მთავარი / სიახლეები / სერია A / კობოლი ჯილი: “ჰკითხეთ პარატიჩის რატომ უნდოდა დიბალას გაყიდვა”

კობოლი ჯილი: “ჰკითხეთ პარატიჩის რატომ უნდოდა დიბალას გაყიდვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ „ვერონასთან“ წაგების შემდეგ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მას რამდენიმე კითხვა აქვს ხელმძღვანელობის მიმართ – რატომ უნდოდათ დიბალას გაყიდვა და რატომ გაათავისუფლეს ალეგრი.

„მე სარის მიმართ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, მაგრამ არ მინდოდა წითელ ჯვარზე მეცვა. პარატიჩიმ თქვა, რომ დიბალა საუკეთესო ფეხბურთელია, მაშინ აგვიხსნას რატომ უნდოდა მისი გაყიდვა.

ნედვედმა ალეგრის გუნდში დარჩენა დაადასტურა, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს და ის პრესკონფერენციასაც არ დასწრებია.

ნახევარდაცვის სირთულეები? პირველ რიგში პრობლემა ფსიქოლოგიურია. პიანიჩი მოცარელას ჰგავს, ერთ პასს გააკეთებს და დაღლილია, როგორც ჩანს, დასვენება სჭირდება“, – თქვა კობოლი ჯილიმ.

შემთხვევითი სიახლე

“იუვე” ზაფხულში პელეგრინის დაიბრუნებს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში „კალიარიდან“ ლუკა პელეგრინის დაიბრუნებს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები დაცვის მარცხენა ფლანგზე მხოლოდ …

მარკიზიო: “სარის დანიშვნა სწორი არჩევანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ტელეკომპანია DAZN-თან „იუვეს“ შესახებ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. „პრინჩიპინომ“ აღნიშნა, …