მთავარი / სიახლეები (გვერდი 51)

სიახლეები

“იუვეს” ფეხბურთელებსა და ფანებს შორის ურთიერთობა დაძაბულია

ტურინის „იუვენტუსის“ ფანებსა და ფეხბურთელებს შორის ვითარება დაძაბულია და სიტუაცია ვერც „ბოლონიასთან“ გამარჯვებამ შეცვალა. „ალიანც სთედიუმი“ ბოლო პერიოდში მხოლოდ სანახევროდ ივსება, რაც ბილეთების ძალიან მაღალი ფასისა და გუნდის ცუდი შედეგებითაა გამოწვეული. „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ ფანებმა ფეხბურთელებს ტრიბუნებთან უხმეს, რათა გამარჯვება ერთად ეზეიმათ, მაგრამ მოთამაშეებმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს და გასახდელში …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” კრისტიანო ჯუნტოლი დაუკავშირეს

ტურინის „იუვენტუსის“ მენეჯმენტს „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი დაუკავშირეს. La Repubblica-ს ცნობით, ტურინელებმა პირველი ნაბიჯის გადადგმა სცადეს, რათა გამოეცადათ ნიადაგი და გაიგონ, რამდენად შესაძლებელი იქნება „ნაპოლიდან“ მისი გადაბირება. ჯუნტოლის ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირეს. მან არაერთი კარგი ტრანსფერი გაჩარხა, მათ შორის, „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაც მისი დამსახურებაა. ტურინელები ამ …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “იუვემ” კარგი პრესინგით და მაღალი რიტმით ითამაშა”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „ბოლონიასთან“ კლაუდიო მარკიზიომ შეაფასა და თავისი ყოფილი გუნდი შეაქო. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მაღალ რიტმში ითამაშა და მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა. „პირველ ტაიმში „იუვეს“ გაუჭირდა ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარგი პრესინგით და მაღალი რიტმით თამაშობდა. „იუვე“ კარგი იყო, თუ „ბოლონია“ სახიფათოდ ვერ უტევდა, ეს „ბიანკონერის“ დამსახურებაა. …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზამ ვარჯიში დაიწყო

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ ვარჯიში დაიწყო. 24 წლის ფეხბურთელი დღეს გუნდთან ერთად ნაწილობრივი და ეტაპობრივი მზადების პროცესს შეუდგა. კიეზა იანვრის შემდეგ ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ უთამაშებელია და ჯერჯერობით, მას რამდენიმე თამაშის გამოტოვება კიდევ მოუწევს, მაგრამ ტურინელთა მიზანია, რომ ფედერიკომ თამაში მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე მოახერხოს. შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “მთავარია დაცვაში კარგი თამაში, გოლის გატანა ყოველთვის შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალექს სანდრომ „ბოლონიასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გამარჯვება გუნდური თამაშით მოიპოვეს. „ამ კვირაში სწორი მენტალიტეტით ვიმუშავეთ. სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა, ეს მოვახერხეთ თავმდაბლობით და გუნდური თამაშით. ყველამ მარტივი რაღაცები უნდა გავაკეთოთ: დღეს ეს შევძელით, დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან ვიცით, რომ შეტევაში ადრე …

სრულად წაკითხვა »

კოსტიჩი: “სადებიუტო გოლით ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფილიპ კოსტიჩმა „ბოლონიასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც სადებიუტო გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა ძალიან ბედნიერია, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო. „ძალიან ბედნიერი ვარ პირველი გოლით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გამარჯვებით, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასე უნდა გავაგრძელოთ, მადლობა ვლაჰოვიჩს საგოლე პასისთვის და იმედი მაქვს, მალე მეც …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს და ჯერ გამოსასწორებელი ბევრი რამ აქვთ. „სულისკვეთება და კომპაქტურობა მომეწონა ყველაზე მეტად, რაც გვქონდა მთელი თამაშის განმავლობაში გარდა პირველი ტაიმის ბოლო ნაწილისა. დამსახურებული და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ თავმდაბლობა უნდა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ბოლონია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ ფილიპ კოსტიჩის, დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით 3:0 დაამარცხა და 31 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – ის დაბრუნდა ძირითადში იმ საღამოს, როცა პერინი გასული თვის MVP-ის ტიტულით დააჯილდოვეს, რომელიც „იუვეს“ ტიფოზებისგან მიიღო. პოლონელს ბევრი საქმე …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, თუმცა დადებითი ნიშნები დავინახე”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „ბოლონიასთან“ (3:0) ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეს დადებითი ნიშანი იყო, მაგრამ კლუბს სამუშაო ძალიან ბევრი აქვს. „შეტევაში „იუვე“ უფრო ენერგიული, გადამწყვეტი და კონკრეტული იყო. ბევრი დადებითი ნიშანი იყო, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუმცა, ეს კარგის ნიშანია შემდეგი მატჩებისთვის, რომლებიც ფუნდამენტურია „იუვესთვის“. ვლაჰოვიჩმა …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” მოუგებელი სერია შეწყვიტა

„იუვენტუსმა“ ერთთვიანი პაუზის შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა. სერია A-ს მერვე ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ბოლონიას“ უმასპინძლა და იოლად, 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში ანგარიში ფილიპ კოსტიჩმა დუშან ვლაჰოვიჩის პასით გახსნა. ზოგადად, პირველი ნახევარი „იუვეს“ კარგად არ ჩაუტარებია და ერთბურთიანი უპირატესობა რომ მოიპოვა, ამითაც კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. გაცილებით კარგი იყო მეორე ტაიმში, …

სრულად წაკითხვა »