ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ტორინოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელის აზრით, დერბი დელა მოლე „ტორინოსთვის“ ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „იუვენტუსისთვის“.
„დერბი „ტორინოსთვის“ ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „იუვესთვის. ასე, რომ როდესაც გუნდს შეუძლია ასეთი მოტივაცია ჰქონდეს, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ. გვყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია კარგი ფეხბურთის თამაში და ნებისმიერ მომენტში თამაშის ბედის გადაწყვეტა. შესაბამისად, ორივეს შეგვიძლია დავყრდნოთ.
კიელინი? ძალიან მალე გუნდს დაუბრუნდება. იმედია ამ მატჩის შემდეგ დაუყოვნებლივ. ალექს სანდრო? ვიმედოვნებ, რომ ისიც მალე შეუერთდება გუნდს. ამავდროულად დანილოსა და მატუიდის მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ ჩვენს განკარგულებაში მათთვის უცხო პოზიციებზე არიან.
ბერნარდესკი კარგადაა, მენტალურად და ფიზიკურად. დუგლას კოშტა იმსახურებს ძირითადში თამაშის, მაგრამ ახლა ის ჩვენთვის სასიცოცხლო იარაღია შეცვლაზე. კრიშტიანუ და დიბალა ერთმანეთში კარგად მუშაობენ და ვარჯიშზეც ასეა. ბუფონი? ვნახოთ ვარჯიშის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილება. ის ყოველთვის ჩვენს განკარგულებაშია და ძალიან ძლიერი მეკარეა.
ამ ეტაპზე უფრო მეტი მატჩის ჩატარება გვიწევს, ვიდრე დასვენება. ჯერჯერობით გუნდში დაღლილობის ნიშნები არ გამოვლენილა“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩი 4 ივლისს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.