მთავარი / სიახლეები (გვერდი 50)

სიახლეები

“იუვემ” ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო, მაგრამ ისევ რთულ ვითარებაშია

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც იქნა ქულები მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჰაიფას „მაკაბი“ დაამარცხა და ზედიზედ ორი წაგების მერე მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანხელ დი მარია იყო, რომელმაც სამი საგოლე პასი გააკეთა. ეს იმის მიუხედავად, რომ ადრიენ რაბიომ ტურინულ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. სწორედ ფრანგმა გახსნა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, …

სრულად წაკითხვა »

“არსენალს” ლოკატელის გადაბირება სურს და “იუვეს” ბარტერს სთავაზობს

ლონდონის „არსენალს“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, მანუელ ლოკატელის გადაბირება სურს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს. წყაროს თანახმად, ლონდონელებს ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურთ და მზად არიან „იუვეს“ ბელგიელი ნახევარმცველი ალებრტ სამბი ლოკონგა გაუცვალონ. საუბარია სუფთა ბარტერზე, ინგლისელები ლოკონგას 30 მილიონ ევროდ აფასებენ და ლოკატელიც ასე შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

იტალიელი ჟურნალისტი: “კვარაცხელიას გაუმართლა, რომ ალეგრისთან არ მოხვდა”

იტალიელმა ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ, რომელიც ტელეკომპანია Rai-ზე მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იხუმრა და თქვა, რომ მას გაუმართლა ლუჩანო სპალეტისთან რომ მოხვდა და არა მასიმილიანო ალეგრისთან. „ნაპოლის“ გარემარბს ძალიან გაუმართლა, რომ ისეთ მწვრთნელს შეხვდა, როგორიც ლუჩანო სპალეტია. შეიძლებოდა, მასიმილიანო ალეგრისთან მოხვედრილიყო, რაც ცხადია, მისთვის გაცილებით უარესი იქნებოდა (იცინის)“, – თქვა ვენერატომ. …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “რთული სტარტის მიუხედავად სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან სიტუაცია რთულია, მაგრამ გუნდს შეუძლია ყველაფრის გამოსწორება და კარგი სეზონის ჩატარება. „მსგავსი დამოკიდებულით უნდა ვითამაშოთ, როგორც „ბოლონიასთან“. ჩემპიონთა ლიგაზე რთული სიტუაცია გვაქვს, მაგრამ მშვიდად და თავდაჯერებული უნდა ვიყოთ. „მაკაბისთან“ 6 ქულის მოპოვებაა საჭირო, რათა „ბენფიკასთან“ თამაში გადამწყვეტი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “შანსი გვაქვს და მჯერა, ჯგუფიდან გავალთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, გუნდს მერვედფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს და ამის სჯერა კიდეც. „სამი დაბრუნებული მოთამაშიდან უნდა გადავწყვიტო ვინ ითამაშებს. ორ თამაშში 0 ქულა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვიგოთ. თუმცა, არ უნდა ვიჩქაროთ ან არ უნდა …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “დი მარიას, ვლაჰოვიჩსა და მილიკს ერთად თამაში შეუძლიათ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ფიქრობს, რომ ანხელ დი მარიას, დუშან ვლაჰოვიჩსა და არკადიუშ მილიკს ერთად თამაში შეუძლიათ. მას დაეთანხმა ფაბრიციო რავანელიც. ფაბიო კაპელო: „რა თქმა უნდა, სამივეს ერთად თამაში შეუძლია. დი მარია „პარი სენ ჟერმენში“ უკვე თამაშობდა ორ თავდამსხმელთან ერთად. მილიკი განსხვავებული სტილის თავდამსხმელია, გუნდისთვის ბევრს მუშაობს. …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე დიდი დროა. იტალიური მედიის ცნობით, ფრანგი ნახევარმცველი სათამაშოდ მზად დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იქნება. პოგბამ ტრავმა ჯერ კიდევ ივლისში მიიღო, თავიდან ოპერაცია არ გაიკეთა, მაგრამ მოგვიანებით ამის გაკეთება მაინც მოუწია, რადგან გაირკვა, რომ ქირურგიული ჩარევის …

სრულად წაკითხვა »

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა და მხოლოდ სპორტდარბაზში ემზადებოდა. მას კუნთების დაზიანება აღენიშნება და ხვალინდელ შეხვედრაში მისი მონაწილეობის მიღება ეჭვის ქვეშაა. გარდა ამისა, წინ „მილანთან“ მატჩია, რაზეც ტურინელებმა უნდა იფიქრონ და დიდი შანსია, მილიკის ტრავმასთან დაკავშირებით რისკზე არ წავიდნენ, რის …

სრულად წაკითხვა »

კიეზამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ როდის შეძლებს თამაშს?

ფედერიკო კიეზა მეორე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბის მიზანია, ფედერიკომ თვის ბოლოს თამაში შეძლოს. საუბარია 25 ოქტომბერს, „ბენფიკასთან“ შეხვედრაში დაბრუნებაზე, უარეს შემთხვევაში კი ნოემბრის დასაწყისში პსჟ-თან ან „ინტერთან“. 13 ნოემბრის შემდეგ ორთთვიანი პაუზა იწყება მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, შესაბამისად, კიეზა იანვარში უკვე 100%-ით და …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ბოლონიას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ ფილიპ კოსტიჩის, დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა. 3 – „იუვენტუსმა“ პირველი ტურის შემდეგ ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გაიტანა. 4 – დუშან ვლაჰოვიჩმა „ბოლონიას“ ბოლო ოთხ მატჩში გაუტანა და მხოლოდ „სამპდორიასთან“ ჰქონდა …

სრულად წაკითხვა »