თუმცა მაქსიმუმ 10 დღეს გამოტოვებს, შეიძლება უფრო მოკლე დროშიც დაბრუნდეს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, კიელინის ტრავმაზე დაკვირვება ყოვედღიურად უნდა მოხდეს. თითქმის გამორიცხულია, რომ ის „ვერონასთან“ ითამაშებს, ასევე ძალიან მცირე შანსია, რომ გუნდს „ბარსელონასთან“ დაეხმაროს. ვარჯიში …

სრულად წაკითხვა »

“კროტონე” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში სტუმრად „კროტონეს“ ვერ მოუგო. ანდრეა პირლოს გუნდის რიგებში ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ გაიტანა, რომელიც მოედანზე თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. ბუფონი 6 – რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა, მაგრამ არცერთი ყოფილა დაუვიწყარი სეივი. სიმის პენალტის დროს ვერაფერი მოახერხა. დანილო 6 – …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “ნაპოლი”? ჩვენც იგივე სიტუაციაში ვართ, მაგრამ ვთამაშობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც „ბებერ სინიორასთან“ ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალეს. მისი თქმით, „იუვენტუსი“ იგივე ვითარებაშია, მაგრამ თამაშზე უარს არ ამბობს. „ნაპოლისთან“ თამაში? ჩვენ იქ სათამაშოდ ვიყავით, არსებობს წესები და პროტოკოლი, რომლებსაც ვიცავთ. ჩვენ პატივს ვცემთ იმას, რასაც სპორტული სამართლიანობა გადაწყვეტს. დღეს იგივე მდგომარეობაში ვართ, …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ფეხბურთი ასეთია, თამაშს სანტიმეტრები ცვლის”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალვარო მორატამ „კროტონესთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი „იუვეს“ რიგებში საუკეთესო იყო, დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, ერთი გოლი არ ჩაუთვალეს და ერთხელაც ბურთი ძელს მოარტყა. „სამწუხაროა, რომ ზედიზედ მეორედ 10 ფეხბურთელით დავრჩით და ვერ მოვიგეთ. მოედანზე თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით უნდა გავიდეთ და თამაშის მიმდინარეობისას ეს …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “ჩვენი გუნდი შენების პროცესშია და დრო გვჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კროტონესთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდი შენების პროცესშია, ამიტომ დრო სჭირდებათ. „ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, რომელსაც მუშაობა სჭირდება, ბევრი ფეხბურთელი ნაკრებში იყო და სამუშაოდ ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ამ პირველ მატჩებში ახალგაზრდები გამოცდილებას იღებენ, ჩვენი გუნდი მშენებლობის პროცესშია და დრო …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “კროტონესთან”

ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს მე-4 ტურში “კროტონეს” სტუმრად დაუპირისპირდება. ანდრეა პირლომ ამ შეხვედრისთვის ასეთი ძირითადი შემადგენლობა შეარჩია. ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დემირალი; კიეზა, ბენტანკური, არტური, ფრაბოტა; კულუსევსკი, პორტანოვა; მორატა შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.   45 minuti a #CrotoneJuve ⚫️⚪️ L’undici bianconero! 👇🏻 pic.twitter.com/gLTauJSLY5 — JuventusFC (@juventusfc) October …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “კროტონესთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში სტუმრად „კროტონეს“ დაუპირისპირდება. „იუვეს“ კრიშტიანუ რონალდუ და ვესტონ მაკკენი კორონავირუსის გამო დააკლდება. ამის გარეშეც, ანდრეა პირლო როგორც ჩანს, შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსის“ სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დემირალი; კუადრადო, არტური, ბენტანკური, ფრაბოტა; კიეზა, მორატა, კულუსევსკი შეგახსენებთ, რომ „კროტონე“ – „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “ნაპოლის” “იუვესთან” ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და ქულა ჩამოაკლეს

„ნაპოლის“ „იუვენტუსთან“ მატჩზე გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა და ამასთან სატურნირო ცხრილში -1 ქულა ჩამოაკლდა. „ნაპოლი“ ტურინში გუნდში ორი ფეხბურთელის ინფიცირების გამო არ ჩავიდა და თამაშის გადადება მოითხოვა. თუმცა, მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. იტალიის ჩემპიონატში არსებული რეგლამენტით გუნდი ვალდებულია ითამაშოს, თუ 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს და 10+ ინფიცირების შემთხვევა არ …

სრულად წაკითხვა »

ვიალი: “იუვენტუსისთვის” რთული სეზონი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუკა ვიალი ფიქრობს, რომ მიმდინარე სეზონში „ბებერ სინიორას“ ძალიან გაუჭირდება. ვიალის განცხადებით, გუნდში მოტივაციის ნაკლებობა იქნება და კონკურენტებიც გაძლიერდნენ. „ვფიქრობ, რომ „იუვესთვის“ ეს სეზონი რთული იქნება. თუმცა, ეს არაფერ შუაშია მთავარი მწვრთნელის შეცვლასთან. უბრალოდ, ზედიზედ 9-ჯერ ჩემპიონობის შემდეგ ფსიქოლოგიური მომენტია, სხვებიც გაძლიერდნენ და „იუვეშიც“ ცოტა არ …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “ინტერი” ახლა უფრო წინაა, ვიდრე “იუვენტუსი”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ სერია A-ს მთავარ ფავორიტად მილანის „ინტერი“ დაასახელა. იტალიელის აზრით, „იუვენტუსში“ ახლა მომავალის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო „ინტერს“ ორი თანაბარი შემადგენლობა ჰყავს. „ინტერი“ ყველაზე ძლიერი გუნდი ჩანს. მან ვერ მოახერხა ზედმეტი მოთამაშეების გაყიდვა და ამრიგად, ორმაგი შემადგენლობა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ სეზონის განმავლობაში მუდმივად კონკურენტუნარიანი იქნება. „იუვეს“ …

სრულად წაკითხვა »