მთავარი / თეგის არქივი: სერია ა (გვერდი 56)

თეგის არქივი: სერია ა

მაურიციო სარი: “რონალდუს და ბონუჩის დასვენება სჭირდებათ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლეჩესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ და ლეონარდო ბონუჩი ახლო მომავალში დაისვენებენ. „შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ ამ მომენტში ბევრი არჩევანი არ გვაქვს. ბოლოს 19 ფეხბურთელი გამოვიძახე და აქედან 3 მეკარე იყო. რონალდუ? მისთვის დასვენება აუცილებელია, დღეს დაველაპარაკები და ერთად გადავწყვეტთ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩიმ, ბერნარდესკიმ და კუადრადომ ვარჯიში გამოტოვეს

ტურინის „იუვენტუსმა“ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამარჯვების შემდეგ „ლეჩესთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო და დღეს ვარჯიშიც გაიმართა. თუმცა, ყველა ბოლომდე არ დატვირთულა გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე. ლეონარდო ბონუჩიმ, ფედერიკო ბერნარდესკიმ და ხუან კუადრადომ კი, ერთი დღით დაისვენეს. ტურინელები ლეჩეში გამგზავრებამდე ხვალ კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებენ.

სრულად წაკითხვა »

“ლეჩესთან” ბონუჩი, პიანიჩი და რონალდუ დაისვენებენ

ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ დაუყოვნებლივ მომდევნო შეხვედრაზე დაიწყო ფიქრი, რომელსაც „იუვენტუსი“ „ლეჩესთან“ შაბათს გამართავს. Tuttosport-ის ინფორმაციით, სარი შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს და რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს. ლეონარდო ბონუჩი, მირალემ პიანიჩი და კრიშტიანუ რონალდუ დაისვენებენ. შეტევაში პაულო დიბალა-გონსალო იგუაინის ტანდემი მზადაა, ბონუჩის მერიჰ დემირალი ან დანიელე რუგანი შეცვლის, ხოლო პიანიჩის …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ბოლონია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ კრიშტიანუ რონალდუსა და მირალემ პიანიჩის გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: ბუფონი 7 – დანილოს გოლის დროს უძლური იყო. სამაგიეროდ, ბოლო წუთზე საოცარი ბურთი აიღო და გუნდი ქულების დაკარგვისგან იხსნა. კუადრადო 6 – პირველ ტაიმში სირთულეები შეექმნა, აქა-იქ შეცდომები ჰქონდა. ბონუჩი …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო ბუფონზე: “ის ყოველთვის ადგილზეა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „ბოლონიასთან“ (2:1) გაამრჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ძნელია, გარდა ამისა ჯიჯი ბუფონს კომპლიმენტები უძღვნა. „სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ცოტათი ყოველთვის რთულია, მაგრამ ვფიქრობ ამ საღამოს კარგი მატჩი გვქონდა. ლამაზი დრიბილგებით, ბევრი საგოლე მომენტით. როდესაც ბურთს ვფლობთ თამაში უფრო გვიადვილდება. …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი: “სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში რთულია, მაგრამ წინ მივდივართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში ბოსნიელმა მესამე გოლი გაიტანა. გარდა ამისა, სანაკრებო პაუზის დროს ბოსნიის ნაკრებშიც დუბლი შეასრულა. პიანიჩმა, რომელმაც „ბოლონიას“ (2:1) გამარჯვების გოლი გაუტანა, კომენტარი გააკეთა: „ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ვნახეთ მათი მატჩები, „ბოლონია“ კარგ ფორმაშია და შესანიშნავად თამაშობს. გამარჯვება დავიმსახურეთ, ბევრი მომენტი შევქმენით. …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარი: “შეცდომები გვაქვს, მაგრამ სწორ გზაზე ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბოლონიასთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, შეცდომები იყო, მაგრამ გუნდი სწორ გზაზეა. „მეორე ტაიმი კარგი იყო, ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, სწრაფად ვთამაშობდით და ამის ხარჯზე მოვიგეთ. თუმცა, ეს 40 წუთი ხდებოდა, 5 წუთის განმავლობაში კი, ამოცანას თავი ვერ გავართვით. კარგი თამაში იყო, მცირე შეცდომებით, …

სრულად წაკითხვა »

გამარჯვება ნერვიულობის ფონზე

ტურინის „იუვენტუსმა“ სანაკრებო პაუზის შემდეგ გამარჯვებით მოახერხა დაბრუნება. მაურიციო სარის გუნდმა სერია A-ს მეცხრე ტურში „ბოლონიას“ უმასპინძლა და გვარიანად ინერვიულა. ტურინელები მალევე, კრიშტიანუ რონალდუმ დააწინაურა, მაგრამ სიხარული ხანმოკლე გამოდგა, რადგან დანილოს გოლით „ბოლონიამ“ გაათანაბრა. მთლიანობაში პირველი ტაიმი საკმაოდ მშვიდი გამოდგა და ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. მეორე ნახევარში კი, „იუვეს“ უპირატესობა გამოიკვეთა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ბოლონიასთან”

ორკვირიანი პაუზის შემდეგ ტურინის “იუვენტუსი” სეზონის მორიგ მატჩს ჩაატარებს და სერია A-ში “ბოლონიას” უმასპინძლებს. “იუვეს” სასტარტო შემადგენლობა დღევანდელ მატჩში ასეთია: ბუფონი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, რაბიო; ბერნარდესკი; რონალდუ, იგუაინი შეგახსენებთ, რომ თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.   Questa sera la Juve scende in campo così …

სრულად წაკითხვა »