მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 139)

სერია A

“იუვენტუსი” დონარუმას ტრანსფერს გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმასთვის ბრძოლას აპირებს. Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ 20 წლის მეკარემ „მილანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ „როსონერიმ“ ჯანლუიჯის გაუმჯობესებული ხელშეკრულების პირობების შესთვაზა, მაინც უარი მიიღო. ამიტომაც, „იუვე“ საქმეში დიდი ალბათობით ჩაერთვება და დონარუმას ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას გეგმავს.

სრულად წაკითხვა »

ჰიოვედესი ტურინულ კარიერაზე: “საოცარი იყო, ბუფონმა და კიელინიმ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს”

ბენედიქტ ჰიოვედესმა 2017-2018 წლების სეზონი იჯარით ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა. გერმანელი ტრავმებისგან იტანჯებოდა და მხოლოდ სამჯერ მოირგო „იუვეს“ მაისური, თუმცა ერთი გოლი მაინც გაიტანა. მიუხედავად ამისა, ბენედიქტი ტურინში გატარებულ პერიოდს ძალიან თბილად და კარგად იხსენებს. ამბობს, რომ ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. „შალკედან“ „იუვენტუსში“ წასვლა „ეს მაწუხებდა, …

სრულად წაკითხვა »

ძანიოლო: “ბავშვობაში “იუვეს” ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ახლა “რომაში” კარგად ვარ”

იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი „რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლოა. ახალგაზრდა შემტევს ხშირად „იუვენტუსთან“ აკავშირებენ და ნიკოლომ თქვა, რომ ბავშვობაში სწორედ ტურინულ გრანდს ქომაგობდა. „რომას“ რამდენიმე ფეხბურთელი ბავშვებს შეხვდნენ და მათ კითხვებს უპასუხეს. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა, ვის გულშემატკივრობდნენ, რაზეც ძანიოლოს პასუხი ასეთი იყო: „ბავშვობაში გართობაზე ვფიქრობდი და ეს საკმარისი იყო. ჩემი …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “იუვენტუსის” მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელობაზე ოცნებობს. „ორი წელი, რომელიც „აიაჩოში“ და კიევის „არსენალში“ გავატარე, პრობლემებით სავსე იყო. ეს არ მაძლევდა საშუალებას ჩემი იდეები გამომეყენებინა. იმედი მაქვს მალე მივიღებ საინტერესო წინადადებას, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა ნამდვილად დაიწყოს. ჩემი ოცნებაა ერთ დღეს „იუვენტუსის“ მწვრთნელი გავხდე“, – …

სრულად წაკითხვა »

სერხიო რამოსმა “რეალს” მატიას დე ლიხტის შეძენა ურჩია

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ისურვა, რომ კლუბი მის შემცვლელად მატიას დე ლიხტს შეიძენს. ესპანელის განცხადებით, ჰოლანდიელი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია თავის პოზიციაზე. „მადრიდის „რეალის“ კაპიტნობა სამაყოა. ყველა წარმატების უკან ბევრი შრომა, თავგანწირვა, თავდადება იმყოფება. იმედია მილიონობით ბავშვისთვის სამაგალითო ვიქნები. ბაზარზე კარგი მოთამაშეები არიან და გუნდს მათი შეძენა შეუძლია. ჩემი აზრით, …

სრულად წაკითხვა »

დემირალი: “ტრანსფერზე არ ვფიქრობ, ჩემი მიზანი 100%-ით დახარჯვაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი ევროპაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი იმედისმომცემია. თუმცა, „იუვეში“ თურქ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი თითქმის არ ეძლევა და მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. არ წყდება საუბარი, რომ დემირალი გუნდს ზამთარში დატოვებს, რადგან კონკურენცია „იუვენტუსში“ ძალიან მაღალია. მერიჰმა თურქულ გამოცემა Fanatik-თან ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც …

სრულად წაკითხვა »

კანავარო: “დე ლიხტი? ესპანეთში გადასვლის შემდეგ ასეთი პრობლემები მეც მქონდა”

ჩინური „გუანჯოუს“ მთავარი მწვრთნელი ფაბიო კანავარო მატიას დე ლიხტის შესახებ საუბრობს. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, მასაც ჰქონდა ადაპტაციასთან პრობლემა, როდესაც ესპანეთში გადავიდა და ეს ნორმალური პროცესია. „ამ პერიოდისთვის „იუვე“ უფრო ჰუმანური გუნდი გახდა, „ინტერი“ კი თავისი ფეხბურთელების პოტენციალს მაქსიმალურად იყენებე. დე ლიხტი? ის საკუთარ თავს მახსენებს, როდესაც მადრიდის „რეალში“ ახალი გადასული …

სრულად წაკითხვა »

სარი: “სკუდეტოს მოგება ჩვენთვის თითქმის ვალდებულებაა”

„იუვენტუსმა“ საშობაო ვახშამი გამართა, სადაც კლუბის მთლიანი წარმომადგენლობა შეიკრიბა. მაურიციო სარიმ კი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ რთული გამოწვევის მიღება მისთვის ადვილი არ ყოფილა. „ცხადია ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რთული იყო დათანახმება, რადგან მივდიოდი გუნდში, რომელმაც ჩემამდე ძალიან ბევრი ტიტული მოიგო. გარდა ამისა, ძნელია ისტორიაში მნიშვნელოვანი გვერდის ნაწილი გახდე. …

სრულად წაკითხვა »

მარჩელო ლიპი: იუვენტუსი კრიზისში არ არის

იუვენტუსის ყოფილი ბოსი მარჩელო ლიპი ამბობს, რომ აბსურდულია იმის გაფიქრება, თითქოს ბიანკონერი კრიზისშია. “მათ მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს” – ამბობს იტალიელი სპეციალისტი. იუვემ სეზონის პირველი მარცხი გასულ ტურში რომში ლაციოსთან იწვნია ანგარიშით 3-1. მაგრამ ლიპიმ ცხადყო, რომ მაურიციო სარის უფრო მეტი დრო დასჭირდება გუნდში საკუთარი სტილის დანერგვისთვის. “მათ შაბათს მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

გრაციანი: “იუვენტუსი” ბერნარდესკისთან ერთად 10 ფეხბურთელით თამაშობს”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო გრაციანი ფედერიკო ბერნარდესკის აკრიტიკებს. მისი განცხადებით, „იუვენტუსი“ მასთან ერთად 10 ფეხბურთელით თამაშობს. „არ მესმის რატომ აგრძელებს სარი ბერნარდესკის დაჟინებით ძირითადში თამაშს. ყველა ხედავს, რომ კრიშტიანუ რონალდუს ცენტრფორვარდი სჭირდება. იგუაინმა უნდა ითამაშოს, ისევე როგორც დიბალამ. ბერნარდესკისთან ერთად „იუვენტუსი“ 10 ფეხბურთელით თამაშობს, ერთ მოთამაშეს ფაქტობრივად მეტოქეს ჩუქნის“, – …

სრულად წაკითხვა »