მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 102)

სერია A

დიბალა და დე ლიხტი “მილანთან” ვერ ითამაშებენ

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მომდევნო ტურში „მილანთან“ პაულო დიბალასა და მატაის დე ლიხტს მოისაკლისებს. ორივე ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ ყვითელი ბარათები მიიღებს და შესაბამისად დისკვალიფიცრებულნი არიან. „მილანი“ – „იუვეს“ მატჩი 8 ივლისს გაიმართება. მოგეხსენებათ, „ბებერმა სინიორამ“ „ტორინო“ 4:1 დაამარცხა.

სრულად წაკითხვა »

ბუფონმა მალდინის რეკორდი გააუმჯობესა

ჯანლუიჯი ბუფონმა პაოლო მალდინის გადაასწრო და სერია A-ს რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. ჯიჯისთვის “ტორინოსთან” მატჩი იტალიის ჩემპიონატის ეგიდით 648-ე გამოდგა, რაც რეკორდია. მალდინის აქტივში 647 თამაშია. ჯიჯის ხსენებული 648 თამაშიდან 168 “პარმას” მაისურით აქვს ჩატარებული, ხოლო დანარჩენი “იუვენტუსის”.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ტორინოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 30-ე ტურში „ტორინოს“ უმასპინძლებს. მაურიციო სარის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე ლიხტი, დანილო, ბონუჩი, რუგანი, ვესლი ნახევარმცველები: პიანიჩი, რემზი, მატუიდი, რაბიო, ბენტანკური, მურატორე თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, კუადრადო, იგუაინი, ბერნარდესკი, ოლივიერი შეგახსენებთ, რომ „იუვე“ – „ტორინოს“ მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე …

სრულად წაკითხვა »

სარი: “დერბი “ტორინოსთვის” უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “იუვესთვის”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ტორინოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელის აზრით, დერბი დელა მოლე „ტორინოსთვის“ ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „იუვენტუსისთვის“. „დერბი „ტორინოსთვის“ ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „იუვესთვის. ასე, რომ როდესაც გუნდს შეუძლია ასეთი მოტივაცია ჰქონდეს, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ. გვყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია კარგი ფეხბურთის თამაში და ნებისმიერ მომენტში …

სრულად წაკითხვა »

ახალი კონტრაქტი დიბალას

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალას კონტრაქტს გაუხაგრძლივებს და ინფორმაცია მიმდინარე ზაფხულს დადასტურდება. მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ არგენტინელი ახლოს იყო კლუბის დატოვებასთან, ყველაფერი შეიცვალა. პაულომ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის სასარგებლო და პრაქტიკულად შეუცვლელი ფიგურაა. ამიტომ, „იუვე“ მასთან თანამშრომლობას ხანგრძლივად აპირებს. მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს იწურება და სავარაუდოდ, 2 წლით გახანგრძლივდება. დიბალას …

სრულად წაკითხვა »

კულუსევსკის ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგი აქვს

„პარმას“ ფეხბურთელი დეიან კულუსევსკი შესანიშნავ სეზონს ატარებს. შვედი იანვარში „იუვენტუსმა“ შეიძინა და მომდევნო სეზონიდან ტურინელთა ღირსებას დაიცავს. მანამდე კი, Optapaolo საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს აქვეყნებს: კულუსევსკიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. ტოპ ჩემპიონატებში ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში მინიმუმ 7 გოლიც გაიტანა …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “ახლა უფრო მშვიდი და თვითდაჯერებელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ნიდერლანდელი თვლის, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა „ინტერსაც“ შეუძლია და ამიტომ, „იუვე“ არ უნდა მოდუნდეს. „ლაციოსთან“ და „ინტერთან“ ბრძოლა ძალიან საინტერესოა. „ჯენოასთან“ სამი ლამაზი გოლი გავიტანეთ, რაც მთავარი მნიშვნელოვანი. დიბალას გოლი მშვენიერი, ტექნიკურად სრულყოფილი იყო, შემდეგ კრიშტიანუს და დუგლას კოშტას. ახლა თავს ბევრად …

სრულად წაკითხვა »

სტატისტიკა და ფაქტები “ჯენოა” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 29-ე ტურში „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს. 4 – პაულო დიბალამ სერია A-ს ბოლო ოთხივე მატჩში გაიტანა და მისი საუკეთესო სერიაა 2017 წლის სექტემბრიდან მოყოლებული. ბოლო სამ საგარეო შეხვედრაში კი მინიმუმ ერთხელ მიიღო გოლში მონაწილეობა (გოლით ან საგოლე პასი). …

სრულად წაკითხვა »

105 კმ/სთ სიჩქარით – რონალდუს გასროლა “ჯენოასთან”

კრიშტიანუ რონალდუმ „ჯენოას“ კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, უძლიერესი დარტყმით. როგორც გაირკვა, ბურთი დარტყმის მომენტში 105 კმ/სთ სიჩქარით გაფრინდა. ეს კი, პორტუგალიელის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. თავის დროზე „რეალსა“ და „მანჩესტერში“ მისი შედეგი უფრო მაღალიც ყოფილა – 120 კმ/სთ სიჩქარე. შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა, რონალდუმ კი სერია A-ში 24-ე …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “კარგად ვმუშაობთ, მაგრამ კიდევ უნდა მოვუმატოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა „ჯენოასთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფეხბურთელი კმაყოფილი იყო, მაგრამ ფიქრობს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ. „ლამაზი თამაში ჩავატარეთ. ჯერ კიდევ უნდა მოვუმატოთ, მაგრამ ძალიან კარგად ვმუშაობთ. უფრო აგრესიულ სტილში ვითამაშეთ, ეს იყო ის, რაც სარიმ ამ კვირაში მოგვთხოვა და მომდევნო მატჩებშიც უნდა …

სრულად წაკითხვა »