მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 22)

სერია A

“იუვეს” განაცხადი “მილანთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეცხრე ტურში სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ამ შეხვედრისთვის ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, მაკკენი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, პარედესი, ფაჯოლი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მილიკი, კინი, სულე შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 8 ოქტომბერს, …

სრულად წაკითხვა »

ბორიელი: “მილანთან” მატჩში “იუვეზე” უფრო მეტი წნეხი იქნება”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ბორიელომ ამ გუნდების მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვეზე“ უფრო მეტი წნეხია, რადგან ტურინელებისთვის ქულები ახლა უფრო მნიშვნელოვანია. „ჩემპიონთა ლიგაზე ვნახე ფეხბურთელი, დი მარია, რომელიც ყოველთვის სხვაობას ქმნის. ატყუებს მეტოქეს და შეუძლია შეცდომის პასუხისმგებლობის აღებაც. თუმცა, „იუვემ“ ვერ დამარწმუნა, დიდი გუნდი „მაკაბის“ წინააღმდეგ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ბონუჩი ძირითადში დაბრუნდება, მილიკი უკეთაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, კარგი იქნება, თუ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველ თამაშს ხვალ მოიგებს. „ვემზადებით ისე, როგორც ყოველთვის „მილანთან“ მატჩის წინ. იტალიის ჩემპიონს ვეთამაშებით და ჩვეულებრივზე უფრო რთული თამაში იქნება, რადგან მათ ბოლო თამაში წააგეს. სტუმრად ამ სეზონში …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ბოლონიას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ ფილიპ კოსტიჩის, დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა. 3 – „იუვენტუსმა“ პირველი ტურის შემდეგ ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გაიტანა. 4 – დუშან ვლაჰოვიჩმა „ბოლონიას“ ბოლო ოთხ მატჩში გაუტანა და მხოლოდ „სამპდორიასთან“ ჰქონდა …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “იუვემ” კარგი პრესინგით და მაღალი რიტმით ითამაშა”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „ბოლონიასთან“ კლაუდიო მარკიზიომ შეაფასა და თავისი ყოფილი გუნდი შეაქო. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მაღალ რიტმში ითამაშა და მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა. „პირველ ტაიმში „იუვეს“ გაუჭირდა ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარგი პრესინგით და მაღალი რიტმით თამაშობდა. „იუვე“ კარგი იყო, თუ „ბოლონია“ სახიფათოდ ვერ უტევდა, ეს „ბიანკონერის“ დამსახურებაა. …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “მთავარია დაცვაში კარგი თამაში, გოლის გატანა ყოველთვის შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალექს სანდრომ „ბოლონიასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გამარჯვება გუნდური თამაშით მოიპოვეს. „ამ კვირაში სწორი მენტალიტეტით ვიმუშავეთ. სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა, ეს მოვახერხეთ თავმდაბლობით და გუნდური თამაშით. ყველამ მარტივი რაღაცები უნდა გავაკეთოთ: დღეს ეს შევძელით, დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან ვიცით, რომ შეტევაში ადრე …

სრულად წაკითხვა »

კოსტიჩი: “სადებიუტო გოლით ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფილიპ კოსტიჩმა „ბოლონიასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც სადებიუტო გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა ძალიან ბედნიერია, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო. „ძალიან ბედნიერი ვარ პირველი გოლით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გამარჯვებით, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასე უნდა გავაგრძელოთ, მადლობა ვლაჰოვიჩს საგოლე პასისთვის და იმედი მაქვს, მალე მეც …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს და ჯერ გამოსასწორებელი ბევრი რამ აქვთ. „სულისკვეთება და კომპაქტურობა მომეწონა ყველაზე მეტად, რაც გვქონდა მთელი თამაშის განმავლობაში გარდა პირველი ტაიმის ბოლო ნაწილისა. დამსახურებული და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ თავმდაბლობა უნდა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ბოლონია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ ფილიპ კოსტიჩის, დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით 3:0 დაამარცხა და 31 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – ის დაბრუნდა ძირითადში იმ საღამოს, როცა პერინი გასული თვის MVP-ის ტიტულით დააჯილდოვეს, რომელიც „იუვეს“ ტიფოზებისგან მიიღო. პოლონელს ბევრი საქმე …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, თუმცა დადებითი ნიშნები დავინახე”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „ბოლონიასთან“ (3:0) ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეს დადებითი ნიშანი იყო, მაგრამ კლუბს სამუშაო ძალიან ბევრი აქვს. „შეტევაში „იუვე“ უფრო ენერგიული, გადამწყვეტი და კონკრეტული იყო. ბევრი დადებითი ნიშანი იყო, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუმცა, ეს კარგის ნიშანია შემდეგი მატჩებისთვის, რომლებიც ფუნდამენტურია „იუვესთვის“. ვლაჰოვიჩმა …

სრულად წაკითხვა »