მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 28)

სერია A

შეფასება ფაბიო მირეტიზე: “იუვეს” ბნელ თამაშში სინათლე შეიტანა”

ფაბიო მირეტი სამი კვირის წინ გახდა სულ რაღაც 19 წლის, მაგრამ იმ იშვიათ ახალგაზრდებს შორისაა, რომელსაც მასიმილიანო ალეგრი ენდობა. „სამპდორიასთან“ მატჩში მირეტი თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ჩაერთო და „იუვენტუსის“ ბნელ თამაშში სინათლე შეიტანა. სამ წუთში სწორედ მან წამოიწყო შეტევა, რომელიც რაბიოს გოლით დასრულდა და შემდეგ გაუქმდა. ბურთი რინკონს წაართვა, …

სრულად წაკითხვა »

“სამპდორია” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში გენუაში, „სამპდორიას“ უგოლოდ დაუზავდა და სეზონში პირველი ქულები დაკარგა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 7 – ლერისის დარტყმისას ყველაფერი გააკეთა და ხარიხაც დაეხმარა. სეზონის სტარტზე ის უბრალოდ გადამწყვეტია. დანილო 6.5 – დაცვაში საუკეთესო იყო. რუგანი 6 – ხშირად უჭირდა თავის დაცვა, განსაკუთრებით გაუჭირდა, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “პოზიტივი ისაა, რომ ამ თამაშებში გოლი არ გავუშვით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ ფრის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, მისი გუნდი კონკურენტებთან შედარებით უკანაა და სამუშაო ბევრი აქვთ. „პოზიტივი ისაა, რომ ამ ორ თამაშში გოლი არ გავუშვით. პირველ ტაიმში „სამპდორიამ“ კარგად ითამაშა, ბევრს დარბოდნენ. მეორე ტაიმში 2-3 კარგი მომენტი გვქონდა, სამწუხაროა, რადგან ორი ქულა …

სრულად წაკითხვა »

უგოლო ფრე და პირველი დაკარგული ქულები სეზონში

ტურინის „იუვენტუსი“ გასულ სეზონთან შედარებით არ შეცვლილა. ისევ უფერულია, ისევ არ აქვს გამართული სათამაშო სისტემა და ფეხბურთელები მოედანზე პრაქტიკულად არ ჩანან. გენუის „სამპდორიასთან“ მასიმილიანო ალეგრის გუნდი უბრალოდ კატასტროფული იყო, ერთადერთი საგოლე მომენტი შექმნა, ისიც დასაწყისში და ისიც შემთხვევით, როცა ხუან კუადრადომ ბურთი მეტოქეს წაართვა, მაგრამ რად გინდა ცუდად დაარტყა, მეკარემ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სამპდორიასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში სტუმრად გენუის „სამპდორიას“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: პინსოლიო, პერინი, გაროფანი მცველები: დე შილიო, ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, მაკკენი, კუადრადო, როველა, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, ზაკარია, ფაჯოლი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, კინი, სულე შეგახსენებთ, რომ „სამპდორიასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 აგვისტოს, …

სრულად წაკითხვა »

გატი ბონუჩის შესაცვლელად მზადაა, ალეგრის ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია

ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე ზაფხულს ჯორჯო კიელინი და მატაის დე ლიხტი შეცვალა, რომლებიც გლეისონ ბრემერით და ფედერიკო გატით შეცვალა. ეს უკანასკნელი „ფროზინონედან“ იჯარით დაბრუნდა. გატიმ მოსამზადებელ ეტაპზე იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ტურინელებმა კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენა არ მოისურვეს. ამიტომაც, სეზონს ოთხი მცველით გაატარებს – ლეონარდო ბონუჩი, დანიელე რუგანი, გატი …

სრულად წაკითხვა »

“სამპდორიასთან” ბონუჩის თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ საკადრო პრობლემები არ ელევა და გენუის „სამპდორიასთან“ დიდი შანსია კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ ვერ ითამაშოს. რომეო აგრესტის ინფორმაციით, 35 წლის მცველს მცირე დაზიანება აქვს და მისი თამაში საეჭვოა. მომდევნო ორი დღე ამის გასარკვევად გადამწყვეტი იქნება. ტურინულ გრანდში ტრავმების ეპიდემიაა და მათ შორის, ტრავმირებული არიან გუნდის მთავარი ახალწვეულები – ანხელ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” სავარაუდო შემადგენლობა “სამპდორიასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლებს და იტალიური მედია მასიმილიანო ალეგრის გუნდის სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს. (4-3-3): პერინი; დანილო, ბონუჩი, ბრემერი, ალექს სანდრო; მაკკენი, ლოკატელი, რაბიო; კუადრადო, ვლაჰოვიჩი, კოსტიჩი ტურინულ გუნდს საკადრო პრობლემები აქვს და ტრავმის გამო ანხელ დი მარია ვერ ითამაშებს. მცირე დაზიანება აქვს დენის ზაკარიასაც, რომელსაც …

სრულად წაკითხვა »

მოჯი: “იუვენტუსის” დამატებითი ძალა მასიმილიანო ალეგრია”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ლუჩანო მოჯიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია. მოჯი დარწმუნებულია, რომ მასიმილიანო ალეგრი ტურინული გრანდის უპირატესობაა მილანელ კონკურენტებთან შედარებით. „იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ კარგად ითამაშა, ვალიდური გუნდი იყო 3 მნიშვნელოვანი ელემენტის გამო: პირველი ბრემერია, დაუკომპლექტებელი დაცვის საყრდენი იყო. შემდეგ დი მარია, ცუდად თუ კარგად, თავისი თამაში ითამაშა, …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში „სასუოლოს“ 3:0 ანხელ დი მარიას გოლი და დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით მოუგო. გთავაზობთ ამ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. 13-დან 12 – ბოლო 13 შემთხვევაში, როცა „იუვენტუსმა“ სეზონი საშინაო მატჩით გახსნა, ტურინელებმა 12 მატჩი მოიგეს. ერთადერთი გამონაკლისია 2015 წლის აგვისტო, როცა „უდინეზემ“ ტურინში სირილ …

სრულად წაკითხვა »