მთავარი / სიახლეები / სერია A / რაბიო: “დერბი ნებისმიერ ფასად უნდა მოვიგოთ”

რაბიო: “დერბი ნებისმიერ ფასად უნდა მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ტორინოსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მნიშვნელოვანი და რთული თამაში იქნება, მაგრამ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოიპოვონ.

„ეს რთული მატჩი იქნება, ჩვენთვის ძალიან რთული. მართალია, მეტოქეს რთული პერიოდი აქვს, მაგრამ მათთვის გამარჯვება ახლა ფეხზე წამოდგომა იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა კიდევ ერთი წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე კარგი გამოსვლის შემდეგ.

ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც მაყურებლების გარეშე, რადგან დიდი ისტორია აქვს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ისინი მოგებას შეეცდებიან. უნდა გავაგრძელოთ ზრდა და ეს თამაში ყველანაირ ფასად მოვიგოთ“, – თქვა რაბიომ Sky Sport-თან.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩი 5 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …