მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 597)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვე” მზადაა კანსელუ გაყიდოს

ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ჟოაუ კანსელუ სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაყიდოს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინელები პორტუგალიელს იმ შემთხვევაში შეელევიან თუ მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებენ. ცნობილია, რომ კანსელუს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ ეპატიჟებიან. „იუვემ“ ერთი წლის წინ „ვალენსიადან“ სწორედ 40 მილიონ ევროდ შეიძინა და ამ თანხაზე დაბალ ფასად …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს საოცარი ნახტომი “ტორინოსთან” გოლის მომენტში

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საოცარი ათლეტური მონაცემებით სახელგანთქმულია და მისგან გასაკვირიც აღარაფერია. თუმცა, „ტორინოსთან“ მაინც იყო გამოსარჩევი მომენტი. 84-ე წუთზე კრიშტიანუმ დერბიში თავით გაიტანა და თავისი გუნდი წაგებისგან იხსნა. გოლის მომენტში რონალდუ ჰაერში 231 სმ-ის სიმაღლეზე იმყოფებოდა და ბურთზე რომ ეთამაშა, გასაოცარი ნახტომი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ რონალდუს სერია A-ში …

სრულად წაკითხვა »

კაზემირო “იუვეში”?

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი კაზემირო შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული არ დასახელებულა, მაგრამ როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, ბრაზილიელმა შესაძლოა ზაფხულში მადრიდი დატოვოს. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კი, მისთვის ტურინის კარიც გაიღება. შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი, არ დასახელებულა. ცნობილია ისიც, რომ „იუვეს“ „რეალის“ რამდენიმე …

სრულად წაკითხვა »

5 მაისი – იუვენტინოებისთვის ძვირფასი თარიღი [VIDEO]

უკვე 17 წელია 5 მაისი იუვენტინოებისთვის ძვირფასი და ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოსაგონარი თარიღია. ზუსტად 17 წლის წინ, 2002 წლის 5 მაისს, „იუვენტუსმა“ ისტორიაში 26-ე სკუდეტო მოიგო. 2001-2002 წლების სეზონი „ინტერის“ უპირატესობით მიმდინარეობდა და ბოლო ტურამდე „ნერაძური“ სკუდეტოსთან ძალიან ახლოს იყო, გათამაშებას ლიდერობდა. მაშინ, სეზონის ბოლო, 34-ე ტური 5 მაისს ჩატარდა …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “ალეგრი რჩება”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ამბობს, რომ მასიმილიანო ალეგრი გუნდს არ დატოვებს. როგორც ჩეხმა თქვა, ალეგრი ტურინში მუშაობას კონტრაქტის ბოლომდე გააგრძელებს. „ალეგრი „იუვენტუსის“ მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც იქნება. მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს და მუშაობას გააგრძელებს. ანიელისთან ყველაფერი რიგზე აქვს, როდესაც შესაფერისი მომენტი იქნება, შეხვედრა შედგება“, – თქვა ნედვედმა. შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები ტურინული დერბის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 35-ე ტურში „ტორინოს“ (1:1) დაუზავდა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ საინტერესო ფაქტებს და მიღწევებს. წაუგებელი სერია „იუვენტუსს“ „ტორინოსთან“ საკუთარ მოედანზე 1995 წლის შემდეგ არ წაუგია (9 მოგება, 4 ფრე) კრიშტიანუს თავი რონალდუმ ბოლო 10 გოლიდან თავით მეშვიდე გაიტანა. მაისის თვე „იუვენტუსს“ მაისში არასდროს წაუგია დერბი (2 მოგება, …

სრულად წაკითხვა »

სპინაცოლა: “ჩემთვის ეს სეზონი პოზიტიური იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ „ტორინოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა ფეხბურთელმა ამავე შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს ასისტენტობა გაუწია და საგოლე პასი ჩაიეწრა აქტივში. „კმაყოფილი ვარ, რომ პირველი საგოლე პასი შევასრულე. მეორე ტამში უფრო მეტი სივრცე მომეცა, რადგან „ტორინომ“ უკან დაიხია და შეტევაში ჩართვა გამიადვილდა. შესაბამისად, ერთ-ერთზე თამაშის მეტი შესაძლებლობა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კარგი თამაში იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ალეგრი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. „კარგი თამაში იყო. პირველ ტაიმში ნაჩუქარი გოლის გარდა. რამდენიმე შეტევაც გაგვეპარა, მეორე ნახევარში კი კარგად ვითამაშეთ. სპინაცოლა ვითარდება, რონალდუმ შესანიშნავი გოლი გაიტანა. ცხადია, როდესაც სკუდეტო მოგებული გაქვს, რთულია მოტივაციის პოვნა, მაგრამ „სან სიროსთან“ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ფრე სამართლიანი შედეგია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ „ტორინოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ფრე სამართლიანი შედეგია. „ბოლომდე გვინდა დავამტკიცოთ, რომ ყველაზე ძლიერები ვართ და რომ სკუდეტო დავიმსახურეთ. გვინდა, მომავალი სეზონისთვის დადებითი იმპულსი შევიქმნათ. ბოლო ორ თამაშში სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ჩვენ კარგი თამაშ ჩავატარეთ და ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” წაგებისგან ისევ რონალდუმ იხსნა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტური ტურინული დერბით დაიწყო. „დერბი დელა მოლე“ „იუვენტუსმა“ „ტორინოს“ უმასპინძლა. შეხვედრას სტუმართათვის გაცილებით დიდი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ვალტერ მაძარის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო „იუვე“ კარგა ხანია ჩემპიონია. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „ტორინო“ ახლოს იყო გამარჯვებასთან. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კი მორიგი უფერული თამაში ჩაატარა …

სრულად წაკითხვა »