მთავარი / თეგის არქივი: მაურიციო სარი (გვერდი 22)

თეგის არქივი: მაურიციო სარი

ტაკინარდიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც სარის “იუვეში” მთავარი როლი ექნება

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ალესიო ტაკინარდი მიიჩნევს, რომ მაურიციო სარის „იუვენტუსში“ მთავარი როლი მირალემ პიანიჩის იქნება. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, ბოსნიელი სარის სქემაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება. „ყველა ლაპარაკობს კრიშტიანუზე, მაგრამ ახალი „იუვეს“ გასაღები პიანიჩი იქნება. სარის გუნდისთვის ის ფუნდამენტური იქნება, როგორც აქამდე ჟორჟინიო იყო. თანაც, პიანიჩი უფრო კარგი თვისებების მქონე ფეხბურთელია, …

სრულად წაკითხვა »

ვინ არ მინახავს, მაგრამ 19 წლის ასაკში დე ლიხტის მსგავსი არავინ ყოფილა – მარჩელო ლიპი

ვინ არ მინახავს, მაგრამ 19 წლის ასაკში დე ლიხტის მსგავსი არავი ყოფილა - მარჩელო ლიპი

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის მარჩელო ლიპის მოსაზრება იტალიური ფეხბურთის შესახებ ბუნებრივია საინტერესოა და ამიტომაც ხშირად ხვდება გაზეთის ფურცლებზე. ამჯერად, ლიპის Tuttosport-ი ესაუბრა და ლოგიკურია უმეტესწილად დიალოგი „იუვენტუსზე“ საუბარს დაეთმო: „სარი – ვფიქრობ, ცვლილების დიდი სურვილი იყო, არამარტო მწვრთნელის, არამედ ფილოსოფიის. ზედიზედ რვა სკუდეტოს შემდეგ გარემოს ახალი სტიმული სჭირდებოდა. სარი არის მწვრთნელი, …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის პირველი ინტერვიუ “იუვეს” თავკაცის რანგში

მაურიციო სარის პირველი ინტერვიუ “იუვეს” თავკაცის რანგში

ტურინის „იუვენტუსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს პირველი ინტერვიუ მისცა. სარის განცხადებით, ტურინელთა წინადადება სწრაფად მიიღო, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ მასთან მუშაობის დიდი სურვილი გამოაჩინა. – როგორია პირველი გრძნობები? – ძალიან მნიშვნელოვანია კლუბში ცნობიერების ამაღლება. მქონდა შესაძლებლობა „ჩელსიდან“ მოვსულიყავი, კლუბიდან, რომელსაც ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ ისტორია …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსში” ანდრეა ბარძალიც ბრუნდება

"იუვენტუსში" ანდრეა ბარძალიც ბრუნდება

არამარტო ჯანლუიჯი ბუფონი – „იუვენტუსს“ ანდრეა ბარძალიც უბრუნდება. 38 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, მაგრამ გააგრძელებს ტურინში მოღვაწეობას. Tuttosport-ის ინფორმაციით, მაურიციო სარი ბარძალის ესაუბრა და მისგან თანხმობაც მიიღო – 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სარის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ბარძალი „იუვეს“ ღირსებას 2011-2019 წლებში იცავდა და გუნდის …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: სარიმ “იუვე” ჩაიბარა

საგა დასრულდა – მაურიციო სარი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელია. აღნიშნულ ინფორმაციას ტურინული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და შესაბამისად, სარი „იუვეს“ 2022 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. 60 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში „ჩელსის“ თავკაცი იყო, რომელიც პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო ევროპა ლიგა მოაგებინა.

სრულად წაკითხვა »

სარი “იუვენტუსის” მწვრთნელი დღეს გახდება

ტურინის „იუვენტუსში“ მაურიციო სარის დანიშვნა დღეს გაოფიციალურდება. იტალიური მედიის ცნობით, ლონდონში მყოფმა ფაბიო პარატიჩმა შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწია და „ჩელსი“ სარის გაათავისფლებს. ტურინელები მცირე კომპენსაციას გადაუხდიან ლონდონელებს, რის შემდგომაც 60 წლის სპეციალისტი იტალიაში დაბრუნდება. როგორც ცნობილია, სარი „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

სრულად წაკითხვა »

გელფი: “სარის “იუვენტუსში” გადასვლა გადაწყვეტილია”

იტალიური „ემპოლის“ აღმასრულებელი დირექტორი ფრანჩესკო გელფი დარწმუნებულია, რომ მაურიციო სარი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ გელფიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. „ყველაფერი შეთანხმებულია, „ჩელსისგან“ გათავისუფლებას ელოდება და „იუვენტუსში“ დაინიშნება. ტრაორე კარიერას „იუვეში“ გააგრძელებს, ხოლო კრუნიჩი „მილანში“, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია“. – თქვა გელფიმ.

სრულად წაკითხვა »

რონალდუ სარის ესაუბრა

ტურინის „იუვენტუსი“ და მაურიციო სარი ერთმანეთს კიდევ უფრო უახლოვდებიან. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი მხოლოდ „ჩელსიდან“ გათავისუფლების საბუთს ელოდება, რის შემდგომაც „იუვენტუსს“ ჩაიბარებს. სარი უკვე მართავს პეროსნალურ საუბრებს ტურინელებთან და მათ შორის, ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუსთანაც და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს. გარიგების თანახმად, სარის ანაზღაურება „იუვენტუსში“ 6 მილიონი ევრო იქნება.

სრულად წაკითხვა »

სარი გულშემატკივარს: „თუ „ჩელსი“ გამათავისუფლებს, „იუვეში“ წავალ“

მაურიციო სარი „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა. Corriere Dello Sport-ის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა ერთ-ერთი გულშემატკივრის კითხვას, მიდის თუ არა “იუვეში“, დადებითად უპასუხა. „მიდიხართ „იუვეში“? – თუ „ჩელსი“ გამათავისუფლებს, მივდივარ. ორშაბათს ყველაფერი გვეცოდინება“, – ასეთი იყო დიალოგი. აღსანიშნავია, რომ იტალიური მედია დარწმუნებულია სარის „ჩელსიდან“ წასვლაში, რის შემდგომაც „იუვენტუსში“ მისი მისვლის ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ …

სრულად წაკითხვა »

სისოკო: „იუვე“ სარისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი მოჰამედ სისოკო მიესალმება მაურიციო სარის კანდიდატურას. ვეტერანი მალელის განცხადებით, „იუვე“ სარისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. „ვფიქრობ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზადაა და შესაძლოა ეს მომავალ სეზონში მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ სარის კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, ის გუნდს დამატებით პლიუსებს შესძენს და მასთან ერთად გუნდი მზად იქნება …

სრულად წაკითხვა »