მთავარი / სიახლეები (გვერდი 52)

სიახლეები

ვლაჰოვიჩი ალეგრისთან მუშაობით უკმაყოფილია და პსჟ-ს დაუკავშირეს

ტურინული გაზეთი Tuttosport-ი წერს, რომ „იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი „პარი სენ ჟერმენის“ სამიზნეა. წყაროს თანახმად, კრისტოფ გალტიეს გუნდში ისეთი ძალისმიერი ფორვარდის ყოლაც უნდა, რადგან ასეთი სტილის მოთამაშე პსჟ-ს შეტევაში პრაქტიკულად არ ჰყავს. როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ვლაჰოვიჩი გალტიეს სიაში პირველი წერია. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები და სხვა კონკრეტული, არაფერი ვრცელდება, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ჩვენთვის ხვალიდან ახალი სეზონი იწყება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ამ მატჩის მოგებაა. „ხვალიდან ახალი სეზონი უნდა დაიწყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი თვე ცუდად ჩავატარეთ და პირველი სამი თამაში კარგი იყო, შემდეგ კი დავნებდით. 9 თამაში ვითამაშეთ, 3 წავაგეთ, 4 ფრედ დავასრულეთ. …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელიმ “მანჩესტერში” გადასვლაზე უარი თქვა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედი“ იწვევდა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა მედიამ გაავრცელა. ლოკატელით ინგლისელები მას შემდეგ დაინტერესებულან, რაც ადრიენ რაბიოს ტრანსფერი ჩაიშალა. თუმცა, იტალიელმა ნახევარმცველმა ტურინული გრანდის დატოვებაზე უარი თქვა და შესაბამისად, მოლაპარაკებებიც არ დაწყებულა. შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელი „იუვენტუსში“ 2021 წლიდან თამაშობს და 49 შეხვედრაში 3 …

სრულად წაკითხვა »

დი მარია: “იუვენტუსში” თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში”

ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ დიდი ოჯახია და ტურინში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. „იუვენტუსი“ სიყვარულია, შესანიშნავი ოჯახი. ჩემთვის აქ ჩამოსვლა მნიშვნელოვანზე უფრო მეტია. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, პირველივე დღიდან“, – თქვა დი მარიამ. შეგახსენებთ, რომ არგენტინელის ტურინული კარიერა არცთუ იდეალურად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო მატჩში …

სრულად წაკითხვა »

ესპანური მედია: “იუვენტუსს” ჟორდი ალბას ტრანსფერი სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო სეზონისთვის მარცხენა მცველს ეძებს, რადგან ალექს სანდროს კონტრაქტი ეწურება და მასთან თანამშრომლობის განახლება არ იგეგმება. როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი წერს, ტურინელები „ბარსელონას“ მცველის, ჟორდი ალბას მიმართ კონკრეტულ ინტერესს იჩენენ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ „იუვეს“ 33 წლის ფეხბურთელის უფასოდ გადაბირება უნდა. ალბას „ბარსასთან“ კონტრაქტი 2024-წლამდე აკავშირებს, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად მატია პერინი დასახელდა. იტალიელმა მეკარემ ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო და „ბოლონიასთან“ მატჩის წინ კუთვნილ ჯილდოს გადასცემენ. სექტემბერში პერინმა 5 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაუშვა, მიუხედავად ამისა, მაინც გამორჩეული იყო და გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. შეგახსენებთ, რომ პერინი „იუვეს“ მეორე მეკარეა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნის გამო …

სრულად წაკითხვა »

ხედირა: “ვამაყობ, რომ “იუვესნაირ” დიდებულ კლუბში ვთამაშობდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც „იუვეში“ მის სადებიუტო თამაშს ეხება. როგორც მან დაწერა, ამაყია, რომ ასეთ დიდებულ კლუბში თამაშობდა. „7 წლის წინ დაიწყო ჩემი კარიერის დიდებული პერიოდი. ისევ ამაყი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ ფანტასტიკური კლუბის ნაწილი ვყოფილიყავი. Forza Juve“, – წერს გერმანელი სოციალურ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსში” კვარაცხელიას დაკარგვას უკვე ნანობენ

ტურინის „იუვენტუსი“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენასთან ძალიან ახლოს 2021 წელს იყო, მაგრამ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კლუბი დატოვა და გარიგება ჩაიშალა. ხვიჩა საბოლოოდ „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, სადაც შესანიშნავი სტარტი აქვს და მთელი იტალია აალაპარაკა. ტურინში კვარას დაკარგვას უკვე ნანობენ. „იუვეს“ ცნობილმა გულშემატკივარმა ფრანჩესკო ოპინიმ ამის შესახებ 7 Gold-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. როგორც …

სრულად წაკითხვა »

პოგბა: “იუვეში” დასაბრუნებლად შესაფერისი მომენტი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვეში“ დაბრუნებისთვის ახლა შესაფერისი მომენტი იყო. „მომწონს ფიქრი და იმის თქმა, რომ ჩემმა გულმა არჩევანი გააკეთა. ალბათ, შესაფერისი დრო იყო დასაბრუნებლად. მანჩესტერში ბოლო სამი წელი ტრავმებითაც იყო განპირობებული, არ იყო ისეთი, როგორც მინდოდა, ეს …

სრულად წაკითხვა »

კონტე: “ეს ჭორები ალეგრის და ასევე ჩემი უპატივცემულობაა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოეხმაურა ჭორებს, რომლის მიხედვით ის ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნებას აპირებს და ტურინელებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. კონტეს განცხადებით, ეს, როგორც მისი, ისე მასიმილიანო ალეგრის უპატივცემულობაა. „ვფიქრობ, ეს არის უპატივცემულობა ალეგრისა და ჩემი, რადგან „ტოტენჰემში“ ვმუშაობ, სეზონი კი ახლახან დაიწყო. ბევრჯერ მილაპარაკია ამ თემაზე და ყოველთვის …

სრულად წაკითხვა »