მთავარი / თეგის არქივი: ლიონელ მესი (გვერდი 2)

თეგის არქივი: ლიონელ მესი

მესი: “ბუნებრივია, რომ რონალდუს ასეთი სერია აქვს”

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ Mundo Deportivo-სთან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. არგენტინელ ფეხბურთელს არ უკვირს პორტუგალიელის გოლების სერია, რომელიც 2020 წელს აქვს. “რონალდუს გოლების სერია? ნორმალურია, რომ აგრძელებს გოლების სერიას, მტაცებლური თავდამსხმელია, უყვარს გოლების გატანა, გააქვს ყოველჯერზე, როდესაც თამაშობს. როგორც თავდამსხმელს, ბევრი თვისება აქვს, მინიმალურ შანსსაც იყენებს. „რეალმა“ რონალდუს გარეშე …

სრულად წაკითხვა »

ბრიტანული მედია წერს, რომ მესი და გვარდიოლა “იუვენტუსში” გადავლენ

ტურინის „იუვენტუსს“ ბოლო ხანს ლიონელ მესის და პეპ გვარდიოლას უკავშირებენ. ცხადია, ეს ჯერჯერობით მხოლოდ მითქმა-მოთქმაა და ხელჩასაჭიდი ცნობა ამ დრომდე არ გავრცელებულა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება. ბრიტანული გამოცემა The Sun-ი უფრო შორსაც წავიდა და გამაოქვეყნა „იუვენტუსის“ მომავალი სეზონის შემადგენლობა, რომელსაც გვარდიოლა ხელმძღვანელობს. ძირითად შემადგენლობაში სამი ახალწვეულია: …

სრულად წაკითხვა »

მესი შესაძლოა “იუვენტუსში” აღმოჩნდეს

კატალონიის „ბარსელონა“ შესაძლოა ლიონელ მესიმ დატოვოს. არგენტინელსა და კლუბის სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალს შორის ორი დღის წინ კონფლიქტი წარმოიშვა. ესპანური მედია არ გამორიცხავს, რომ ამის გამო მესიმ ზაფხულში კლუბი დატოვოს. ლეო გაბრაზებულია გუნდის ხელმძღვანელობაზე და კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2021 წელს ეწურება, არათუ აპირებს, არამედ დამდეგ ზაფხულს ფიქროს აბარგებაზე. Gazzetta Dello …

სრულად წაკითხვა »

🔥 რონალდუმ გაიტანა 432-ე გოლი ევროპის ტოპ 5 ლიგაში, მესიმ 433-ე

რონალდუმ გაიტანა 432-ე გოლი ევროპის ტოპ 5 ლიგაში, მესიმ 433-ე

იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ს მე-20 ტურის, მატჩში პარმას წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და იუვემ მინიმალური ანგარიშით 2-1 მოიგო. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის პარმას წინააღმდეგ გატანილი გოლები ევროპის საუკეთესო ტოპ 5 ლიგაში 431-ე და 432-ე გახლდათ. ამ მაჩვენებლით კრიშტიანუ ლიონელ მესის გაუთანაბრდა, მაგრამ სულ ცოტახნით. პორტუგალიელის მეორე გოლიდან 26 წუთის შემდეგ, ლიონელ …

სრულად წაკითხვა »

უეფამ სიმბოლური გუნდის ფორმირება რონალდუს გამო შეცვალა?

ბრიტანული ყოველდღიური გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, 2019 წელს, უეფამ შეცვალა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური გუნდის ფორმირება, ისე რომ, მასში შედის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ. წინა წლებში უეფას სიმბოლური გუნდის ფორმირება 4-3-3 იყო, წელს ის შეიცვალა 4-2-4-ით, რადგან ლიონელ მესი, სადიო მანე და რობერტ ლევანდოვსკი სავარაუდოდ უფრო მეტ ხმას აგროვებდნენ, ვიდრე კრიშტიანუ …

სრულად წაკითხვა »

რამოსი თვლის რომ რონალდუს და მესის ცალკე ოქროს ბურთი ეკუთვნის

რამოსი თვლის რომ რონალდუს და მესის ცალკე ოქროს ბურთი ეკუთვნის

მადრიდის რეალის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, გამოთქვა მოსაზრება, რომ ბარსელონას კაპიტნის ლიონელ მესის და იუვეს ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუსათვის ცალკე ოქროს ბურთი გააკეთონ. “უნდა გაკეთდეს ცალკე ბურთი, რომელსაც შედეგიდან გამომდინარე მიანიჭებენ რონალდუს ან მესის. და კიდევ ერთი ბურთი რომელიც სხვებისთვის იქნება განკუთვნილი. ბოლობოლო ეს ფეხბურთისთვის იქნებოდა უკეთესი.” – განაცხადა მადრიდის რეალის კაპიტანმა. …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “შესანიშნავი წელი იყო, ახლა კი, ახალი რეკორდების დროა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის წილისყრას დაესწრო, კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელს გასულ სეზონზე, ახალ მიზნებზე და ლიონელ მესიზე ჰკითხეს. „მესისთან ერთად კარიერის დასრულება? ის ჩემზე ორი წლით უმცროსია, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი ასაკის შესაბამისად ფორმაში ვარ. იმედია, აქ მომავალ წელსაც ვიქნები, ორ-სამ წელშიც. ვისაც არ ვუყვარვარ, ისევ აქ დამინახავენ. …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “მესისთან კონკურენციამ უკეთესი ფეხბურთელი გამხადა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა TVI-სთან ლიონელ მესისთან კონკურენციისა და პორტუგალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა. კრიშტიანუს განცხადებით, არგენტინელთან პაექრობამ ორივე ფეხბურთელი უკეთესი გახადა. გარდა ამისა, არ გამორიცხა, რომ 2022 წლის მუნდიალზე ითამაშოს. „ეჭვი არ მეპარება, რომ მესისთან კონკურენციამ უკეთესი ფეხბურთელი გამხადა, ისევე, როგორც მე ის გავხადე. ლეოს კარიერით აღფრთოვანებული ვარ. მან საჯაროდ თქვა, …

სრულად წაკითხვა »

მესი: “იუვენტუსი” რონალდუსთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი გახდა”

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშის ნოსტალგია აქვს. როგორც არგენტინულ მედიას მესიმ განუცხადა, „იუვენტუსი“ პორტუგალიელთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი გუნდი გახდა. „კრიშტიანუს წინააღმდეგ თამაში შესანიშნავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იყო. კარგი იქნებოდა, რომ ისევ ესპანეთში თამაშობდეს. „იუვეს“ ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძლიერი გუნდია კარგი …

სრულად წაკითხვა »

მესი: “იუვენტუსი” და რონალდუ შთამბეჭდავი იყო”

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესისთვის „ატლეტიკოსთან“ „იუვენტუსის“ გამარჯვება სიურპრიზი გამოდგა. გარდა ამისა, არგენტინელი რონალდუს შესახებაც საუბრობს და თქვა, რომ შთამბეჭდავად ითამაშა. „რაც კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსთან“ ერთად გააკეთა, შთაბეჭდავი იყო. ძალიან დიდი სიურპრიზი, რადგან ვფიქრობდი, რომ „ატლეტიკო“ მოედანზე უფრო ძლიერი იქნებოდა. თუმცა, „იუვენტუსი“ ნამდვილად ძალიან კარგი იყო, ძალიან დიდი პოტენციალი აჩვენა …

სრულად წაკითხვა »