მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 116)

სერია A

კიელინი განაცხადშია, რონალდუ – არა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 24-ე ტურში „ბრეშას“ უმასპინძლებს. მაურიციო სარიმ ამ მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. პირველად მოხვდა განაცხადში ტრავმის შემდეგ ჯორჯო კიელინი, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ მწვრთნელთან შეთანხმებით ისვენებს და განაცხადში არ იმყოფება. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე შილიო,კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი, ვესლი ნახევარმცველები: პიანიჩი, რემზი, …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა: “კიელინის ტრავმა სამწუხაროა, ამ პროფესორისგან დე ლიხტს უფრო მეტის სწავლა შეეძლო”

მატიას დე ლიხტის აგენტმა მინო რაიოლამ Tuttosport-თან თაისი კლიენტის ტურინში გატარებული პირველი პერიოდი დადებითად შეაფასა. „შესანიშნავი ბალანსია. პრაქტიკულად ყველაფერი ისე წავიდა, როგორც გვინდოდა და როგორც იმედი გვქონდა. ერთადერთი, რაც კარგად არ დასრულებულა, კიელინის ტრავმაა. ასეთი დიდი პროფესორის გვერდით მატიასს უფრო მეტის სწავლა შეეძლო და შემადგენლობაშიც თანდათანაც ჩაჯდებოდა, მაგრამ ისიც მართალია, …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “სწორ გზაზე ვიმყოფებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის. ურუგვაელის განცხადებით, თამაშის ხარისხი გასაუმჯობესებელია, მაგრამ გუნდი ამაზე მუშაობს. „გუნდი კარგადაა, ძალიან კარგად, პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და იტალიის თასის ნახევარფინალში გავედით. თამაშის ხარისხის თვალსაზრისით მოსამატებელი გვაქვს, მაგრამ გზა სწორია. ვმუშაობთ გასაუმჯობესებლად. „მილანთან“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ექვს ფეხბურთელს დრო ზაფხულამდე მისცა, რადგან მათი თამაშით უკმაყოფილოა

ტურინის „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში სამივე ფრონტზე წარმატებით იბრძვის, მაგრამ „ნაპოლისთან“ და „ვერონასთან“ მოკლე პერიოდში განცდილმა ორმა მარცხმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა, რომელიც იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ წაგების შემდეგ გამწვავდა. ამის გამო გასახდელში სიტუაციას დასარეგულირებლად კლუბის „სენატორების“ საქმეში ჩართვაც გახდა საჭირო და კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” კრიზისიდან გამოსვლის გზა – “სენატორების” გავლენა

ტურინის „იუვენტუსის“ „ვერონასთან“ წაგების გამო გუნდის ხელმძღვანელობამ სიმშვიდის საფუძველი დაკარგა და სწორედ ამი მიზნით ანდრეა ანიელი მაურიციო სარის პირადად ესაუბრა. ააზე გუშინ დავწერეთ, თუმცა ეს ყველაფერი არაა. გარდა ამისა, კვირა საღამოს ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და ფაბიო პარატიჩიც შეხვედრილან ერთმანეთს და გუნდში არსებული ვითარება მიმოიხილეს. როგორც ცნობილი გახდა, ვერონაში წაგების …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “მინდა ყველაფერი მოვიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ კლუბთან კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელის განცხადებით ძალიან ბედნიერია, რადგან კლუბმა ნდობა გამოუცხადა. „აღფრთოვანებული ვარ, რომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გავახანგრძლივე. ბოლო წლებში ბევრს ვმუშაობდი, რომ გავმხდარიყავი ამ საოცარი და ისტორიული გუნდის პირველი ნომერი. ახლა მზად ვარ უფრო შორს ისტორიის დასაწერად. შესანიშნავი …

სრულად წაკითხვა »

კანავარო: “იუვე” ბევრი გაშვებული გოლით შორს ვერ წავა”

იტალიის სერია A ბოლო წლებისგან განსხვავებით საოცარი დაძაბულობით გამოირჩევა და სკუდეტოსთვის სამი გუნდი იბრძვის. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფაბიო კანავარომ ამასთან დაკავშირებით Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა. “სარის „იუვე“ „ნაპოლისგან“ განსხვავდება? ეს ნორმალურია, რადგან ფეხბურთელებს სხვა თვისებები აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერლიგის გამოცდილების შემდეგ მაურიციო იცის, რომ მართოს ჩემპიონი გუნდი. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

ანიელიმ “იუვეს” პრობლემები სარისთან პირადად განიხილა

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გუნდის მიერ ნაჩვენებით თამაშით და შედეგებით შეშფოთებულია და მაურიციო სარის შეხვდა. შეხვედრა გუშინ საღამოს ტურინის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შედგა. ანიელიმ სარისთან პირისპირ განიხილა გუნდში არსებული მდგომარეობა, თუმცა უფრო მეტი დეტალი უცნობია. ოდნავ მოგვიანებით მათ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩიც შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ შაბათს „ვერონასთან“ …

სრულად წაკითხვა »

კობოლი ჯილი: “ჰკითხეთ პარატიჩის რატომ უნდოდა დიბალას გაყიდვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ „ვერონასთან“ წაგების შემდეგ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მას რამდენიმე კითხვა აქვს ხელმძღვანელობის მიმართ – რატომ უნდოდათ დიბალას გაყიდვა და რატომ გაათავისუფლეს ალეგრი. „მე სარის მიმართ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, მაგრამ არ მინდოდა წითელ ჯვარზე მეცვა. პარატიჩიმ თქვა, რომ დიბალა საუკეთესო ფეხბურთელია, მაშინ აგვიხსნას …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს”, “ინტერის” და “ლაციოს” უახლოესი კალენდარი

იტალიის სერია A-ში ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბა. „იუვენტუსს“ და „ინტერს“ 54-54 ქულა აქვთ, „ლაციოს“ 53 და ისიც ჩართულია სკუდეტოსთვის ბრძოლაში. მომდევნო ტურში ძალიან საინტერესო მატჩია, „ლაციო“ – „ინტერი“ და შორს არც „იუვე“ – „ინტერის“ დაპირისპირებაა, რომელიც 1 მარტს ტურინში გაიმართება. წარმოგიდგენთ სამივე გუნდის კალენდარს სწორედ ხსენებულ შეხვედრამდე: იტალიის თასი, 1/2 …

სრულად წაკითხვა »