მთავარი / სიახლეები (გვერდი 196)

სიახლეები

პიანიჩი: “იუვე” მიყვარს და სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ არ გამოვიდა”

სტამბოლის „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნება ძალიან სურდა და იყო მოლაპარაკებები, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ტრანსფერი არ გამოვიდა. „იუვენტუსთან“ იყო კონტაქტი და ჩემს აგენტთან შეხვედრა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი ადვილი არ არის. სიამოვნებით დავბრუნდებოდი ტურინში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ალეგრისთან ისევ მემუშავა. ის ასეთ …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “დიბალამ იცის, რომ მას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება”

„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ Tuttosport-თან ისაუბრა „ნაპოლისთან“ მატჩზე. კლაუდიო ფიქრობს, რომ თუ „იუვე“ დამარცხდება, პანიკის შექმნა საჭირო არ არის და სურს ისეთი თამაში იხილოს „იუვენტუსისგან“, როგორც უდინეში ითამაშა. „ალეგრიმ ძალიან კარგად იცის, როგორ დააბრუნოს ყველა სწორ გზაზე, არ იფიქროს კალენდარზე და იმაზე, რაც ადრე მოხდა. ის თამაშებს ცალკე გამოყოფს, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ნაპოლისთან”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა, რომელშიც ძალიან ბევრი დანაკლისია და ასე გამოიყურება: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი, დე ვინტერი ნახევარმცველები: რემზი, მაკკენი, ბერნარდესკი, რაბიო, კულუშევსკი, მირეტი თავდამსხმელები: მორატა, კინი, სულე შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი …

სრულად წაკითხვა »

ჩეფერინი: “კმაყოფილი ვიქნები “იუვენტუსი” უეფას თუ დატოვებს”

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა მადრიდის „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ამ კლუბებს არაკომპეტენტური მმართველები ჰყავთ. „წინააღმდეგი არ ვიქნები თუ „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ დაგვტოვებენ. ძალიან სასაცილოა, რომ მათ ახალი ტურნირის შექმნა სურთ და ამავე დროს უნდათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. მათ უბრალოდ არაკომპეტენტური მმართველები …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. „იუვე“ ამ შეხვედრას ძალიან დიდი დანაკლისით ხვდება და გუნდს უამრავი ფეხბურთელი დააკლდება. ტრავმების გამო ფედერიკო კიეზა, აარონ რემზი, კაიო ჟორჟე და არტური ვერ ითამაშებენ, ხოლო სამხრეთ ამერიკიდან სანაკრებო პაუზის შემდეგ მხოლოდ შაბათ დილით დაბრუნდებიან დანილო, ალექს სანდრო, პაულო დიბალა …

სრულად წაკითხვა »

კერუბინი რონალდუზე, კინზე, დიბალაზე, დონარუმაზე, ჰოლანდზე…

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კერუბინიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუზე, მოიზე კინზე, პაულო დიბალაზე და სხვა. კერუბინის თქმით, რონალდუს ტრანსფერი ერთი თვით ადრე რომ განხორციელებულიყო, უკეთესი იქნებოდა. „უდინეზესთან“ მატჩის კვირამდე მკაფიო სიგნალები გვქონდა, რომ რონალდუ გუნდში დარჩებოდა. თუმცა, გარკვეული გადაწყვეტილებები არ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ისტორიაში პირველად, რადგან ტურნირზე ჯგუფური ეტაპი ასევე პირველადაა. „იუვემ“ წარმატებით დაძლია სამი საკვალიფიკაციო ეტაპი და ბოლო წრეში ალბანური „ვლაჟნია“ დამაჯერებლად დაამარცხა. ტურინელებს პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული, ხოლო შინ ანდრეა სტასკოვას გოლით 1:0 მოიგეს და ორი მატჩის ჯამში 3:0 იმარჯვეს. „იუვენტუსი“ …

სრულად წაკითხვა »

“ნაპოლისთან” კიეზას თამაში გამოირიცხა, “იუვეს” ბევრი ფეხბურთელი დააკლდება

ფედერიკო კიეზა „ნაპოლისთან“ არ ითამაშებს. „იუვენტუსის“ ვებგვერდმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. კიეზამ იტალიის ნაკრების შეკრებაზე კუნთებზე დისკომფორტი იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევამ დაზიანება არ დაადასტურა, მაგრამ კლუბმა ფეხბურთელთან შეთანხმებით გადაწყვეტილება მიიღო და სიფრთხილის გამო ფეხბურთელი ნეაპოლში არ ითამაშებს. „იუვეს“ დანაკლისი ძალიან დიდია. გუნდს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები მხოლოდ პარასკევ საღამოს შეუერთდებიან, როცა გუნდი …

სრულად წაკითხვა »

ზეედორფი: “იუვენტუსს” მუცელი სავსე აქვს”

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა იტალიის ჩემპიონატის ფავორიტებად „მილანი“ და „ინტერი“ დაასახელა. ნიდერლანდელი ფიქრობს, რომ „იუვენტუსი“ მშიერი აღარ არის და ამიტომაც, ტიტულის მოსაგებად საკმარისი სურვილი არ აქვს. „იუვენტუსი“? ვფიქრობ, რომ მათ მუცელი სავსე აქვთ. ისინი ცდილობენ ფეხზე წამოდგომას თავიანთი ციკლის შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ მოსაგებად გარკვეული დრო დასჭირდებათ. …

სრულად წაკითხვა »

კიეზას დაზიანება არ აქვს, მაგრამ “ნაპოლისთან” მისი თამაში მაინც საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას არანაირი სერიოზული დაზიანება არ აქვს, მაგრამ „ნაპოლისთან“ მისი თამაში მაინც საეჭვოა. კიეზამ კუნთის პრობლემის გამო იტალიის ნაკრების შეკრება ვადაზე ადრე დატოვა და სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რომელმაც დაზიანება არ აჩვენა. როგორც იტალიური მედია წერს, ახლა საბოლოო გადაწყვეტილება მასიმილიანო ალეგრიზე იქნება, რომელიც დიდი ალბათობით, რისკზე არ წავა …

სრულად წაკითხვა »