მთავარი / ძიების შედეგები: აარონ რემსი

ძიების შედეგები: აარონ რემსი

რემსის ტრანსფერი გადაწყდა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემსი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გახდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, იტალიის სუპერთასის შემდეგ (16 იანვარი) უელსელი ფეხბურთელის აგენტი იტალიაში ჩავა, რის შემდგომაც კონტრაქტის გაფორმებისა და სამედიცინო შემოწმების თარიღი გადაწყდება. რემსი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდება თავისუფალი აგენტის სტატუსით. 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 6.5-7 მილიონ ევროს მიიღებს, …

სრულად წაკითხვა »

რემსის ტრანსფერი თითქმის გადაწყდა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემსი „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა. SportMediaset-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა წინასწარი შეთანხმება უკვე მიაღწია გუნდთან და კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. რემსის ხელფასი წელიწადში 6.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები დაემატება. დიდი შანსია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდეს. უელსელი „იუვეს“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მიმდინარე სეზონში რემსიმ …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” რემსისთან კონტრაქტი შეათანხმა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემსი „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. რემსი „იუვესთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში ანაზღაურების სახით 6.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება. კერძოდ, თუ სეზონში უელსელი მატჩების 70%-ს ჩაატარებს, მისი გასამრჯელო 8 მილიონ ევროს გაუტოლდება. შეგახსენებთ, რომ რემსის „არსენალთან“ კონტრაქტი …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო რემსის ტრანსფერს მიესალმება

ლეგენდარული ანდრეა პირლო აარონ რემსის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის ფაქტს ეხმაურება. „მაესტროს“ განცხადებით, თუ ასე მოხდა, „იუვეს“ რიგებს კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი შეემატება. „რემსი ძალიან კარგი შენაძენი იქნება და „იუვენტუსი“ კდიევ ერთ ძლიერ ფეხბურთელს დაიმატებს, რადგან რემსი დიდი ფეხბურთელია“, – განაცხადა პირლომ Sky Sport-თან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსის ფეხბურთელების ხელფასები 2019-2020 წლების სეზონისთვის

იუვენტუსის ფეხბურთელელების ხელფასები 2019-2020 წლების სეზონისთვის

იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარი ჯერ ისევ ღიაა და იუვენტუსს ჯერ არ განუხორციელებია არანაირი გამავალი ტრანზაქცია ივნისის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, (რომელიც სავარაუდოდ გათვალისწინებულია 2018-2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში), მოცემული ცხრილი შეიძლება ნაგულისხმევად ჩაითვალოს, მაგრამ ის იძლევა წარმოდგენას იმაზე, თუ რომელი მოთამაშეები შეიძლება გაიყიდოს ბაზრის დასასრულამდე. ამ დროისთვის, წინა სეზონთან შედარებით სახელფასო ფონდი …

სრულად წაკითხვა »

“მანჩესტერს” მატუიდის ყიდვაც უნდა

არამარტო პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი – „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერში“ შესაძლოა ბლეზ მატუიდიც გადავიდეს. ინგლისური გუნდი ფრანგი ფეხბურთელის სამსახურით სერიოზულადაა დაინტერესებული. მატუიდის „იუვედან“ წასვლა კი აარონ რემსისა და ადრიენ რაბიოს ტრანსფერების შემდეგ ისედაც მოსალოდნელია. შესაძლოა ტრანსფერის სავარაუდო ფასი 20 მილიონი ევროა. მატუიდის „მანჩესტერის“ გარდა ვარიანტები სამშობლოდანაც აქვს, სადაც ყველაზე მეტად „მონაკო“ …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსს აღარ სჭირდება პოგბა და მილინკოვიჩ-სავიჩი, პრიორიტეტი ერიკსენია

იუვენტუსს აღარ სჭირდება პოგბა და სავიჩი, პრიორიტეტი ერიკსენია

ტურინის იუვენტუსი აპირებს, მთელი ძალებით გადაერთოს ტოტენჰემის ნახევარმცველის შეძენაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Marca და Calciomercato ავრცელებს. მედიის ცნობით, ტურინულმა კლუბმა ყურადღება 27 წლის დანიელ ნახევარმცველზე გადაიტანა. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ტურინულ კლუბს მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის პოლ პოგბას ან ლაციოს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენა სურდა. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს იუვენტუსმა უკვე ორი …

სრულად წაკითხვა »

სამი ხედირას ფენერბახჩე ეპატიჟება

სამი ხედირას ფენერბახჩე ეპატიჟება

ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველმა სამი ხედირამ ფენერბახჩესგან შეთავაზება მიიღო. ტურინულ კლუბში აარონ რემსის და ადრიენ რაბიოს მისვლის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანელი ფეხბურთელისთვის ადგილი მოიძებნოს. ხედირას ხელშეკრულება ბებერ ქალბატონთან 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა მთავარი სამიზნეა

„იუვენტუსი“ ძალიან ახლოსაა აარონ რემსის ტრანსფერის დახურვასთან. მიუხედავად ამისა, ტურინელები ნახევარმცველის დამატებას კიდევ აპირებენ და მთავარი სამიზნე პოლ პოგბაა. მიუხედავად იმისა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ პოგბა „მანჩესტერში“ ძველებურად ათამაშდა, „იუვე“ უკან დახევას არ აპირებს და ფრანგისთვის ზაფხულში იბრძოლებს. როგორც Tuttosport-ი წერს, „იუვეს“ შუახაზი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადახალისდება. …

სრულად წაკითხვა »

ფაბიო პარატიჩი გუნდის უახლოეს გეგმებზე

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდში არსებულ ვითარებაზე და შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა. პარატიჩიმ დაადასტურა, რომ აარონ რემსი „იუვენტუსის“ სამიზნეა. „ის კარგი ფეხბურთელია, წლებია მაღალ დონეზე დიდ გუნდში თამაშობს. მას კონტრაქტი ეწურება და ჩვენ ყურადღებით ვართ ასეთ დროს და შესაბამისად, მასაც ვაკვირდებით. ივლისიდან ჩვენთან ითამაშებს? – კარგად უნდა გადავამოწმოთ ყველაფერი. …

სრულად წაკითხვა »