მთავარი / სიახლეები (გვერდი 35)

სიახლეები

ანიელის წერილი: “გუნდმა კომპაქტურობა დაკარგა”

ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ანდრეა ანიელის წერილი გავრცელდა, რომელშიც წერს, რომ გუნდმა კომპაქტურობა დაკარგა, რის გამო სჯობს ხელმძღვანელობა შეიცვალოს. „იუვენტუსში“ თამაშისა და „იუვენტუსში“ მუშაობის დროს, მიზანი ერთია: გამარჯვება. ყველას, ვისაც აქვს „ბიანკონერის“ მაისურის ტარების პრივილეგია, ეს იცის. ვინც გუნდში მუშაობს, იცის, რომ შრომისმოყვარეობა ნიჭზე წინ დგება, თუ ნიჭიერი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” დირექტორთა საბჭო გადადგა, მათ შორის ანიელიც

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭო სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. თანამდებობა დატოვეს პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა და გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ. ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ანიელი „იუვეს“ პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო. ვინ შეცვლის მას ჯერჯერობით უცნობია. „იუვენტუსი“ ანდრეა ანიელიმ, პაველ ნედვედმა, მაურიციო არივაბენემ, ლორენს დებრომ, მასიმო …

სრულად წაკითხვა »

ტაკინარდი: “ნაპოლისთვის” კონკურენციის გაწევა მხოლოდ “იუვეს” შეუძლია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ Tuttojuve-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაპოლისთვის“ სერია A-ში კონკურენციის გაწევა მხოლოდ „იუვენტუსს“ შეუძლია. ტაკინარდი არ ეთანხმება იმ ვარაუდს, რომ „ნაპოლის“ ჩავარდნა დაეწყება, რასაც ბევრი პროგნოზირებს. უფრო მეტიც, როგორც თქვა, დასვენებული ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი უფრო ძლიერები დაბრუნდებიან. „დღეისთვის, ერთადერთი გუნდი, რომელსაც „ნაპოლისთვის“ სიტუაციის დაძაბვა შეუძლია, …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი “იუვეზე”, რაბიოზე, ფაჯოლიზე, კიეზაზე, იტალიასა და კვარაცხელიაზე…

„ტორონტოს“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც „იუვენტუსზე“, ადრიენ რაბიოზე, იტალიის ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. „რაბიოსგან ასეთი კარგი თამაში არ მიკვირს, ვარჯიშზე რომ ვნახე, ეჭვი არ შემპარვია მის თვისებებში. ძალიან ბედნიერი ვარ ადრის გამო, რადგან ვიცი, რას ნიშნავს უსამართლო კრიტიკა. „იუვენტუსს“ მასთან კონტრაქტი წინა თვეებში უნდა გაეხანგრძლივებინა: …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ილინგ-ჟუნიორის კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ ნიჭიერ გარემარბ სამუელ ილინგ-ჟუნიორთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან და 19 წლის ინგლისელი „იუვეში“ 2027 წლამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ სამუელის ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ილინგი ამ სეზონამდე მეორე გუნდში თამაშობდა, მაგრამ სეზონის მიმდინარეობისას, მას დრო, მართალია მცირე ხნით, მაგრამ მაინც მთავარ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მილიკის გამოსყიდვას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ არკადიუშ მილიკის გამოსყიდვას აპირებს. ამის შესახებ Tuttosport-ი წერს. 28 წლის პოლონელი ფორვარდი „იუვეს“ იჯარით შეუერთდა და მიმდინარე სეზონში მან 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ეს იჯარა ტურინელებს 800 000 ევრო დაუჯდათ, ხოლო მისი გამოსყიდვა 7 მილიონი ევრო დაუჯდებათ. წყაროს თანახმად, ეს არის თანხა, რომელიც სრულად შეესაბამება …

სრულად წაკითხვა »

დანი ალვეში: “იუვე” დაცვითი სტილით თამაშობდა და ამიტომ გამიჭირდა”

ბრაზილიის ნაკრების მცველმა დანი ალვეშმა „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ შემტევი ტიპის მცველია და დაცვითი სტილის გუნდში თამაში მისთვის რთული იყო. „თუ ბარსელონაში“ უკიდურესად დაცვითი სტილის მოთამაშეს დააყენებ, აზრი არ აქვს, ისევე, როგორც შემტევი მცველის თამაშს ისეთ გუნდში, რომელიც დაცვას ანიჭებს უპირატესობას. ამის მაგალითი მე ვარ „იუვეში“. ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის ფეხბურთელს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, თანაც 3-მცველიან სქემაში მთელი ფლანგის კონტროლიც და ვინაიდან „იუვე“ ბოლო დროს 3-5-2 სქემით თამაშობს, იანვარში ლატერალის შეძენის საჭიროება დადგა. ჯერჯერობით, დეტალები უცნობია, მაგრამ „იუვეს“ ამ პოზიციის გაძლიერება ზამთარში სურს. მაეჰლეს …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს – არც ტურინში დარჩენას და არც წასვლას. „დავრჩები თუ არა „იუვენტუსში“? ჯერ არ ვიცი, ამაზე საუბრის დრო ახლა არ არის. ეჭვგარეშეა, რომ ჩემი ბოლოდროინდელი თამაშები სხვა გუნდის მოძებნაშიც დამეხმარება, მაგრამ ასევე „იუვესთან“ კონტრაქტის განახლებაზე სასაუბროდაც. …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდი შეიძლება შეუჩერებელი გახდეს. „იუვე“ ჩემი აზრით, როდესაც ჩემპიონატი განახლდება, იქნება გუნდი, რომელსაც უნდა ვადევნოთ თვალი, რადგან სრული შემადგენლობით შეიძლება დამანგრეველი იყოს. ახლა სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნებაზე საუბარი უადგილოდ მეჩვენება, რადგან ამისთვის ორი რთული რამ …

სრულად წაკითხვა »