მთავარი / სიახლეები / დიბალა დე ლიხტის ოდენობის ხელფასს ითხოვს

დიბალა დე ლიხტის ოდენობის ხელფასს ითხოვს

ტურინის „იუვენტუსსა“ და პაულო დიბალას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

მხარეები უახლოეს დღეებში უნდა შეხვდნენ, მაგრამ დიბალა კლუბისგან იმავე ოდენობის ხელფასს ითხოვს, რასაც მატიას დე ლიხტი იღებს. ნიდერლანდების წმინდა ხელფასი 8 მილიონი ევროა, მაგრამ ბონუსების ჩათვლით 12 მილიონს იღებს. ტურინელები კი ფინანსური კრიზისის ჟამს არგენტინელისთვის ამ თანხის გადახდას არ აპირებენ.

„იუვე“ დიბალას ბონუსების ჩათვლით მაქსიმუმ 9 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ პაულო ფიქრობს, რომ ის გაცილებით მეტს იმსახურებს და ვიცე-კაპიტნის სტატუსი, როგორც ჩანს, მისთვის დარჩენითვის საკმარისი საბაბი არაა.

შეგახსენებთ, პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა. არგენტინელ თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …