იტალიის სერია A-ში ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბა. „იუვენტუსს“ და „ინტერს“ 54-54 ქულა აქვთ, „ლაციოს“ 53 და ისიც ჩართულია სკუდეტოსთვის ბრძოლაში.
მომდევნო ტურში ძალიან საინტერესო მატჩია, „ლაციო“ – „ინტერი“ და შორს არც „იუვე“ – „ინტერის“ დაპირისპირებაა, რომელიც 1 მარტს ტურინში გაიმართება.
წარმოგიდგენთ სამივე გუნდის კალენდარს სწორედ ხსენებულ შეხვედრამდე:
იტალიის თასი, 1/2 ფინალი: „ინტერი“ – „ნაპოლი“ (12 თებერვალი)
„მილანი“ – „იუვენტუსი“ (13 თებერვალი)
სერია A, 24-ე ტური: „იუვენტუსი“ – „ბრეშა“, „ლაციო“ – „ინტერი“
20 თებერვალი: „ლუდოგორეცი“ – „ინტერი“ (ევროპა ლიგა)
სერია A, 25-ე ტური: „სპალი“ – „იუვენტუსი“, „ჯენოა“ – „ლაციო“, „ინტერი“ – „სამპდორია“
26 თებერვალი, „ლიონი“ – „იუვენტუსი“ (ჩემპიონთა ლიგა),
27 თებერვალი, „ინტერი“ – „ლუდოგორეცი“ (ევროპა ლიგა)
1 მარტი, სერია A, 26-ე ტური: „იუვენტუსი“ – „ინტერი“, „ლაციო“ – „ბოლონია“