მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 84)

სერია A

რონალდუ სერია A-ს ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ს ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პორტუგალიელმა გასულ თვეში სულ 3 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში პირველად დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ. მიმდინარე სეზონში რონალდუს სერია A-ში 5 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა.   ✅ Technical …

სრულად წაკითხვა »

ამ დღეს: 26 წლის წინ დელ პიერო “პინტურიკიო” გახდა – ერთი გოლით შეცვლილი ბედისწერა [VIDEO]

არსებობს ერთი დღე, რომელიც სხვებზე მეტად აღნიშნავს დელ პიეროს ეპოქის დაწყებას „იუვენტუსში“. ზუსტი მომენტი, როდესაც ალექსი „პინტურიკიო“ ხდება ან ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში „იუვეს“ ოცნებებს დახატავს და რობერტო ბაჯოს სცენას წაართმევს. 4 დეკემბერი, 1994 წელი. იმ შუადღით, მარჩელო ლიპის „იუვენტუსი“ კლაუდიო რანიერის და გაბრიელ ბატისტუტას „ფიორენტინას“ მასპინძლობდა. „დელე ალპიზე“. ბაჯოს …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “დერბი ნებისმიერ ფასად უნდა მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ტორინოსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მნიშვნელოვანი და რთული თამაში იქნება, მაგრამ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოიპოვონ. „ეს რთული მატჩი იქნება, ჩვენთვის ძალიან რთული. მართალია, მეტოქეს რთული პერიოდი აქვს, მაგრამ მათთვის გამარჯვება ახლა ფეხზე წამოდგომა იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა კიდევ ერთი წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე …

სრულად წაკითხვა »

მორატა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ესპანელმა მსაჯს უპატივცემულოდ და უხეშად მიმართა, როდესაც პენალტის არდანიშვნას აპროტეტსებდა. ალვარო მორატა „იუვენტუსს“ „ტორინოსთან“ და „ჯენოასთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ მორატა „ბენევენტოსთან“ მსაჯმა თამაშის დასრულების შემდეგ გააძევა.

სრულად წაკითხვა »

დანილო: “ყველას მოსამატებელი გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დანილომ „ბენევენტოსთან“ მატჩის შემდეგ (1:1) კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველა ფეხბურთელმა უნდა მოუმატოს. „საკუთარ თავებში უნდა ჩავიხედოთ, რადგან პირველი ტაიმი კარგი გვქონდა, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ ორგანიზებულად ვეღარ ვითამაშეთ და თამაში გართულდა. ყველამ უნდა მოვუმატოთ. ჩემი პოზიცია? თუ „იუვეს“ დასჭირდება ცენტრალურ მცველად ვითამაშებ, მზად ვარ მწვრთნელისა …

სრულად წაკითხვა »

“ბენევენტო” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეცხრე ტურში „ბენევენტოსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – სკიატარელას დარტყმა შესანიშნავი სეივით მოიგერია, შემდეგ კი ლეტიციას დარტყმას მხოლოდ თვალი გააყოლა. კუადრადო 5 – საშინლად ითამაშა პირველი ტაიმის ბოლო სამ წუთში. სწორედ მაშინ არაზუსტი დიაგონალური პასი გააკეთა, რამაც „ბენევენტოს“ კონტრშეტევა გამოიწვია. …

სრულად წაკითხვა »

მორატა გააძევეს და ტურინულ დერბის გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა „ბენევენტოსთან“ თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, მაგრამ მატჩის დასრულებისას ის გააძევეს. მორატა მსაჯისგან პენალტის დანიშვნას ითხოვდა და მსაჯს უხეში სიტყვებით უთხრა, რომ პენალტი არ დანიშნა, რისთვისაც ფაბრიციო პასკუამ წითელი ბარათი უჩვენა. ამრიგად, მორატა მომდევნო ტურში „ტორინოსთან“ ვერ ითამაშებს, რაც დიდი დანაკლისია, რადგან ესპანელი იმ იშვიათთაგანია, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერნეცია “ბენევენტოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბენევენტოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე თამაში უნდა ისწავლოს. „პირველი ტაიმის მართვა კარგად მოვახერხეთ და შეგვეძლო თამაში დაგვეხურა, მაგრამ მომენტები კარგად მაინც ვერ გამოვიყენეთ. გოლი იმიტომ მივიღეთ, რომ ჩვენს სასარგებლოდ დანიშნული კუთხური სწრაფად გავათამაშეთ. ბოლოს ვინერვიულეთ …

სრულად წაკითხვა »

მეხუთე ფრე მეცხრე მატჩში…

ანდრეა პირლოსა და „იუვენტუსის“ არასტაბილურობა გრძელდება. ტურინული გუნდი ქულებს ქულებზე კარგავს და ეს სეზონს ბოლოს აუცილებლად იჩენს თავს. ფაქტია, სერია A-ს 9 ტურში 5 ფრე „იუვესთვის“ ძალიან ბევრი და უფრო მეტიც, ძალიან ცუდი შედეგია. ტურინელებმა მეცხრე ტურში სტუმრად „ბენევენტოს“ ვერ მოუგეს. კრიშტიანუ რონალდუს არყოფნაში „იუვეს“ გაუჭირდა, ისე, როგორც აქამდე უჭირდა …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” განაცხადი “ბენევენტოსთან”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბენევენტოსთან“ მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა. დაბრუნდა ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ჯანლუიჯი ბუფონი და მერიჰ დემირალი კი ტრავმირებულნი არიან. კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ დაისვენებს. მეკარეები: შჩესნი; პინსოლიო, გაროფანი მცველები: დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დრაგუსინი, ფრაბოტა ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, …

სრულად წაკითხვა »