მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” დირექტორთა საბჭო გადადგა, მათ შორის ანიელიც

“იუვენტუსის” დირექტორთა საბჭო გადადგა, მათ შორის ანიელიც

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭო სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

თანამდებობა დატოვეს პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა და გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ.

ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ანიელი „იუვეს“ პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო. ვინ შეცვლის მას ჯერჯერობით უცნობია.

„იუვენტუსი“ ანდრეა ანიელიმ, პაველ ნედვედმა, მაურიციო არივაბენემ, ლორენს დებრომ, მასიმო დელა რაჯონემ, კეტრიკ ფინკმა, დანიელე მარილუნგომ, ფრანჩესკო რონკალიომ, ჯორჯო ტაკიამ და სუზან კეივუდმა დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ “იუვეს” ახალი დირექტორთა საბჭო 18 იანვარს დაკომპლექტდება. მანამდე გუნდის დროებით ხელმძღვანელობა მაურიციო არივაბენეს დაევალა, რომელიც ასევე გადადგა და 18 იანვრის შემდეგ კლუბს ისიც დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …