მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 26)

სერია A

დელ პიერო: “პრობლემებს პარედესი ვერ მოაგვარებს, კიეზას და პოგბას დაბრუნებაა საჭირო”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. როგორც მან თქვა, ლეანდრო პარედესი პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არაა და პოლ პოგბასა და ფედერიკო კიეზას დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „იუვენტუსის“ თამაშის ხარისხის პრობლემებს მხოლოდ პარედესი ვერ მოაგვარებს, ის არ არის საკმარისი. ცოტა დრო დასჭირდება იმ თამაშის ხარისხის ხილვას, რაც ალბათ ალეგრის გონებაში …

სრულად წაკითხვა »

მილიკი: “ბედნიერი ვარ, რომ ამ მაისურით პირველი გოლი გავიტანე”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა „ბებერ ქალბატონში“ სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა „სპეციასთან“ თამაშის (2:0) შემდეგ თქვა, ძალიან ბედნიერია, რომ ამ გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. „მცველებმა გარკვეული სივრცე მომცეს შემობრუნებისთვის და მეც გარკვეული დრო მქონდა, მირეტისგანაც კარგი პასი მივიღე, გავაჩერე, შემოვბრუნდი და გავიტანე. ბედნიერი ვარ გოლით, …

სრულად წაკითხვა »

გატი: “იუვეში” დებიუტი საოცარი გრძნობაა, ვერ გადმოვცემ და მინდა ძირითადისთვის ვიბრძოლო”

ტურინის „იუვენტუსში“ ფედერიკო გატის დებიუტი ჰქონდა, რომელმაც ასევე სერია A-შიც პირველად ითამაშა. იტალიელმა მცველმა განაცხადა, რომ ეს გადმოუცემელი ემოციაა და ძალიან ბედნიერია. „ენით აღუწერელი ემოციაა, რომლის გადმოცემა შეუძლებელია. მთავარი მოგება იყო და გოლიც არ გავუშვით, შესაბამისად, ამაზე უკეთეს დებიუტს ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი წარსული? ეს იყო გზა, რომელმაც ჩამომაყალიბა, ფუნდამენტური იყო. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მთავარი 3 ქულა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, უკეთ თამაში შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი 3 ქულის მოპოვებაა. „თავიდან კარგად ვითამაშეთ, მერე შევანელეთ ტემპი, „სპეციას“ სითამამე მივანიჭეთ, უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ გოლი არ გავუშვით და მეტოქეს სახიფათო მომენტიც არ შევაქმნევინეთ. თამაშები უკეთ უნდა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სპეცია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით „სპეცია“ 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – უიღბლო და დაშავებული. ყველაფერი თავისით მოიგონა წყეული კუთხურის დროს. ის კარგავს ბურთს და ტერფი იტკინა. პერინი 6 – მეორე მეკარის ყოლა მნიშვნელოვანია, რომელიც იქნება ბევრ სხვა გუნდში …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩის ბრწყინვალე ჯარიმა და მილიკის სადებიუტო გოლი “სპეციასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში „სპეციას“ უმასპინძლა და რთული, მაგრამ გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მერვე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა დააწინაურა, რომელმაც როგორც „რომასთან“, ახლაც ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. საინტერესოა, რომ იგივე პოზიციიდან, იგივე კარში, თან მაშინაც ფაბიო მირეტის პასის მერე ხუან კუადრადო წააქციეს – ამჯერადაც იგივე განმეორდა. ვლაჰოვიჩმა ჯარიმა ისევ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” განაცხადი “სპეციასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში „სპეციას“ უმასპინძლებს. გუნდს ანხელ დი მარია და ნიკოლო ფაჯოლი დაუბრუნდნენ. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, მაკკენი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, ზაკარია, ფაჯოლი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მილიკი, კინი, დი მარია, სულე …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სპეციასთან”

ტურინის “იუვენტუსი” სერია მეოთხე ტურში “სპეციას” უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრი შემადგენლობაში მცირე რაოდენობით ცვლილებებს დიდი ალბათობით მოახდენს. გუნდს დაუბრუნდა ანხელ დი მარია, მაგრამ არგენტინელი ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად ჯერ არაა. სავარაუდოდ, შედგება ფედერიკო გატის დებიუტი, რომელსაც იტალიური მედია ძირითადში ვარაუდობს. შჩესნი; დანილო, ბრემერი, გატი, დე შილიო; რაბიო, ლოკატელი, მირეტი; კუადრადო, ვლაჰოვიჩი, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ფაჯოლი რჩება, დი მარია დაბრუნდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ნიკოლო ფაჯოლი რჩება, ნიკოლო როველა კი კარიერას „მონცაში“ გააგრძელებს. გარდა ამისა, ალეგრიმ დაადასტურა, რომ ანხელ დი მარიას თამაში შეუძლია და გუნდის განკარგულებაშია. „შემადგენლობა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. ფაჯოლი და დი მარია ხელმისაწვდომი არიან და ვნახოთ, ითამაშებენ, …

სრულად წაკითხვა »

დი მარია ბრუნდება, მილიკი და გატი შეიძლება ძირითადში მოხვდნენ

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში „სპეციას“ უმასპინძლებს. ანხელ დი მარია დაბრუნებასთან ახლოსაა. არგენტინელმა ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა და იტალიური მედია წერს, რომ კარგი შეგრძნებები არსებობს. ანხელი სავარაუდოდ, „სპეციასთან“ სათადარიგო სკამზე იქნება, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მისი დაბრუნება „ფიორენტინასთან“ ან „პარი სენ ჟერმენთანაა“ მოსალოდნელი. გარდა ამისა, „სპეციასთან“ შესაძლოა ფედერიკო …

სრულად წაკითხვა »