მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 24)

სერია A

სერია A-მ მილიკი, კუადრადო და ალეგრი დისკვალიფიკაციით დასაჯა, კლუბი დააჯარიმა

სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ხუან კუადრადო, არკადიუშ მილიკი და მასიმილიანო ალეგრი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სამივე მათგანი „მონცასთან“ შეხვედრას გამოტოვებს. ამის მიზეზი „სალერნიტანასთან“ მიღებული წითელი ბარათებია, რომელიც იმ გოლის გამო მიიღეს, რომელიც მსაჯისა და VAR-ის უნიათო, დაუდევარი მოქმედების შედეგად უსამართლოდ გაუქმდა. სამაგიეროდ, სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მაგალითად, მილიკი დისკვალიფიკაციას იმსახურებს იმ გოლის …

სრულად წაკითხვა »

სამსაჯო კომიტეტი: “VAR-ის ოთახში ის კადრები არ იყო ხელმისაწვდომი, რომლებშიც კანდრევა ჩანს”

იტალიის სამსაჯო კომიტეტმა „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩში მომხდარი სკანდალის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. AIA-ს განცხადება ძალიან ზოგადია, რომლის არც „იუვენტუსს“ უხდიან ბოდიშს და არც მსაჯისა და VAR-ის აშკარა შეცდომას აღიარებენ. გაკეთებულ განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის წერია, რომ VAR-ის ოთახში ხელმისაწვდომი არ იყო ის კადრები, რომელშიც ანტონიო კანდრევა ჩანს და რომლის …

სრულად წაკითხვა »

ვეტერანი მსაჯი: “კალჩოპოლის მერე ყველა საკამათო მომენტში მსაჯები “იუვეს” საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ”

ვეტერანმა მსაჯმა ეციო მორინამ ვრცლად ისაუბრა „სალერნიტანასთან“ მატჩის ბოლოს მსაჯების უხეშ შეცდომაზე და თქვა, რომ რაც მოხდა, უბრალოდ აბსურდია. მორინამ ასევე აღნიშნა, რომ კალჩოპოლის ცნობილი სკანდალის შემდეგ არბიტრები მცირედით საეჭვო ეპიზოდებზე ყოველთვის „იუვესთვის“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ. “VAR-ს კომატოზურ პირობებში ვიყენებთ, რადგან ამ მატჩის შედეგი არბიტრების შეცდომითაა განპირობებული. ბონუჩი იმ მომენტში …

სრულად წაკითხვა »

ვეტერანი მსაჯი: “თამაშგარე რომც ყოფილიყო, ბონუჩი მეკარეს ხელს არ უშლიდა”

ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა მაურო ბერგონციმ „სალერნიტანასთან“ არკადიუშ მილიკის გატანილ გოლზე ისაუბრა და თქვა, რომ მსაჯი აშკარად შეცდომა. ბერგონცი ფიქრობს, რომ თამაშგარე რომც ყოფილიყო, ლეონარდო ბონუჩს მომენტზე გავლენა არ მოუხდენია და მეკარეს ხელს არ უშლიდა. „მილიკის გოლი აბსოლუტურად სუფთა იყო, ამას მოწმობს სამსაჯო რეგულაციებიც. ბონუჩი მეკარეს ხელს არ უშლის, გოლი უნდა …

სრულად წაკითხვა »

კარესა: “VAR-ის ყველაზე აშკარა შეცდომაა”

ტურინის „იუვენტუსისთვის“ უსამართლოდ გაუქმებულ გოლს ცნობილი იტალიელი კომენტატორი ფაბიო კარესა გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, ეს VAR-ის ხანაში ყველაზე აშკარა და წარმოუდგენელი შეცდომაა. „წარმოუდგენელი კადრებია, რადგან ჩანს, რომ კანდრევამ ბონუჩი თამაშში ნახევარი მეტრით დატოვა. ჩვენთან VAR-ი იდეალური არ არის, მაგრამ აქ საუბარი გვაქვს 50 სანტიმეტრზე. ეს ნიშნავს, რომ ვიდეორეფერის ხანაში ყველაზე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გუნდმა ორი გოლის შემდეგ კარგი რეაქცია გამოავლინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მსაჯმა გოლი შეცდომით გააუქმა, მაგრამ გუნდის რეაქციით კმაყოფილი იყო. „თქვენ ამბობთ, რომ საშინელი „იუვე“ იყო, მაგრამ საწყისი 20 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი წინ გასვლის უფლება მივეცით. შეგვეძლო თამაშის შემოტრიალება, მაგრამ მერე პენალტიც ავიკიდეთ. ორი …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “თამაშგარეში არ ვიყავი, რომც ვყოფილიყავი, მომენტზე გავლენა არ მომიხდენია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა რომ თამაშგარეში არ იყო. გარდა ამისა, რომც ყოფილიყო, ეპიზოდზე გავლენა არ მოუხდენია. „მე მაშინვე ვთხოვე ჩვენი სტაფის წევრებს გადიდებული სურათები ეჩვენებინათ, რადგან იქვე შევამჩნიე, რომ კანდრევა თამაშში მტოვებდა. როგორც ვთქვი, მე ეპიზოდზე გავლენა არ მომიხდენია, ეს იყო VAR-ის …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “სალერნიტანას” ვერ მოუგო

ტურინის „იუვენტუსმა“ მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ ვერ მოუგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდს რომ უამრავი პრობლემა აქვს, აქამდეც ნათელი იყო და ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „იუვემ“ კარგად დაიწყო და ფაბიო მირეტის ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა. მერე კი სრული კოშმარი დაიწყო – „სალერნიტანამ“ „იუვეს“ ყველაფერში აჯობა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ანტიპათიური, მაგრამ გამარჯვებული გუნდი უნდა ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება, მაგრამ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოიპოვონ. „სალერნიტანა“ გადარჩენისთვის მებრძოლთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა. შარშან ნიკოლამ დიდი სამუშაო შეასრულა და წელსაც იგივეს აგრძელებს. რთული მატჩი იქნება, რადგან აუცილებლად 3 ქულა გვჭირდება. ლოკატელი გადაღლილია და არ ითამაშებს, ამიტომ, …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი “იუვენტუსის” თვის ფეხბურთელი გახდა

დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის „იუვენტუსის“ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სერბმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ვლაჰოვიჩს კუთვნილ ჯილდოს „სალერნიტანასთან“ მატჩის დაწყებამდე გადასცემენ. აგვისტოში ვლაჰოვიჩმა შესანიშნავად ითამაშა და ოთხ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. ამდენად, კლუბის თვის საუკეთესო მოთამაშე დამსახურებულად გახდა.

სრულად წაკითხვა »