მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 33)

Sofo Erkvania

ალეგრი: “გუნდურად უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლო მატჩებში”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კრემონეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, სეზონის განახლება ყოველთვის რთულია და თამაშს დიდი ყურადღებით უნდა მიუდგნენ. „52-დღიანი პაუზის შემდეგ ხვალ ისევ ვითამაშეთ და რთული თამაში გველოდება. ბოლო ორ საშინაო მატჩში „კრემონეზეს“ გოლი არ გაუშვია, „ნაპოლისთანაც“ აგრესიულად ითამაშეს. თავმდაბლობა უნდა შევინარჩუნეთ და თამაშს …

სრულად წაკითხვა »

დი მარია და პარედესი “იუვეს” 2 იანვარს შეუერთდებიან, რაბიო – უფრო ადრე

ტურინის „იუვენტუსს“ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, გარდა სამი მოთამაშისა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მიიღეს მონაწილეობა. იტალიური მედია წერს, რომ ადრიენ რაბიო კონტინასას ბაზაზე 29 დეკემბერს დაბრუნდება, ხოლო ანხელ დი მარიასა და ლეანდრო პარედესს უფრო ხანგრძლივი შვებულება ერგოთ. ისინი გუნდს მხოლოდ 2 იანვარს შეუერთდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ფეხბურთელის თამაში …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “გადადგომა ადვილი არ იყო, მაგრამ “იუვე” ყველაფერზე მაღლა დგას”

ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ აქციონერთა კრებაზე სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო „იუვეს“ პრეზიდენტობა. „მინდა წარმატებები ვუსურვო ჯანლუკა ფერეროს და მაურიციო სკანავინოს, რომელიც დღეს აქ არის. გადადგომის გადაწყვეტილება ადვილი არ იყო. მე ყველაფერი გავიღე იმ შედეგების მისაღწევად, რაც მოედანზე და მის მიღმა გვქონდა. ეს …

სრულად წაკითხვა »

ლუჩანო მოჯი: “იუვეს” არაფერი მოუპარავს, იმას გვაბრალებდნენ, რასაც სხვები აკეთებდნენ”

ლუჩანო მოჯი „იუვენტუსის“ აქციონერთა კრებას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა და ანდრეა ანიელის პრეზიდენტობისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს აპლოდისმენტები ჩემში აღელვებას იწვევს. ბევრს უკვირს, რატომ ვითხოვე სიტყვით გამოსვლა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ანიელის, 9 სკუდეტოს მოგება ადვილი არაა. ვინც შიდა სამზარეულოში მუშაობას, ეს კარგად იცის რა რთულია. ეს კლუბი არასოდეს იცავდა თავს …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” დი მარიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ტურინის „იუვენტუსს“ ანხელ დი მარიას შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ტურინელები 34 წლის არგენტინელთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. დი მარიას „იუვესთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მისი ერთი წლით განახლება სურთ. ცნობილია, რომ დი მარიას მშობლიურ „როსარიო სენტრალში“ სურს კარიერის დასრულება, მაგრამ შესაძლოა სამშობლოში დაბრუნება …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ილინგ-ჟუნიორს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ სამუელ ილინგ-ჟუნიორს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმად, ინგლისელი ფეხბურთელი გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. 19 წლის შემტევის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა. ის ამ სეზონამდე 23-წლამდე გუნდში თამაშობდა, მაგრამ მთავარ გუნდში შანსი გამოიყენა, ორი საგოლე პასი გააკეთა და მასიმილიანო ალეგრიმ ის პირველ გუნდში საბოლოოდ დააწინაურა. სამუელმა ორიოდ დღის …

სრულად წაკითხვა »

ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონი “იუვედან”

ტურინის „იუვენტუსს“ ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს – 27 ფეხბურთელი. საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მაშინ მოიგეს, როცა „იუვეს“ რიგებში ირიცხებოდნენ. 1934 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა „იუვეს“ 9 იტალიელი ფეხბურთელი – ბერტოლინი, ვარლიენი, კალიგარისი, ბორელი, კომბი, ფერარი, მონტი, ორსი და როზეტა. 1938 წელს იტალიის ნაკრებში ორი იუვენტინო იყო – …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ამ თამაშმა დაამტკიცა, რომ კლუბი ახალგაზრდულ სექტორში კარგად მუშაობს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „არსენალთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები შეაქო. „პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო სინიშა მიხაილოვიჩისა და მარიო სკონჩერტის ოჯახებს მათი გარდაცვალების გამო. რთული მატჩი იყო, „არსენალი“ ტექნიკური გუნდია, რომელიც პრემიერლიგის ლიდერია. ჩვენ მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთი გვყავდა და დაცვით ფაზაში კარგად ვითამაშეთ. კარგი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “არსენალი” სტუმრად დაამარცხდა [VIDEO]

ტურინის “იუვენტუსმა” ამხანაგური მატჩი ლონდონის “არსენალთან” ჩაატარა და გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ძალიან გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, თან მოსამზადებელ ეტაპზე პირველი სპარინგი იყო და “არსენალი” გაცილებით ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდა, “იუვემ” მეტოქეს 2:0 მაინც აჯობა.

სრულად წაკითხვა »

ბონუჩიმ ტრავმა მიიღო, კიეზა “არსენალთან” ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემია გრძელდება. ლეონარდო ბონუჩი ვარჯიშზე დაშავდა და მყესის დაზიანება აღენიშნება. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ვეტერანი მცველი 10 დღე დაისვენებს და მომდევნო სამედიცინო გამოკვლევა სწორედ 10 დღეში ჩაუტარდება, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა შეფასდება. გარდა ამისა, გუშინ ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო ფედერიკო კიეზამ. იტალიური მედიის ინფორმაციით, სერიოზული არაფერია, …

სრულად წაკითხვა »