მთავარი / Giorgi Kheladze (გვერდი 18)

Giorgi Kheladze

ზეედორფი: “იუვენტუსს” მუცელი სავსე აქვს”

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა იტალიის ჩემპიონატის ფავორიტებად „მილანი“ და „ინტერი“ დაასახელა. ნიდერლანდელი ფიქრობს, რომ „იუვენტუსი“ მშიერი აღარ არის და ამიტომაც, ტიტულის მოსაგებად საკმარისი სურვილი არ აქვს. „იუვენტუსი“? ვფიქრობ, რომ მათ მუცელი სავსე აქვთ. ისინი ცდილობენ ფეხზე წამოდგომას თავიანთი ციკლის შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ მოსაგებად გარკვეული დრო დასჭირდებათ. …

სრულად წაკითხვა »

კიეზას დაზიანება არ აქვს, მაგრამ “ნაპოლისთან” მისი თამაში მაინც საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას არანაირი სერიოზული დაზიანება არ აქვს, მაგრამ „ნაპოლისთან“ მისი თამაში მაინც საეჭვოა. კიეზამ კუნთის პრობლემის გამო იტალიის ნაკრების შეკრება ვადაზე ადრე დატოვა და სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რომელმაც დაზიანება არ აჩვენა. როგორც იტალიური მედია წერს, ახლა საბოლოო გადაწყვეტილება მასიმილიანო ალეგრიზე იქნება, რომელიც დიდი ალბათობით, რისკზე არ წავა …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” სტადიონი 10 წლისაა

ტურინის „იუვენტუსის“ სტადიონი, „ალიანც სთედიუმი“ ზუსტად 10 წლისაა. 2011 წლის 8 სექტემბერს, არენა ინგლისურ „ნოთს ქაუნთისთან“ ამხანაგურ მატჩში საზეიმოდ გაიხსნა. „იუვემ“ „ალიანც სთედიუმზე“ ამ პერიოდში 262 თამაში ჩაატარა, საიდანაც 78% მოიგო, ხოლო 93% თამაშების არ წაუგია. გაიტანა 558 გოლი, ყველაზე მეტი 60 გოლი კი ამ სტადიონზე პაულო დიბალას აქვს გატანილი. …

სრულად წაკითხვა »

ვესტონ მაკკენი აშშ-ს ნაკრებიდან გარიცხეს, მიზეზი მორიგი უდისციპლინობაა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდიდან გაუშვა. ამის მიზეზი კოვიდპროტოკოლის დარღვევა გახდა. მაკკენიმ ჯერ ფანებთან ფოტოები გადაიღო და მერე სასტუმროს ნომერში უცხო პირი მიიყვანა, რაც კოვიდრეგულაციებით აკრძალული იყო. ამან, აშშ-ს თავკაცის გაბრაზება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მაკკენი პირველად არ არღვევს რეგულაციებს და იგივე გასულ სეზონში „იუვენტუსშიც“ გააკეთა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ზარალი წელს 190 მილიონ ევროს შეადგენს

ტურინის „იუვენტუსის“ 2020-2021 ფინანსურ წელს 190.7 მილიონი ევროს ზარალით დაასრულებს, რაც წინა წელზე ორჯერ მეტია. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. „იუვენტუსი“ პანდემიის შედეგებს იღებს საკუთარ თავზე, რის გამოც გასული სეზონი მთლიანად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარა. გარდა ამისა, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზეც წარუმატებლად ითამაშა, რის გამოც ფინანსური ზარალი გაიზარდა. გარდა ამისა, ეს …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას ტრავმა აქვს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას ტრავმა აქვს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, იტალიელი შემტევი კუნთის დაზიანების გამო დღეს იტალიის ნაკრების შეკრებას დატოვებს და ტურინში დაბრუნდება. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი და შეძლებს თუ არა კიეზა „იუვეს“ დახმარებას უახლოეს მატჩში „ნაპოლის“ წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ „ნაპოლისთან“ თამაში სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების გარეშე მოუწევს, რომლებიც …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “რონალდუს “იუვედან” წასვლა ალოგიკური არაა”

იტალიური „პარმას“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსიდან“ კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე კომენტარი გააკეთა. როგორც 43 წლის მეკარემ აღნიშნა, პორტუგალიელის არჩევანში ალოგიკური და გასაკვირი არაფერია. „იუვენტუსში“ გარდამავალი პერიოდია, არ ვიცი თაობათა ცვლა არის თუ გუნდის ჩონჩხი იცვლება, მაგრამ გუნდს გარკვეული ვალდებულების მოხდა უწევს. რონალდუ? ვფიქრობ, არცერთი გულშემატკივარი მისი წასვლით გაკვირვებული არ უნდა იყოს. …

სრულად წაკითხვა »

დიბალა დე ლიხტის ოდენობის ხელფასს ითხოვს

ტურინის „იუვენტუსსა“ და პაულო დიბალას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. მხარეები უახლოეს დღეებში უნდა შეხვდნენ, მაგრამ დიბალა კლუბისგან იმავე ოდენობის ხელფასს ითხოვს, რასაც მატიას დე ლიხტი იღებს. ნიდერლანდების წმინდა ხელფასი 8 მილიონი ევროა, მაგრამ ბონუსების ჩათვლით 12 მილიონს იღებს. ტურინელები კი ფინანსური კრიზისის ჟამს …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “ევრო 2020-ზე ფიქრი აღარ შეიძლება, მომავალი განსხვავებულია”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა უნდა დაივიწყოს ის, რაც ევრო 2020-ზე გააკეთა და მხოლოდ მომავალზე იფიქროს. „ფეხბურთელები როგორ არიან? ყველა კარგადაა ვერატის გარდა, რომელმაც მუხლში დარტყმა მიიღო. შევაფასებთ მის მდგომარეობას ხვალ დილით. ბევრი სარბენი იქნება და ფეხბურთელები მზად …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მოცემული მომენტით ვტკბები და შორეულ მიზნებს არ ვისახავ”

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ შვეიცარიასთან ძალზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რომლის შედეგზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კომენტარი გააკეთა. მან იტალიის ნაკრების გარდა, კომენტარი იმაზეც გააკეთა, თუ რატომ გაახანგრძლივა „იუვესთან“ კონტრაქტი 2 წლით. „შვეიცარიასთან ევროპის ჩემპიონატზე 3:0? ვფიქრობ, საბოლოო შედეგი მატყუარაა, სანამ ლოკატელი მეორე …

სრულად წაკითხვა »