მთავარი / სიახლეები (გვერდი 49)

სიახლეები

ძამბროტა: “ვლაჰოვიჩი იდეალურ ადგილზეა, მას ბევრად მეტი გოლის გატანა შეუძლია

ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩის წინ ჯანლუკა ძამბროტამ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ძამბროტას ორივე გუნდში უთამაშია, ამიტომაც, ინტერვიუ თითქმის მთლიანად სწორედ ამ გუნდებზე საუბარს დაეთმო. „უპირველეს ყოვლისა სასიამოვნოა ასეთი მატჩების ყურება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ორ გუნდზე, რომლებმაც იტალიური ფეხბურთის ისტორია შექმნეს, საერთაშორისო ასპარეზზეც. გარდა ამისა, ორივე კლუბთან მაკავშირებს მოგონებები, გასაგებია, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” მატია დე შილიო გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატია დე შილიო ტრავმირებულია. იტალიელმა ფეხბურთელმა ჰაიფას „მაკაბისთან“ შეხვედრაში ბარძაყის დაზიანება მიიღო. სამედიცინო გამოკვლევით გაირკვა, რომ მას მინიმუმ 10 დღე მოუწევს უქმობა, შემდეგ კი ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება და დადგინდება, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 8 ოქტომბერს, სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფაბიო მირეტიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. როგორც მან თქვა, „იუვეში“ მოხვედრით ოცნება აუხდა, მაგრამ ახლა მთავარ გუნდში საბოლოოდ დამკვიდრება და ადგილის მოპოვება მის გზის ყველაზე რთული ნაწილია. „იუვენტუსის“ გასახდელში შესვლას გულშემატკივრად შესვლის ეფექტი აქვს. ბავშვობიდან გუნდში ლიდერი ვიყავი, ახალგაზრდულ გუნდში რამდენიმე წელი კაპიტანი ვიყავი, ეს შინაგანად მაქვს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მაკაბი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ჰაიფას „მაკაბი“ ადრიენ რაბიოს დუბლითა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – სრულიად უსაქმოდაა მთელი პირველი ტაიმი, გოლის მომენტში კი კარიდან ცუდად გამოვიდა. ბოლოს გუნდი ერთხელ გადაარჩინა. კუადრადო 6 – მას ყოველთვის რაღაც აკლია, მაგრამ მუდმივად ქმნის …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “ალეგრის გათავისუფლებაზე წუთითაც არ გვიფიქრია”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა. „ალეგრიში ეჭვი ერთი წუთითაც არ შეგვიტანია. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან სანაკრებო პაუზიდან ბიჭები სწორი განწყობით დაბრუნდნენ და ეს „ბოლონიასთან“ გამოჩნდა. ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც კლუბი, ისე მწვრთნელი და ფეხბურთელები, რომ სიმშვიდე მოვიპოვოთ …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “ჩემი თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მეტის გაკეთება შემეძლო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ჰაიფას „მაკაბისთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ თავისი თამაშით უკმაყოფილოა. „გაშვებული გოლი რთული ასახსნელია. მოედანზე კონცენტრირებული და მონდომებულები გავედით, პირადად მე შემეძლო უკეთ თამაში და მეტის გაკეთება, არ ვარ კმაყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ გოლის გატანა მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, მთავარი გამარჯვებაა, ჩვენ ეს გავაკეთეთ …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “გამოჩნდა, “იუვეს” დი მარია რამდენად აკლდა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ თამაში შეაფასა ჰაიფას „მაკაბისთან“ და ანხელ დი მარიას მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. როგორც მან თქვა, არგენტინელი „იუვეს“ ძალიან აკლდა. „ის, რაც მან ამ საღამოს გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა, რამდენად აკლდა დი მარია „იუვეს“. რაბიო? ალეგრი მას ყოველთვის იცავდა. დღეს თამაშის დელიკატურ მომენტში გადამწყვეტი იყო. …

სრულად წაკითხვა »

დი მარია: “საგოლე პასის გაკეთება სიამოვნებას მანიჭებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ ჰაიფას „მაკაბისთან“ გამარჯვებისა (3:1) და სამი საგოლე პასის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მას თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემის გაკეთება სიამოვნებას ანიჭებს. „კარგად ვიმუშავეთ და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა სამი გოლით და რაც მთავარია, შედეგის შესაცვლელად ვიბრძოლეთ. ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო და …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და სწორ გზაზე ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ „მაკაბისთან“ გამარჯვებისა (3:1) და შესრულებული დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან მასიმილიანო ალეგრი ენდობა და გუნდში თავს კარგად გრძნობს. „პირველ რიგში გუნდის დამოკიდებულებით ვარ კმაყოფილი. ბედნიერი ვარ გოლებით, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში ცოტა ნაკლებად, მაგრამ სწორ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ვლაჰოვიჩისთვის ასეთი 4 მომენტიდან 1 გოლი ძალიან ცოტაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჰაიფას „მაკაბისთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უკმაყოფილო დარჩა იმ მონაკვეთით, როცა სტუმრებმა გოლი გაიტანეს და ანგარიშის გათანაბრებაც რამდენჯერმე შეეძლოთ. „ანხელმა შესანიშნავად ითამაშა, ბოლო პასის გაკეთებაში ის საოცარია, ეს იყო მისი პირველი რეალური თამაში დიდი ხნის შემდეგ. თამაშის უარყოფითი ბოლო ნაწილი? …

სრულად წაკითხვა »