მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 34)

Sofo Erkvania

პოგბას დაბრუნების დრომ გადაიწია

პოლ პოგბას პრობლემებს დასასრული არ უჩანს. ფრანგი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების დრომ კიდევ გადაიწია. ტურინელთა გეგმა იყო, რომ პოგბა 13 იანვარს, „ნაპოლისთან“ მატჩისთვის მზად ყოფილიყო, მაგრამ ფრანგი სირბილის დაწყებას დღემდე ვერ ახერხებს, რის გამოც მისი დაბრუნება იანვრის ბოლომდე მინიმუმ ვერ მოხერხდება. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ ტრავმა ივლისში მიიღო და მას შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” “ნაპოლის” სპორტული დირექტორის გადაბირება სურს

ტურინის „იუვენტუსში“ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და კლუბი ახალ სპორტულ დირექტორს ეძებს. გავლენიანი იტალიური მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ ტურინელთა მთავარი სამიზნე „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლია. მისი ფიგურა ტურინში ძალიან მოსწონთ და დიდი შანსია, რომ ჯუნტოლიმ ფედერიკო კერუბინი შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ ჯუნტოლის გარდა, „იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ ჯუზეპე მაროტას, რომელთანაც კლუბს ყოველდღიური კონტაქტი …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ “იუვენტუსისგან” 20 მილიონ ევროს ითხოვს

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსისგან“ 19.9 მილიონი ევროს მიღება სურს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს კლუბმა არ გადაუხადა. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება. წყაროს თანახმად, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ამ თანხის გადახდას რონალდუს დაჰპირდა, როცა პანდემიის დროს ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია. „იუვენტუსში“ აცხადებენ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელთან დავალიანება არ აქვთ, მაგრამ 37 წლის …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “დროა უფრო მეტად იუვენტინოები ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ალესანდრო დელ პიერომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კლუბს მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც მან თქვა, ახლა არის დრო, როცა უფრო მეტად „იუვენტინობაა“ საჭირო. „იუვენტუსი“ ჩემი ცხოვრების ნაწილია და არცთუ პატარა. ჩემი ისტორიიდან გამომდინარე, არასდროს ვიქნები დაკავშირებული სხვა ფერებთან. როგორც ყველა გულშემატკივარი, მეც დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” დელ პიეროს ვიცე-პრეზიდენტობას შესთავაზებს

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ალესანდრო დელ პიეროს „იუვენტუსში“ დაბრუნება რეალურია. კლუბის ახალი პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო მენეჯმენტის დაკომპლექტებაზე მუშაობს და პირველი, ვისაც სამსახურს შესთავაზებს, დელ პიეროა. როგორც წყარო წერს, ალექსი დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მაგრამ ჯერ სურს კლუბის გეგმებსა და პროექტს გაეცნოს და პასუხი ამის შემდეგ გასცეს. დელ …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “იუვენტუსი” ნებისმიერ ადამიანსა და პრეზიდენტზე მაღლა დგას”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა, რომ გადადგომა ჯონ ელკანთან შეთანხმების შედეგად გადაწყვიტა. „არჩევანი ჯონ ელკანთან ურთიერთშეთანხმებით გაკეთდა. „იუვენტუსი“ ნებისმიერ ადამიანზე მაღლა დგას, ვინც მას ოდესმე ხელმძღვანელობდა და უხელმძღვანელებს“, – თქვა ანიელიმ. შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი „იუვენტუსის“ პრეზიდენტი 2010 წლიდან იყო და ამ პერიოდში გუნდმა 19 ტიტული მოიგო.

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ელკანის მხარდაჭერა სასიამოვნოა, ანიელი ჩემი მეგობარია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჯონ ელკანის მადლობელია, ანდრეა ანიელისთან კი მეგობრობას აგრძელებს. „ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა აქციონერების სიახლოვის შეგრძნება და ამიტომ, მადლობას ვუხდი ჯონ ელკანს ამ სიტყვებისთვის. მუშაობის და გამარჯვების ამ წლებში, ყოველთვის შემეძლო ანდრეა ანიელის მხარდაჭერის იმედი …

სრულად წაკითხვა »

ჯონ ელკანი: “ბორდის გადადგომა პასუხისმგებლობის აქტია”

ტურინის „იუვენტუსის“ მფლობელმა ჯონ ელკანმა ანდრეა ანიელისა და დირექტორთა საბჭოს გადადგომის შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. მან ანიელის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ძალიან კარგი მომავალი უნდა ააშენონ. „იუვენტუსის“ დირექტორატის გადადგომა პასუხისმგებლობის აქტს წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ კლუბის ინტერები მთავარია. ახალი ბორდი შეიქმნება იანვარში, ტექნიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით მაღალი პროფესიონალებისგან …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო დაბრუნებაზე: “კლუბთან ჩემი კავშირი ღრმაა, ტურინში სახლიც მაქვს”

ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსს“ დაუკავშირეს და მას კლუბის ახალ დირექტორთა საბჭოში მოიაზრებენ, მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა. თავად დელ პიეროს ამ საკითხზე უკვე ჰკითხეს და ალექსმა არაფერი გამორიცხა, როგორც თქვა, კლუბთან მისი კავშირი ძალიან ღრმაა და ტურინში სახლი აქვს. „იუვენტუსში“ 20 წელი გავატარე, გუნდს სერია B-შიც გავყევი, ჩემი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“ ახალი პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო იქნება. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ფერერო Exor-მა შეარჩია და ამ პოსტისთვის იდეალურ ვარიანტად მიაჩნიათ. ის დიდი ხანია ელკანების კომპანიაში მუშაობს, მაგრამ ფეხბურთში აქამდე არ უმუშავია და შესაბამისად, სპორტული კუთხით მასზე ბევრი არაფერია ცნობილი. აღსანიშნავია, რომ კლუბის დირექტორთა საბჭო 18 იანვარს დაკომპლექტდება, …

სრულად წაკითხვა »