მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “დიბალამ იცის, რომ მას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება”

მარკიზიო: “დიბალამ იცის, რომ მას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება”

„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ Tuttosport-თან ისაუბრა „ნაპოლისთან“ მატჩზე. კლაუდიო ფიქრობს, რომ თუ „იუვე“ დამარცხდება, პანიკის შექმნა საჭირო არ არის და სურს ისეთი თამაში იხილოს „იუვენტუსისგან“, როგორც უდინეში ითამაშა.

„ალეგრიმ ძალიან კარგად იცის, როგორ დააბრუნოს ყველა სწორ გზაზე, არ იფიქროს კალენდარზე და იმაზე, რაც ადრე მოხდა. ის თამაშებს ცალკე გამოყოფს, არ უნდა იფიქრონ რეიტინგში ქულებზე, არამედ მხოლოდ „ნაპოლისთან“ გამარჯვებაზე.

დამარცხების შემთხვევაში პანიკა არ უნდა იყოს, მაგრამ ვინაიდან იტალიურ ფეხბურთს ვიცნობ, პანიკა იქნება, სასტიკი კრიტიკა. „იუვენტუსში“ ამას შეჩვეულები არიან და იციან, როგორ უნდა მართონ სიტუაცია. ეჭვგარეშეა, რომ „ნაპოლისთან“ 3 ქულის მოპოვება რთული იქნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვნახო „იუვენტუსი“, რომელიც უდინეში იყო: მკაცრი, ცივსისხილიანი. მინდა ასეთი თამაში ვნახო.

დიბალა? პაულოს აუცილებლად ბევრი პასუხისმგებლობა დაეკისრება, მან ეს იცის. დიბალას ესმის, რომ გასული სეზონიდან გამომდინარე „იუვეს“ წინაშე ვალშია“, – თქვა მარკიზიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …