მთავარი / Sofo Erqvania (გვერდი 30)

Sofo Erqvania

შჩესნი: “მინდა ყველაფერი მოვიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ კლუბთან კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელის განცხადებით ძალიან ბედნიერია, რადგან კლუბმა ნდობა გამოუცხადა. „აღფრთოვანებული ვარ, რომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გავახანგრძლივე. ბოლო წლებში ბევრს ვმუშაობდი, რომ გავმხდარიყავი ამ საოცარი და ისტორიული გუნდის პირველი ნომერი. ახლა მზად ვარ უფრო შორს ისტორიის დასაწერად. შესანიშნავი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: შჩესნიმ “იუვესთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ ვიცეხ შჩესნის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. პოლონელი ტურინში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო ფინანსური საკითხები არ გახმაურებულა. შჩესნი „იუვეს“ 2017 წლის ზაფხულში „რომადან“ შეუერთდა და მას შემდეგ ტურინული გუნდის კარი 84 შეხვედრაში დაიცვა.   La meravigliosa storia tra @13Szczesny13 e la Juventus …

სრულად წაკითხვა »

ანიელის გეგმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე

ტურინის „იუვენტუსში“ ბოლო დროს მთავარი მწვრთნელის საკითხი ისევ აქტუალური გახდა. La Repubblica კი მაურიციო სარის მომავალი ბედის შესახებ წერს. იტალიური მედიის ცნობით, გამოცდილ სპეციალისტს სამსახურს მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუნარჩუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზაფხულში გუნდის დატოვება მოუწევს. ანდრე ანიელის სარის შემცვლელად ორი მწვრთნელი ჰყავს შეგულებული. პირველი ვარიანტი პეპ გვარდიოლაა, …

სრულად წაკითხვა »

კანავარო: “იუვე” ბევრი გაშვებული გოლით შორს ვერ წავა”

იტალიის სერია A ბოლო წლებისგან განსხვავებით საოცარი დაძაბულობით გამოირჩევა და სკუდეტოსთვის სამი გუნდი იბრძვის. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფაბიო კანავარომ ამასთან დაკავშირებით Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა. “სარის „იუვე“ „ნაპოლისგან“ განსხვავდება? ეს ნორმალურია, რადგან ფეხბურთელებს სხვა თვისებები აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერლიგის გამოცდილების შემდეგ მაურიციო იცის, რომ მართოს ჩემპიონი გუნდი. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

Sun: “იუვენტუსი” მზადაა ზაფხულში გვარდიოლა გადაიბიროს

პეპ გვარდიოლა იტალიაში შესაძლოა იმ ჭორებიდან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდეს, როდესაც მასიმილიანო ალეგრის შემცვლელად სახელდებოდა. The Sun-ი წერს, რომ ანდრეა ანიელი დიდი ხანია ესპანელით მოხიბლულია და ყველაფერს გააკეთებს, რომ დამდეგ ზაფხულში ის შავ-თეთრ ბანაკში გადაიბიროს. საინტერესოა, რომ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ წარმატებული სეზონი არ აქვს, რამაც შესაძლოა მისი გუნდიდან წასვლა გამოიწვიოს. …

სრულად წაკითხვა »

ანიელიმ “იუვეს” პრობლემები სარისთან პირადად განიხილა

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გუნდის მიერ ნაჩვენებით თამაშით და შედეგებით შეშფოთებულია და მაურიციო სარის შეხვდა. შეხვედრა გუშინ საღამოს ტურინის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შედგა. ანიელიმ სარისთან პირისპირ განიხილა გუნდში არსებული მდგომარეობა, თუმცა უფრო მეტი დეტალი უცნობია. ოდნავ მოგვიანებით მათ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩიც შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ შაბათს „ვერონასთან“ …

სრულად წაკითხვა »

კობოლი ჯილი: “ჰკითხეთ პარატიჩის რატომ უნდოდა დიბალას გაყიდვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ „ვერონასთან“ წაგების შემდეგ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მას რამდენიმე კითხვა აქვს ხელმძღვანელობის მიმართ – რატომ უნდოდათ დიბალას გაყიდვა და რატომ გაათავისუფლეს ალეგრი. „მე სარის მიმართ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, მაგრამ არ მინდოდა წითელ ჯვარზე მეცვა. პარატიჩიმ თქვა, რომ დიბალა საუკეთესო ფეხბურთელია, მაშინ აგვიხსნას …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს”, “ინტერის” და “ლაციოს” უახლოესი კალენდარი

იტალიის სერია A-ში ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბა. „იუვენტუსს“ და „ინტერს“ 54-54 ქულა აქვთ, „ლაციოს“ 53 და ისიც ჩართულია სკუდეტოსთვის ბრძოლაში. მომდევნო ტურში ძალიან საინტერესო მატჩია, „ლაციო“ – „ინტერი“ და შორს არც „იუვე“ – „ინტერის“ დაპირისპირებაა, რომელიც 1 მარტს ტურინში გაიმართება. წარმოგიდგენთ სამივე გუნდის კალენდარს სწორედ ხსენებულ შეხვედრამდე: იტალიის თასი, 1/2 …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი იტალიის ნაკრებზე, კიელინიზე, ბერნარდესკიზე და სერია A-ზე…

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Sky Sport-თან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. ბუნებრივია, მთავარი თემა დამდეგი ევროპის ჩემპიონატი და „სკუადრა აძურას“ დაკომპლექტება იყო. გარდა ამისა, მანჩინიმ სერია A-ში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე, ჯორჯო კიელინიზე და ფედერიკო ბერნარდესკიზე გააკეთა კომენტარი: „ბედნიერი ვიქნებით ევროპის ჩემპიონატზე თუ გავიმარჯვებთ, რადგან ძალიან დიდი ხანია ეს ტურნირი არ …

სრულად წაკითხვა »

იტალიური მედია: “იუვეს” ქომაგების ნაწილს ალეგრის დაბრუნება უნდათ

ტურინის „იუვენტუსის“ გულშემატკივართა ნაწილი მაურიციო სარის მუშაობით უკმაყოფილოა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „იუვემ“ „ვერონასთან“ წააგო. La Repubblica წერს, რომ ტიფოზების ნაწილს კლუბში მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება სურთ. ფანებისთვის გაუგებარია სარის სათამაშო სისტემა და ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ალეგრის „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ ისვენებს. თუმცა, მის შესაძლო დაბრუნებაზე უფრო ხელჩასაჭიდი და …

სრულად წაკითხვა »